სალომე სარიშვილი
06.11.2015

 "მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაუმორჩილებლობასა და არეულობას ამზადებდა, რომლის უნარიც არ გააჩნია, ამიტომ მან მხოლოდ მოახერხა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ლაფში ამოსვარა", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ხმაურიანი ჩანაწერების შეფასებისას.

თიკო ოსმანოვა
06.11.2015

 "ქართული ოცნება" სულ უფრო ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას", ზოგიერთ შემთხვევაში მოვლენები ფოტოგრაფიული სიზუსტით მეორდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და ხელისუფლებას ჩანაწერებზე დაწყებული გამოძიებას გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს არის კერძო, პირადი საუბარი და ამაზე საქმის აღძვრა ყოვლად დაუშვებელია.

მარი ჩიტაია
06.11.2015

 პენსიის გაზრდის შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტი თეორიულად უშვებს. სავარაუდო ციფრი, რა მაჩვენებლით შეიძლება ზრდა, არ კონკრეტდება. დეპუტატთა მოსაზრებით, ეს თანხა 10 ლარს გადააჭარბებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მინიმალური პენსიის რაოდენობა საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს. პარლამენტიც აქეთკენ იხრება, რაზეც მთავრობას დათანხმება უჭირს.

მაკა ხარაზიშვილი
06.11.2015

 "გაზპრომის" თემის გააქტიურების შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური პირების მიმოსვლა არ წყდება. ამჯერად თბილისს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობს. ენერგეტიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ალიევის სტუმრობას "გაზპრომთან" არავითარი კავშირი აქვს და მასთან ეს საკითხი არც განიხილება. მთავრობაში კი იმპორტის დივერსიფიკაციას კვლავ პრიორიტეტულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს კარი ყველასთვის ღიაა.

ია აბულაშვილი
06.11.2015

 საქართველოს დიპლომატიას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც საქართველო საუკუნეების მანძილზე საგარეო პოლიტიკაში აწყდებოდა, მისი საერთაშორისო პრესტიჟი ნელა, მაგრამ შეუქცევადად მტკიცდებოდა, ამაში კი დიდი წვლილი ქართველ დიპლომატებს მიუძღვით.

ეკატერინე ბასილაია
05.11.2015

 "რუსთავი 2"-ის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამოქალაქო კოდექსის იმ ორი მუხლის შეჩერებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც შეიტანა სარჩელი და მოიგო პირველი ინსტანციის სასამართლო ქიბარ ხალვაშმა. ამ მუხლების შეჩერებით არა მარტო "რუსთავი 2"-ის წილებზე მიმდინარე დავა გაიწელება, არამედ შეჩერდება ყველა ის საქმეც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკუთრების იძულებით დათმობა-წართმევას ეხება. ასეთი საქმეები კი, იურისტების თქმით, ათასობითაა.

თიკო ოსმანოვა
05.11.2015

 "ეს საუბრები ისეთი სპეცტექნიკითაა ჩაწერილი, რომლის საშუალება საქართველოს სპეცსამსახურებს არ გაჩნია. ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ ტექნიკა, რომელიც გამოჰყვათ სააკაშვილის დროიდან და ისმინება ჩვეულებრივი მობილური სატელეფონო საუბრები. რაც შეეხება ვაიბერით საუბრებს, ეს ისმინება უფრო სერიოზული სპეცსამსახურების მიერ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 1990-იან წლებში უშიშროების მინისტრის პოსტს იკავებდა.

სალომე სარიშვილი
05.11.2015

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აგრეთვე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შესაძლოა, გაუქმდეს - ამის შესახებ გუშინ მედიაში ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა.

ელზა პაპოშვილი
05.11.2015

უკრაინული საიტი გფკუმწყშტყგფ კიდევ ერთ ახალ ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ადვოკატი რომეო საჯაია ფიგურირებენ.

ია აბულაშვილი
05.11.2015

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნებაზე ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდება.

ია აბულაშვილი
05.11.2015

 "ტოტალიტარული სისტემის - პოლიტიკური პარტიის, პროპაგანდის და პროპაგანდის საშუალებების განუყოფელი ერთობა წარსულს უნდა ჩაბარდეს" - აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
05.11.2015

 საქართველომ აფხაზურ მხარეს ფედერაციული მოწყობა კიდევ ერთხელ შესთავაზა. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კვლავ უშედეგოდ. მათი აზრით, პაატა ზაქარეიშვილის ამ ინიციატივაზე აფხაზური მხარე ოფიციალურ კომენტარსაც კი არ გააკეთებს, რადგან ეს მათთვის აქტუალური საერთოდ აღარ არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×