თეა ბეჟიტაშვილი
29.05.2015

 "დღეს არსებული ნაგავსაყრელები, რომლებიც გარემოსთან შეუსაბამოა, 60-80-იან წლებშია აშენებული. ამ ეტაპზე ძველი ნაგავსაყრელები გარემოსთან და მოსახლეობის მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოგვყავს, იმისათვის, რომ სანამ ახალს ავაშენებთ, ძველმა ნორმალურად იმუშაოს, ახალი ნაგავსაყრელების აშენების შემდეგ კი ძველი დაიხურება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ქვეყანაში არსებულ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით.

ეკატერინე ბასილაია
29.05.2015

 აფხაზები სოხუმში აფხაზური ახალგაზრდა ოჯახებისათვის ქართველების მიერ დატოვებილი ბინების გადაცემას ითხოვენ. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ქართველი მოსახლეობისგან დაცლილ სოხუმის ახალ რაიონში უპატრონოდ დარჩენილ საცხოვრებელ კორპუსებს ვიდეო გადაუღეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განათავსეს იმ მოტივით, რომ თუ მათი ხელისუფლების კეთილი ნება იქნება, სასურველია, ეს ბინები იმ ახალგაზრდა აფხაზურ ოჯახებს გადაეცეთ, ვისაც სოხუმში საცხოვრებელი ფართის მიღება სურთ და ამით უბინაო ოჯახების პრობლემა მოგვარდება.

ია აბულაშვილი
29.05.2015

 "ყოველთვის აირჩიე რთული გზა - ამ გზაზე თქვენ კონკურენტი არ გეყოლებათ" - ეს სიტყვები ეკუთვნის გენერალ შარლ დე გოლს, რომელიც ფრანგებისათვის ისეთივე მნიშვნელობის ისტორიული ფიგურაა, როგორც ნაპოლეონი და ჟანა დარკი.

თეა ბეჟიტაშვილი
28.05.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მარცხზე პასუხისმგებლობის არ აღება და პოლიტიკური განახლების სურვილის არქონა - ეს ის მიზეზებია, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის ოთხეული პარტიის დატოვების მოტივად ასახელებს.

ეკატერინე ბასილაია
28.05.2015

სულ მალე მედიაში, საჯარო შეკრებებსა თუ თვით "ფეისბუქსა" და "ტვიტერში" გამოქვეყნებული "მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ" სს წესით დასჯადი გახდება - კერძო პირებს 2 წლით პატიმრობა მიესჯებათ, იურიდიულ პირს კი - ლიკვიდაცია ან ჯარიმა, პლუს საქმიანობის ჩამორთმევა.

ია აბულაშვილი
28.05.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია, თუ ისევ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" თავისი შეგნებული თუ შეუგნებელი მოქმედებით არ გადაარჩინა," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
28.05.2015

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 წევრის წასვლის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს. მისი აზრით, შეიძლება, საქმე გვქონდეს პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების სამზადისთან, რომელიც მომავალ პარლამენტში უნდა შეიკრას.

თაია არდოტელი
28.05.2015

 "საგანგაშოა, რომ ხელისუფლება მოსამართლეთა დასასჯელად ეფექტური საშუალების გამონახვას ცდილობს"; "ცვლილებების შედეგად შეშინებულ მოსამართლესა და სასამართლოს მივიღებთ"; "გენინსპექცია სასამართლო სისტემაში", - ასე აფასებს მოსამართლეთა ნაწილი სასამართლო რეფორმას, კერძოდ, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას, რომლის ფუნქციაც მოსამართლეთა საქმიანობის გაკონტროლება და გადაცდომის შემთხვევაში საქმის წარმოების დაწყება იქნება.

ლიკა ამირაშვილი
28.05.2015

 ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 14 სექტემბრამდე არ უსრულდებათ, ახალი კანონის მიხედვით სკოლაში ვერ შევლენ. ამის საპასუხოდ განათლების სამინისტრო ბავშვებს "სასკოლო მზაობის პროგრამას" სთავაზობს. პროგრამა 7 - თვიანია და დღეში სამსაათიან მეცადინეობას ითვალისწინებს.

თიკო ოსმანოვა
28.05.2015

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინიტროს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის შეცვლას და აღიარების პროცედურების კანონმდებლობით დარეგულირებისკენ მოუწოდებს.

თაია არდოტელი
28.05.2015

 "ცალკე პარტიად გასვლა, არც "ნაციონალური მოძრაობისთვის" და არც ახლად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიისთვის კარგი არ არის, რადგან ამ ეტაპზე ბრძოლა კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" გარკვეულწილად გართულდება. გამორიცხული არ არის, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. შეიძლება აღმასრულებელი მდივანი ჯაფარიძე პარტიის ზოგიერთი წევრის საქმიანობით უკმაყოფილო იყო," - ასე აფასებს ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას და პარტიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი საგარეო საკითხებში ნიკა ჩიტაძე.

სალომე სარიშვილი
28.05.2015

დიასპორის დღეების ფარგლებში, გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი - "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს" გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საშუალება მისცეს, შეხვდნენ კოლეგებს, გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობა როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორთან, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ფორუმი 29 მაისამდე გაგრძელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×