ია აბულაშვილი
02.12.2015

 "ხელისუფლებას აქვს დღეს უმთავრესი ამოცანა, რომლისგანაც გამომდინარეობს ყველა დანარჩენი; ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები, სხვა ყველაფერი არის კეთილი სურვილები," - აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
02.12.2015

იმუნოდეფიციტი, ჩვეულებრივი ვირუსი თუ ლეიკემია - 8 წლის ბუკა ნიკურაძე, რომელიც ჯერ იაშვილის კლინიკაში, შემდეგ კი თურქეთში მკურნალობდა, გუშინ გარდაიცვალა.

გვანცა ღვედაშვილი
02.12.2015

 მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 ივნისს დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება საწყობებში ფუჭდება. ერთ-ერთი ასეთი საწყობი, სადაც პროდუქტს ახარისხებდნენ, დიღომში მდებარეობს, თუმცა ამ დრომდე გაუგებარი რჩება, საიდან მიიღო მერიამ ეს დახმარება და როდის გადანაწილდება ის ადრესატებზე.

თაკო მათეშვილი
02.12.2015

 ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ("აისისი") შესაძლო კავშირში მყოფ პირებზე დევნა გრძელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ კიდევ 4 ადამიანი დააკავა, რომელთაც რატომღაც ბრალი არა ტერორიზმთან კავშირის, არამედ იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისა და დამზადების მუხლით წაუყენეს.

ლიკა ამირაშვილი
02.12.2015

 როგორი უნდა იყოს თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი და რა შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს - ამის შესახებ "რეზონანსთან" თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, "რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ფრაქციას ბიუჯეტთან ძირითადად მეთოდოლოგიური შენიშვნები ჰქონდა.

რეზონანსი
02.12.2015

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 410-ე მუხლის მესამე ნაწილით.

სალომე სარიშვილი
02.12.2015

 ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების შესახებ მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, გაერთიანებული პროფკავშირის წევრები, ფონდის წარმომადგენლობა, სახალხო დამცველის მოადგილე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

თაკო მათეშვილი
01.12.2015

 თუკი ნატოს დღევანდელ მინისტერიალზე საქართველომ სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი ალიანსის წევრობის შესახებ დავკარგოთ - მიიჩნევენ პოლიტოლოგები და დასძენენ, რომ ნატოს გაფართოება არ შეუჩერებია.

თიკო ოსმანოვა
01.12.2015

 რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შესაძლოა ამ ვითარებით საქართველომ მცირე ეკონომიკური სარგებელი ნახოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ეს დაპირისპირება წამგებიანი იქნება.

ლიკა ამირაშვილი
01.12.2015

 საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს - ამის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს რუსულენოვანი ტელევიზიის არსებობა მიაჩნია.

თიკო ოსმანოვა
01.12.2015

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" დროებითი მმართველები აღარ ეყოლება. სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომელიც "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა. გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება. ამიტომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მოსალოდნელ რისკებზე ალაპარაკდა, თუმცა ქონების დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერაფერს იზამს.

სალომე სარიშვილი
30.11.2015

 კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ ორ დეპუტატს - სოსო ჯაჭვლიანსა და ირაკლი ტრიპოლსკის კინოსტუდია "ქართული ფილმის" ხელში ჩაგდება სურს. რეჟისორი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზნით, მათ ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×