სალომე სარიშვილი
17.11.2015

 "სახელმწიფოს მოუწევს, დიდი ყურადღება დაუთმოს ანტიტერორისტული ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას. მართლია, მას ეს არ სურს, თუმცა ამის გაკეთება საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ყველა შემთხვევაში მოუწევს, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექპერტი ვახტანგ მაისაია და დასძენს, რომ ამ კუთხით ქვეყნის უსაფრთხოება სახარბიელო ვერ არის.

ლიკა ამირაშვილი
17.11.2015

სავალდებულო სამხედრო სამსახური, შესაძლოა, გაუქმდეს - ამ საკითხზე პარლამენტში კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ნაწილი ეთანხმება და თვლის, რომ ქვეყანას მხოლოდ პროფესიული ჯარი სჭირდება. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია.

ელზა წიკლაური
17.11.2015

 საქართველოში ბევრია ადგილი, სადაც ადრე ტყე იყო, დღეს კი აღარაფერია; არის ტყეები, სადაც მხოლოდ მკვდარი ხეებია; ტერიტორიები, სადაც ტყის ზოლი მთლიანად დეგრადირებულია. მარტო ბორჯომ-ხარაგაული ტყეში ბოლო 15 წელიწადში მერქნული რესურსი 2 მლნ კბ/მ-ითაა შემცირებული, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. სპეციალისტების თქმით, დეგრადირებული ტყის აღდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

სალომე სარიშვილი
16.11.2015

 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტელეკომპანია "ჯიდიესის" გადაცემა - "არაკორექტული შოუს" გამო ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტის განხილვას სთხოვს, თუმცა თავად ტელევიზია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. სპეციალისტთა ნაწილი კი საბჭოს ტელეკომპანიის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ქარტია არა ეთიკური ნორმების დამცველ ორგანიზაციად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელად გვევლინება.

თიკო ოსმანოვა
16.11.2015

 პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი, სავარაუდოდ, აღარ შედგება. ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებული მოლაპარაკება პრაქტიკულად ჩაშლილია, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძეს ამის შესახებ არაფერი სმენია. პოლიტოლოგები კი ორი ქვეყანის ურთიერთობაში გაჩენილ ბზარეზე საუბრობენ.

ელზა პაპოშვილი
16.11.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, დავით უსუფაშვილის მოულოდნელი და მედიისთვის გასაიდუმლოებული ვიზიტი აშშ-ში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში თავისი სურვილით წავიდა, რათა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა.

ელზა პაპოშვილი
16.11.2015

ბოლო დროს საქართველოში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბარი რუსული პროპაგანდის გაძლიერებასა და აქედან მომდინარე საფრთხეებზე. ამაზე აქცენტს აკეთებენ როგორც ექსპერტები და პოლიტოლოგები, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

თაკო მათეშვილი
16.11.2015

 პარიზის ტერაქტის გამო საქართველოში უსაფრთხოების დასაცავად განსაკუთრებულ ზომებს იღებენ - გამკაცრდა შემოწმება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში, უშიშროების სამსახურმა გააძლიერა კონტროლი ყველა "საეჭვო" დაწესებულებასა თუ ადამიანზე. ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ "რაც საჭიროა" ყველაფერი კეთდება, თუმცა, მეტი კონკრეტიკისაგან თავს იკავებენ.

ია აბულაშვილი
16.11.2015

 "რატომღაც მაშინაც ასეთი აზრი იყო დამკვიდრებული და ბევრი დღესაც ასე ფიქრობს, რომ პარტიული ფუნქციონერის ცხოვრება უშუალო, ადამიანურ ურთიერთობებს მოკლებული იყო და ჩვენი ყოფიერება მხოლოდ კაბინეტში პარტიული სამუშაოთი შემოიფარგლებოდა.

გვანცა ღვედაშვილი
14.11.2015

 დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტი პრემიების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენით ჩავარდა. სახელმწიფო უწყებებში მაღალჩინოსნებისთვის პრემიების შეზღუდვას მხოლოდ 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის მონაცემების მიხედვით, ამ ინიციატივის წინააღმდეგ ლევან ბერძენიშვილმა, მალხაზ წერეთელმა და ზვიად ძიძიგურმა მისცეს ხმა. ამასთან, პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყვნენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია თხუთმეტამდე პარლამენტარს.

თიკო ოსმანოვა
14.11.2015

 საქველმოქმედო ფონდიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციამდე - პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული "საქართველოს განვითარების ფონდის" პრეზენტაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი ბურჭულაძის ეს ახალი ფონდი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, წარმატებასაც მიაღწევს.

ეკატერინე ბასილაია
14.11.2015

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მოვლენები სამართლებრივად ისე ვითარდება, რომ თავი და ბოლოს გარჩევა გამოცდილ იურისტებსაც უჭირთ. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, იმ სამართლებრივი ნორმის მოქმედება, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება ეყრდნობა, შეჩერებულია და "რუსთავი 2"-ის უფლებააღდგენილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ "დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×