ეკატერინე ბასილაია
23.11.2015

 "ქართული ოცნების" რეიტინგი ისევ თავდაღმართშია, "ნაციონალები" კი მომავალ არჩევნებში ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის გეგმებს უკვე აწყობენ. "ოცნებისათვის" ნდობადაკარგული "ენ-დი-აის" შემდეგ უკვე მეორე კვლევა აჩვენებს იმას, რომ "ქართული ოცნების" მიმართ დადებითი დამოკიდებულება შემცირებულია - ბოლო 2 წელიწადში 36%-ით და მათ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ახლა უკვე "თავისუფალი დემოკრატებიც" უსწრებენ.

ლიკა ამირაშვილი
23.11.2015

 დრო გადის, თბილისი იზრდება, თუმცა სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ თბილისმა თავისი ხიბლი დაკარგა. ძეგლები აღდგენა-რეკონსტრუქციას საჭიროებენ, ძველი თბილისი კი თანამედროვე შენობებით იტვირთება.

ვახტანგ შამუგია
23.11.2015

 მონტენეგრო, პატარა სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გაზეთი "დი ველტი" ავრცელებს. მათი ცნობით, იუგოსლავიის ერთ-ერთი ყოფილი რესპუბლიკა წევრობის შესახებ ოფიციალურ შეთავაზებას ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 1-ლ დეკემბერს მიიღებს.

თიკო ოსმანოვა
23.11.2015

 ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პანკისში მცხოვრები დავით ბორჩაშვილი, "მთელი კვირის" წყაროს ინფორმაციით, სირიაში არა "ისლამური სახელმწიფოს", არამედ "სირიის თავისუფლი არმიის" რიგებში იბრძოდა და ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც არსებობს, რომელიც გუშინ ინტერნეტში გავრცელდა.

გვანცა ღვედაშვილი
23.11.2015

 პაატა ბურჭულაძემ ახალი ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ფონდი" დააარსა. როგორც ამ ფონდის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვანო მაჭავარიანი "მთელ კვირასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, ფონდის მიზანი ქვეყნის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე გარკვეული ხედვის ჩამოყალიბებაა, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრისკენ იქნება მიმართული.

ელზა პაპოშვილი
23.11.2015

 თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 24 წლის ახალგაზრდა მოკლეს. დანაშაული 12 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა. რატი ფ. ოჯახის წევრებმა საკუთარ ეზოში მომაკვდავი ნახეს.

ლიკა ამირაშვილი
23.11.2015

 ქართველები ღვინოსთან შედარებით 7-ჯერ მეტ არაყს მოიხმარენ - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა. მისი თქმით, შედეგები სავალალოა და დაბალანსებაა საჭირო.

ია აბულაშვილი
23.11.2015

45 წლის წინ საბჭოთა კავშირში გაუგონარი ფაქტი მოხდა - საბჭოთა საჰაერო სივრციდან სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა და თურქეთში, ტრაპბონის აეროპორტში დაჯდა.

ვახტანგ შამუგია
21.11.2015

 დიდი ბრიტანეთის "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა" წარმოადგინა საკუთარი კვლევა "ტერორიზმის გლობალური რეიტინგი - 2015". მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებასა და ტერორისტული საფრთხის დონეებზეა საუბარი.

გვანცა ღვედაშვილი
21.11.2015

"ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია" რუსთავის მერიას სასამართლოში უჩივის. მიზეზი ისაა, რომ კათოლიკეებს რუსთავში მათსავე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ეკლესიის აშენება სურთ, თუმცა მერიისაგან ნებართვა ვერ მიიღეს.

სალომე სარიშვილი
21.11.2015

 პარიზის ტერაქტების შემდგომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 4 დეკემბერს ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭო დანიშნა. თუმცა, დიდი ალბათობით, მას პრემიერი და მინისტრები არ დაესწრებიან.

ეკატერინე ბასილაია
21.11.2015

 აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთმა კიდევ ერთი პროვოკაციული მესიჯი შემოაგდო - ის, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ვიზების გაუქმებას ხსაქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირის არქონა აფერხებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×