თიკო ოსმანოვა 30.11.2015
 რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე, ზამთრის საკურორტო სეზონის განმავლობაში საქართველომ შესაძლოა, რუსი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლოს. ცნობილი ონლაინ ტურისტული სააგენტო "ტრიპსტას" კვლევების მიხედვით, იმ ქვეყნების სიაში, სადაც რუსები ზამთრის შვებულების გატარებას აპირებენ, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი - მესამე ადგილი უჭირავს.
|
ეკატერინე ბასილაია 30.11.2015
ხვალ, 1-ელ დეკემბერს ვარშავაში ნატო-ს მინისტერიალი იხსნება, საიდანაც ოფიციალური თბილისი "ძალიან ოპტიმისტურ" გზავნილს ელოდება. თუმცა ვიზა ლიბერალიზაციის პოზიტიური მოლოდინისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში პროგნოზი არცთუ დამაიმედებელია: ბლოკში გაწევრიანებას შესთავაზებენ მონტენეგროს, საქართველოს კი - სავარაუდოდ, არაფერს და დღესდღეობით არც მომავალი წლის ვარშავის სამიტისთვისაა დაგეგმილი არც მაპ-ის და მით უმეტეს, არც გაწევრიანების შემოთავაზება.
|
ლიკა ამირაშვილი 30.11.2015
საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძის თქმით, დღეში ერთი ადამიანისთვის საკვებად 1.18 ლარი საკმარისია - ეს განცხადება დეპუტატმა უფასო სასადილოების ბიუჯეტზე საუბრისას გააკეთა.
|
თაკო მათეშვილი 30.11.2015
საბავშვო ბაღების მშენებლობა, მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ავარიული შენობების გამაგრება, ხიდებისა და გვირაბების მოწყობა, საზოგადობრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება - ესაა დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალი.
|
ელზა პაპოშვილი 30.11.2015
მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში მკვლელობა მოხდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები "მთელ კვირასთან" საუბარში ყვებიან, ტრაგედიის მიზეზი უწყინარი გახუმრება გახდა.
|
ია აბულაშვილი 30.11.2015
"ისტორიაში რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მოხდებოდა პირდაპირი შეჯახება ამ ორი ქვეყნის ჯარებს შორის. პირველი პირდაპირი შეტაკება რუსებისა თურქებთან მოხდა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში; რუსეთ-თურქეთის ისტორიული ბრძოლის მეორე პერიოდი დაკავშირებულია პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის პოლიტიკასთან. მე-19 საუკუნეში რუსეთი რამდენჯერმე ეომა თურქეთს. პირველ მსოფლიო ომში კი თურქეთი რუსეთის მოწინააღმდეგე იყო.
|
ელზა პაპოშვილი 28.11.2015
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პაატა პურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ფიგურის ჩანაცვლებას ეცდება. თუმცა, მიუხედავად ამ ორი ადამიანის განვლილ გზაში არსებული ანალოგებისა, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ივანიშვილზე უფრო დიდია ლეგენდა, ვიდრე პაატა ბურჭულაძეზე.
|
ეკატერინე ბასილაია 28.11.2015
საქართველო უკვე ფინიშთანაა და ჩვენ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას 2016 წელს შევძლებთ. საქართველომ უკრაინას გაასწრო და პროგნოზიც ძალიან დამაიმედებელია - თითქმის 99%-ით გადაწყვეტილია, რომ 15 დეკემბერს ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებით ანგარიშს დადებს, ხოლო ევროპის შენგენის ზონის 26 ქვეყანაში ვიზის გარეშე მიმოსვლა მომავალი წელს ამოქმედდება. ოღონდ ზაფხულიდან გაიღება ეს კარი თუ შემოდგომის ბოლოდან, ეს ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
|
სალომე სარიშვილი 28.11.2015
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილი იყო, რომლის სისრულეში მოყვანაც მან მიზნად დიდი ხნის წინ დაისახა. ამ ფაქტის დასამტკიცებლად ხატიშვილი წელიწად-ნახევრის წინანდელ განცხადებას იხსენებს, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაავრცელა. ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ შოთაძის შერჩევის პროცესში უშუალო მონაწილეობა ხელისუფლებამ მიიღო და შესაბამისად, ფიქრობს, რომ იგი დამოუკიდებელი პროკურორი ვერ იქნება.
|
თაკო მათეშვილი 27.11.2015
რეგიონში დაძაბული სიტუაციით საქართველომ შესაძლოა გარკვეული სარგებელი მიიღოს. სარგებელი კი იმაში მდგომარეობს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციებისა და თურქეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო რუსეთს საქართველოსათვის, ე.წ. საზღვრებთან პროვოკაციების მოწყობისა და სიტუაციის გამწვავებისათვის უბრალოდ აღარ "სცხელა".
|
სალომე სარიშვილი 27.11.2015
მთავარი პროკურორობის მთავარი კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის წინაშე საკუთარი ხედვით გუშინ წარდა და მისი არჩევის შემთხვევაში დეპუტატებს პროკურატურის რეფორმირების გეგმა გააცნო.
|
ია აბულაშვილი 27.11.2015
მართალია, ბოლო რამდენიმე თვეა, სირია ომთან და ადამიანის მსხვერპლთან ასოცირდება, მაგრამ მკითხველს იქ განვითარებულ ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს არ შევახსენებთ და გვინდა, მსოფლიოს ამ უძველესი კულტურის ქვეყნის ისტორიიდან რამდენიმე ეპიზოდი შევთავაზოთ.
|