თიკო ოსმანოვა
26.11.2015

 "ლევან მიქელაძის სახელობის" ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკანიანი ფიქრობს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარების ესკალაცია არ მოხდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შესაძლოა, რუსეთმა თურქეთთან მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობა გაწყვიტოს.

თიკო ოსმანოვა
26.11.2015

 კახეთიდან, ქვემო ქართლიდან და აჭარიდან, არაოფიციალური ინფორმაციით, 100-მდე მოქალაქეა წასული სირიაში საბრძოლველად. აქედან ძირითადი მასა, ექსპერტების თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. ნაწილი კი სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებებშია გადანაწილებული, მაგალითად, როგორიც არის "თავისუფალი სირიის არმია", რომელიც ბაშარ ასადს და "ისლამურ ხალიფატსაც" ებრძვის.

ელზა პაპოშვილი
26.11.2015

 "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის პანკისელი დავით ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მისი კლიენტი სირიაში 8-თვის წინ ნამდვილად იბრძოდა, თუმცა არა აისისის რიგებში.

ინტერპრესნიუსი
26.11.2015

 ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ზოგადად, მსოფლიოში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რისკები ყველგან მომატებულია. "აქედან გამომდინარე, გაზრდილია უსაფრთხოების დაცვის ზომები. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის. თუმცა მსოფლიო და რეგიონალურ კონტექსტში რისკების გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

ია აბულაშვილი
26.11.2015

 დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემაა, თუმცა ამ პრობლემას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რამდენიმე ფაქტი ტერორიზმის ისტორიიდან, რომელიც უკვე იქცა საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

ეკატერინე ბასილაია
25.11.2015

ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლაზე უცხო ქვეყნების 479 მოქალაქეს ეთქვა უარი და ასეთი მკაცრი კონტოლი 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის გამო საქართველოში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოჰყვა. უკან გაბრუნებულებს შორის მხოლოდ აზიისა და აფრიკის მოქალაქეები არიან, როგორც ეს უშიშროების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დააანონსა, თუ სხვა რამე ნიშნებით და კრიტერიუმებითაც ხდება მათი არშემოშვება, ამაზე შს სამინისტრო არ საუბრობს.

სალომე სარიშვილი
25.11.2015

 "თუკი თურქეთ-რუსეთის პოზიციათა დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ, უნდა ითქვას, რომ ეს უკვე აშკარაა. ახლა ყველას აინტერესებს, თუ რა შეიძლება სამომავლოდ თურქების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვეს. გაჩნდა რამდენიმე სერიოზული მიმომხილველი, რომელიც სამხედრო დაპირისპირებასაც კი არ გამორიცხავს, თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქმე აქამდე არ მივა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შედეგის პროგნოზირება რთული იქნება.

თაკო მათეშვილი
25.11.2015

 საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, უთვალთვალებენ და უსმენენ. ეს ინფორმაცია კი, მისი თქმით, რამდენიმე წყაროდან აქვს. მათ შორის უცხოელი კეთილისმსურველებისაგან და საელჩოებიდან.

გვანცა ღვედაშვილი
25.11.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თემურ ჭკუასელს ქალისა და მამაკაცის აზროვნების თავისებურებაზე გამოთქმული მოსაზრების გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ფრაზა, რომელიც მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარმოთქვა, ასე ჟღერდა: "მამაკაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება".

ლიკა ამირაშვილი
24.11.2015

 "ისმალური ხალიფატი" და რუსეთის საფრთხე - თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დასავლეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ამბობს, რომ თუ ცივილური სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, მაშინ შემდეგი გამოწვევა უფრო დიდი, მტკივნეული და დამანგრეველი იქნება.

თიკო ოსმანოვა
24.11.2015

 ექსპრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი თავდაცვის მინისტრს რიტორიკას უწუნებს. მისი თქმით, დღეს არ არის იმის დრო, რომ რუსეთს ებრძოლო ხმალამოღებული. მისივე თქმით, ისეთი გეოპოლიტიკური მოცემულობა შეიქმნა, როდესაც დასავლეთს უნდა თუ არ უნდა, უხდება რუსეთთან თანამშრომლობა.

ვახტანგ შამუგია
24.11.2015

 "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ახალი, ქართულენოვანი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელიც თუტვმშვყსწქ-ზე აიტვირთა. ვიდეოში ოთხი შეიარაღებული ისლამისტია ნაჩვენები - მათგან მხოლოდ ორი საუბრობს. ერთ-ერთი აშკარა აქცენტით, მეორე კი შედარებით უაქცენტოდ. ისინი, სავარაუდოდ, აჭარის რეგიონიდან სირიაში, ე.წ. "ხალიფატის" რიგებში საბრძოლველად წასული ეთნიკურად ქართველი პირები არიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×