ელზა პაპოშვილი
21.11.2015

 ცხინვალის მოსახლეობაში პანიკაა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. ადგილობრივი მცხოვრებლები წერენ, რომ მათ ქალაქის ტერიტორიაზე უცნობი პირები შენიშნეს და ეჭვობენ, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან და ტერაქტების მოწყობას გეგმავენ.

თაკო მათეშვილი
21.11.2015

 დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის ბედი ახლა იმ შენიშვნებზეა დამოკიდებული, რომელიც საკრებულოს დეპუტატებმა გუშინ მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტში შეიტანეს. უმრავლესობაც და უმცირესობაც მისთვის მხარის დაჭერას იმ შემთხვევაში აპირებს, თუკი მერია მათ გაითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი მეორედაც დაიწუნონ.

ნინო ქეთელაური
21.11.2015

საქართველოში დირექტორთა 68%-ს სკოლის ადმინისტრირების კომპონენტი მას მერე აქვს შესწავლილი, რაც დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამის შესახებ ეფდშთ-ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევებით გახდა ცნობილი. ამავე კვლევებით ირკვევა, რომ ასეთივე სურათია სასწავლო პროცესის მართვის კომპონენტთან დაკავშირებითაც და ქართველი დირექტორების მხოლოდ 19%-ს აქვს ნასწავლი სასწავლო პროცესის მართვა თანამდებობის დაკავებამდე.

თიკო ოსმანოვა
20.11.2015

 პირველი მოადგილეობიდან მთავარ პროკურორობამდე - საპროკურორო საბჭომ გიორგი ბადაშვილის შემცვლელად ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად 14 წევრიდან შოთაძის კანდიდატურას 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ახლა მისი ბედი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მერე უკვე ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას.

სალომე სარიშვილი
20.11.2015

 "საქართველო ისლამისტებისთვის მხოლოდ მაშინ გახდება მნიშვნელოვანი, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში მათი მოქმედება აქტიურ ფაზაში გადავა და მეტ-ნაკლებად მასობრივი გახდება, დღეს ამის ნიშნები არ არის", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე და დასძენს, რომ სწორედ ამის გამო, შესაძლოა საქართველო ისლამისტების "დაინტერესების ნუსხაში" საკმაოდ უმნიშვნელო ადგილს იკავებდეს.

ელზა პაპოშვილი
20.11.2015

 თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი აცხდებს, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ 7 სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატებს მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ მათგან დედაქალაქში შექმნილი პრობლემების მოგვარების გეგმას არ მოისმენს.

ნინო ქეთელაური
20.11.2015

 როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამირეჯიბის ქუჩაზე გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას ხშირად აწყდებიან შემთხვევას, როდესაც კალაპოტიდან ამოღებულ მიწის მასას გვირაბთან ყრიან, რაც გვირაბიდან წყლის გამოდევნას უშლის ხელს და ავიწროვებს მას. გარდა ამისა, მიწას მდინარის წყალი რეცხავს, ეს კი მათი თქმით, მომავალში პრობლემებს კვლავ შექმნის.

მარი ჩიტაია
20.11.2015

 მომავალ წელს მთავრობა მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისთვის ფულს არ გამოყოფს. შესაბამისი გრაფა 2016 წლის ბიუჯეტში ცარიელია. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებული პრობლემა წელსაც ვერ მოგვარდა, სიტუაციის გაუმჯობესებას არც გაისად უნდა ველოდოთ.

მაკა ხარაზიშვილი
20.11.2015

 მთავრობასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე ლამის ყოველდღიური დუელი იმართება. სახელფასო დანამატების მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უფრო გაამყარა აუდიტის სამსახურმა. მაკონტროლებელთა საქციელით კიდევ უფრო მეტად "შეშფოთებულმა" პრემიერმა ფინანსთა მინისტრს პასუხის გაცემისკენ მოუწოდა, ნოდარ ხადურმაც არ დააყოვნა და აუდიტის სამსახურს "ცოდვები" გადმოულაგა.

ია აბულაშვილი
20.11.2015

 დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება საფრანგეთისკენ არის მიმართული ტრაგიკული ფაქტის გამო, მაინც გადავწყვიტეთ მკითხველს შევახსენოთ რამდენიმე ისტორიული ფაქტი ამ ქვეყნის დიდებული წარსულიდან. ეგვიპტეში ნაპოლეონის ლაშქრობის შესახებ, რომელიც, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ლაშქრობა იყო საფრანგეთის ისტორიაში.

თაკო მათეშვილი
19.11.2015

 "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციიდან, ჩვენ დღეს მათ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ" - ასე პასუხობს კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად ემუქრება "აისისი" საქართველოს და ამბობს, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია.

ეკატერინე ბასილაია
19.11.2015

 "შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს. ასევე ვხედავთ იმას, რომ პრორუსული პროპაგანდა გაძლიერდა," - კვლევის შედეგებს ამჯერად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრობის სურვილი მოსახლეობის 61%-ს აქვს და ეს მონაცემი ზუსტად იმდენია, რამდენიც ერთი თვის წინ ენ-დი-აის კვლევაში დაფიქსირდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×