ეკატერინე ბასილაია
25.05.2015

 რიგის სამიტი ისე დასრულდა და ქართული დელეგაცია შინ ისე დაბრუნდა, რომ ლატვიიდან კონკრეტული არაფერი წამოუღია დაპირებების გარდა - არ დაითქვა კონკრეტული თარიღი, როდის შევძლებთ ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას და არც ჩვენი ევროინტეგრაციის პერსპექტივა ჩაიწერა მთავარ დოკუმენტში. დაიდო მხოლოდ ის პირობა, რომ დეკემბერში მოხდება ჩვენი და უკრაინის მიღწევების კიდევ ერთხელ შეფასება და დადებითი დასკვნის შემდეგ ვიზების გამარტივებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაც საბოლოოდ გაცხადდება. ახლა უკვე მთელი იმედი დეკემბერზეა. ევროპულ პერსპექტივაზე კი საერთოდ არაფერი თქმულა.

ელზა პაპოშვილი
25.05.2015

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები თვითმკვლელობის შესახებ. ბოლო ასეთი შემთხვევა 21 მაისს რუსთავში მოხდა.

ია აბულაშვილი
25.05.2015

 1992 წლის 24 ივნისს ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში "დაგომისის ხელშეკრულების" სახელით შევიდა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საკონტროლო კომიისის შექმნას. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ცხინვალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია განთავსდა.

სალომე სარიშვილი
25.05.2015

 "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები," - ამ თემაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 22 და 23 მაისს თბილისში მე-10 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან ფორუმის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ინტენსიურ დიალოგს ხელს შეუწყობს.

სალომე სარიშვილი
25.05.2015

"ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების გავლენა ჯერ კიდევ 1994-96 წლებში გამოჩნდა, როდესაც ასეთი პროდუქტების დანერგვა დაიწყო. სწორედ მაშინ გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენდა გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები ადამიანის ორგანიზმზე. პირველი რეაქციები გახლდათ ალერგია და ინტოქსიკაცია, რასაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო საგანგაშო ეფექტები მოჰყვა," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ა/ო "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" პროგრამების კოორდინატორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მაღრაძე.

ელზა პაპოშვილი
25.05.2015

 "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს. ბაღათურიას განცხადებით, ის დოკუმენტები, რომელიც მას გააჩნია, ცხადყოფს, რომ კახი კალაძეს ენერგეტიკის სფეროში კომერციული ინტერესები აქვს და ამ ფაქტზე, ბაღათურიას მტკიცებით, პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.

ზვიად მახარაძე რიგა-ბრიუსელი
23.05.2015

 გუშინ რიგაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უფრო მეტი მხარდაჭერა, მეტი ფინანსური დახმარება აღუთქვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პარტნიორ ქვეყნებს წევრობის პერსპექტივაზე უარი ეთქვათ.

თაკო მათეშვილი
23.05.2015

მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ველოდით - ასე აფასებენ ქართველი პოლიტოლოგები რიგის სამიტსა და მიღებულ დეკლარაციას. მათივე თქმით, რიგაში კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირია, დანარჩენი კი დროის საკითხია.

თაია არდოტელი
23.05.2015

 "გამოკითხული სტუდენტების 67% საზღვარგარეთ წასვლას აპირებს. ეს კი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გააუარესებს, შეამცირებს დემოგრაფიულ პოტენციალს", - რეზონანსთან დემოგრაფი ანზორ თოთაძე ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასა და ქვეყნის დატოვების მოსურნე ახალგაზრდების რაოდენობასთან დაკავშირებით საუბრობს.

იაგო ნაცვლიშვილი
23.05.2015

 "ძალიან დიდია იმის შანსი რომ საბოოლოოდ დეკლარაციაში აისახება კონკრეტული ვადა, თუ როდის შეიძლება ჩაითვალოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულებულად. ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში მთავარი მოთამაშეები არიან, ძალიან მკაფიო დიპლომატიურ მხარდაჭერას გამოთქვამენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე.

ელზა პაპოშვილი
23.05.2015

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საერთაშორისო ვალდებულების შესრულების ვადა საქართველოს 17 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებთან ერთად ცვლილებები მომხმარებლებსაც ელით. იმისთვის, რომ ტელევიზორმა 17 ივნისიდან გამოსახულება მიიღოს, მომხმარებელს დამატებითი მოწყობილობის - "სეთ-თოფ ბოქსების" ყიდვა სჭირდება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ტექნიკის მაღაზიების უმრავლესობა ციფრული სიგნალის მიმღებ აპარატურებს ჯერ კიდევ არ ყიდის.

თაკო მათეშვილი
22.05.2015

 არცთუ დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, რომელსაც ევროპელი ლიდერები აკეთებენ, ქართული მხარე მაინც არ კარგავს იმედს, რომ რიგის სამიტი დღეს ჩვენთვის სასიამოვნო შედეგით - უვიზო რეჟიმის კონკრეტული თარიღის დასახელებით და ევროპული პერსპექტივის აღიარებით დასრულდება. ამის მისაღწევად, საქართველოდან ჩასული სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით აქტიურად მუშაობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×