ია აბულაშვილი
12.11.2015

დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ ქართული ემიგრანტული პერიოდიკის შესახებ, რომელიც პოლიტიკასთან ერთად ქართული მეცნიერების, მწერლობის და ხელოვნების საკითხებს ემსახურებოდა და რომელიც ავსებს მე-20 საუკუნის ჩვენი ეროვნული ჟურნალისტიკის ისტორიას.

ვახტანგ შამუგია
12.11.2015

 "ისლამური სახელმწიფო," რომელსაც ცალკე დასავლეთისა და არაბული ქვეყნების კოალიცია ბომბავს, ცალკე რუსეთი, ცალკე ასადის რეჟიმი ეომება და ცალკე კონკურენტი ისლამისტებიც არ აკლებენ ხელს, ცოცხალი ძალის სიმცირეს არ უჩივის.

სალომე სარიშვილი
12.11.2015

"ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ადრეული შუა საუკუნეების მიჯნაზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ალანური ტომით დასახლებული ქალაქი არსებობდა. ადგილობრივები მაღალმთიან ხეობასა და საიდუმლო ქალაქზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ, თუმცა ცოტას თუ სჯეროდა ამის, მონაყოლს უფრო მხატვრულ ლიტერატურად მიიჩნევდნენ," - ეს ციტატა რამდენიმე დღის წინ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის" ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა, სადაც ალანებით დასახლებული ნაქალაქარის შესახებ მთელი ისტორიაა მოყოლილი.

ელზა პაპოშვილი
11.11.2015

 ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ექსპრემიერის განცხადებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ მისი, როგორც მოქალაქის, პოზიციაა.

თაკო მათეშვილი
11.11.2015

 ბიძინა ივანიშვილი იქადნება, რომ მალე სასახლიდან პრეზიდენტს ძალით გამოასახლებენ. მარგველაშვილს რეზიდენციის დატოვება აუცილებლად მოუწევს, სურს მას ეს თუ არა, განაცხადა გუშინ ექსპრემიერმა.

ეკატერინე ბასილაია
11.11.2015

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ენგურის ხიდთან ახლოს, სოფელ რუხში დიდი სამკურნალო კლინიკის მშენებლობის გამო დიდი შეშფოთებაა. სეპარატისტული ხელისუფლება შიშობს, რომ ამ სამედიცინო ცენტრში ძალიან ბევრი აფხაზი წავა სამკურნალოდ და "საქართველო მათ გადაიბირებს", ამიტომაც ე.წ. საზღვარზე სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე უკვე ღიად დაიწყეს საუბარი.

თიკო ოსმანოვა
11.11.2015

 როდის შეუდგებიან "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები მუშაობას, ჯერ კიდევ გაურკვეველია. დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დუმილს ინარჩუნებენ. ტელევიზია კი სამართლებრივ ვაკუუმშია. უფლებაშეჩერებული გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს და ზარალს ითვლის. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი გამოსავალს დისტანციურ მართვაში ხედავს, თუმცა ისიც მოლოდინის რეჟიმშია.

სალომე სარიშვილი
11.11.2015

 "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, მომხრებთან ერთად, საპროტესტო აქციებს განაგრძობს. ის საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ამბობს, რომ შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

თაკო მათეშვილი
10.11.2015

  ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი - გურჯისტანი (საქართველო) დააარსა, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოიცავს. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გავრცელდება ვიდეო, რომელშიც საქართველოდან "ისლამურ სახელმწიფოში" წასული ჯიჰადისტები მიიღებენ მონაწილეობას და ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც ცნობილი გახდება.

ელზა წიკლაური
10.11.2015

 ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, სასარგებლო წიაღისეულის, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის შემდეგ, რუსული ფული, შესაძლოა, ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც გამოჩნდეს. საუბარია "ვიმპელკომზე", რომელსაც "კავკასუს ონლაინის" ყიდვის სურვილი აქვს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუსის" შეძენის სურვილს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რუსულ კომპანიაში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

თიკო ოსმანოვა
10.11.2015

 როდის შეუდგებიან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები მუშაობას, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დავით დვალს და რევაზ საყვევარიშვილს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. "რუსთავი 2"-ის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან. მანამდე კი ტელეკომპანიის დასაცავად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

თიკო ოსმანოვა
10.11.2015

 "კარგად გვახსოვს, საქართველოს ისტორიაში, რა დაემართათ ხელისუფლებებს, რომლებმაც მსგავსი ქმედებები ჩაიდინეს. ესეც აბსოლუტურად ეწერება იმავე სცენარში. უფრო მეტიც, ყველაფერი ხდება ისე, როგორც ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც ღამით, უჩუმრად მიდიოდა ქონებების გადაფორმება-წართმევა და ა.შ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×