ეკატერინე ბასილაია 07.11.2015
"ჩემი მოლოდინი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოიყენებდა ამ ვითარებას საკუთარი ავტორიტეტის ნაწილის მაინც აღდგენისათვის და 5 ნოემბერს მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას დაგმობდა. ეს არ ხდება, ამის ნაცვლად ჩვენი ახალბედა პრემიერი სრულიად საწინააღმდეგოს ბრძანებს.
|
რეზონანსი 07.11.2015
"რუსთავი 2"-ში შექმნილი არაორდინარული სიტუაციიდან გამომდინარე, "რეზონანსი" სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანიაში მომუშავე კოლეგებს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მიუხედავად მფლობელობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებით მიმდინარე დავისა, არ მოხდეს მათი პროფესიული საქმიანობისათვის რაიმე სახით ხელის შეშლა და გამოინახოს გზები "რუსთავი 2"-ის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.11.2015
იურისტთა შეფასებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ფორმალურად ჰქონდა უფლება "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები დაენიშნა, თუმცა მის მიერ ეს გადაწყვეტილება არადამაჯერებლად არის ახსნილი და დასაბუთებული.
|
ეკატერინე ბასილაია 07.11.2015
"რუსთავი 2"-ის საქმის გამო ხელისუფლება მარტო აღმოჩნდა - თითქმის მთელი სამოქალაქო სექტორი და საქართველოში აკრედიტებული ელჩები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. საზოგადოებრივი აზრი ამ თემაზე პოლარიზებულია, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, საზოგადოებაში რადიკალიზმის ის მუხტიც არ არის, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
|
ელზა პაპოშვილი 07.11.2015
რატომ ითხოვს იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ელჩისაგან განმარტებებს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კი ბოდიშის მოხდას? - ექსპერტები ამას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან, თუმცა ერთ რამეში თანხმდებიან, რომ თეა წულუკიანმა, მინიმუმ, დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია.
|
თაკო მათეშვილი 07.11.2015
"რუსთავი 2"-ს სიტყვიერ მხარდაჭერას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უცხადებს, ასევე სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი "რესპუბლიკელებიც". თუმცა, ფიზიკურ თანადგომას - შენობასთან მოსალოდნელ აქციებში მონაწილეობის მიღებას, როგორც ჩანს, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და "ლეიბორისტები" აპირებენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.11.2015
"დაზარალდებიან როგორც მოქალაქეები, ისე ბიზნესი", - ასე აფასებენ სპეციალისტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ვერდიქტით გაჩერებულია ისეთი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი აღსრულება, როგორებიცაა, ალიმენტის მიკუთვნება, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას 3 თვის ხელფასის გაცემა და სხვა.
|
ვახტანგ შამუგია 06.11.2015
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხი ძველ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. დროებით არხის მართვა დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს დაეკისრათ. თუმცა, არხის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.11.2015
მოსამართლე ურთმელიძემ ქიბერ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას შეუჩერდეს უფლებამოსილება და ტელეკომპანიის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნონ.
|
ელზა პაპოშვილი 06.11.2015
პოლოტოლოგი სოსო ცინცაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებით გაკვირვებულია. მისი თქმით, აშშ-ის ელჩი ვალდებული არ არის თავის განცახდებებზე კონკრეტულ მინისტრებს ახსნა განმარტებები აბაროს.
|
თიკო ოსმანოვა 06.11.2015
„კითხვები შეიძლება ბევრი გაჩნდეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქ ხელისუფლების კვალს ვხედავ. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ორი პირის დავაა. ეს გაცდა მხოლოდ ორი პირის დავას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთნება.
|
თიკო ოსმანოვა 06.11.2015
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციური სპექტრის რეფორმირებაა მოსალოდნელი. სპეციალისტების აზრით, სამთავრობო კოალიციის დამარცხების შანსი ოპოზიციას მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში ექნება, რადგან ცალ-ცალკე თითოეული პარტიის რეიტინგი საკმაოდ დაბალია.
|