ლიკა ამირაშვილი 10.11.2015
ისრაელის პარლამენტის სპიკერი იული ედელშტეინი საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, აგრეთვე პატრიარქს შეხვდა. ქნესეთის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი რამდენიმე დღე გაგრძელდა და წასვლის წინა დღეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე შეხვდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.11.2015
2016 წლის სექტემბრიდან პენსიის 20-ლარით გაზრდის შესაძლებლობა არსებობს. ამისათვის მომავალ ბიუჯეტში 57 მილიონამდე ლარის გამოძებნა იქნება საჭირო. პენსიის გაზრდის სურვილ მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე გამოთქვეს. მით უმეტეს, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის რეიტინგდაკარგულ "ქართული ოცნებას" ამომრჩეველთა გულის მოგება ესაჭიროება.
|
ნინო ქეთელაური 09.11.2015
"საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს. არავინ ერჩის გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში და მითუმეტეს ხელისუფლება. ჩვენი მიზანია, რომ ნამდვილად იყოს პლურალისტური მედია და არავინ არის საკუთარი თავის მტერი, რომ ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს და ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ეს გამორიცხულია", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
ეკატერინე ბასილაია 09.11.2015
"რუსთავი 2"-ის შენობაში შევარდნა და ნიკა გვარამიას ძალით გამოყვანა არ მოხდება, მაგრამ დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დროებით მმართველობას დაუყოვნებლივ მაინც შეუდგებიან, ოღონდ არა შენობაში შესვლით, არამედ გარედან, დისტანციურად.
|
თაკო მათეშვილი 09.11.2015
ურთიერთობის გაფუჭება აშშ-სთან და, შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტიებთან გამომშვიდობება, ვიზალიბერალიზაციის მიღების შანსის დაკარგვა, ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხება - სწორედ ამას ელიან სპეციალისტები "რუსთავი 2"-ის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო. მათი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ დავა მხოლოდ და მხოლოდ კერძო მესაკუთრეებს შორის მიმდინარეობს, შეუძლებელია, ამ საქმემ პოლიტიკურ საკითხებზე გავლენა არ იქონიოს.
|
ვახტანგ შამუგია 09.11.2015
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმე ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ მოკავშირეებს შორის გარკვეული დებატების საფუძველი გახდა. ხოლო ის გარემოება, რომ ეს დებატები საჯაროდ და საკმაოდ მწვავე ფორმებში მიმდინარეობს, საზოგადოებაში, რომელსაც დასავლური არჩევანი ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია, ბუნებრივ შეშფოთებას აჩენს.
|
ნინო ქეთელაური 09.11.2015
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებამ, რომლითაც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ, საზოგადოების ნაწილში გარკვეული ეჭვები და კითხვები გააჩინა. გაჩნდა კითხვაც, თუ რამდენად ნეიტრალური მმართველები იქნებიან რეზო საყევარიშვილი, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორია და დავით დვალი, რომელიც "რუსთვი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე იყო.
|
ელზა პაპოშვილი 09.11.2015
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს ობიექტურ ინფორმაციას არ აწვდიან. როგორც მან "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, ელჩთან "ქართულ ოცნებას" კომუნიკაციის ნაკლებობა აქვს. ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" თავის კონტაქტებს და ნაცნობობას იმისთვის იყენებს, რომ ელჩს არასწორი და სათავისოდ სასურველი ინფორმაცია მიაწოდონ.
|
თიკო ოსმანოვა 09.11.2015
"კითხვები შეიძლება ბევრი გაჩნდეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქ ხელისუფლების კვალს ვხედავ. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ორი პირის დავაა. ეს გასცდა მხოლოდ ორი პირის დავას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება.
|
ლიკა ამირაშვილი 09.11.2015
აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და პედაგოგებს მომავალი ზაფხულიდან გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაბარება მოუწევთ. როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა "მთელ კვირას" განუცხადა, გამოცდების ელექტრონული ფორმატის ტექნიკური აპრობაცია დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
|
ია აბულაშვილი 09.11.2015
დღევანდელ ჩვენს სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან. ამ ამბებს იხსენებენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მათი თქმით, აკაკი იყო ადამიანი, რომელიც იმდროინდელ საქართველოში განსაკუთრებული მახვილი ენით გამოირჩეოდა, ხოლო მისმა მოხდენილმა სიტყვა-პასუხმა დროს გაუძლო და თაობიდან თაობას დღემდე გადაეცემა.
|
სალომე სარიშვილი 07.11.2015
"რესპუბლიკური პარტია" მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით მან ხელისუფლებას "დათვური სამსახური" გაუწია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ურთმელიძის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული იყო და ისინი "რესპუბლიკელების" პოზიციას ემიჯნებიან. თუმცა აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული მოსაზრებისა, ეს კოალიციაში უთანხმოებას არ გამოიწვევს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|