იაგო ნაცვლიშვილი 25.09.2015
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობას" არც კონკურენტად მიიჩნევს და არც წინააღმდეგობის ობიექტად, თუმცა მასთან კოალიციის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავს.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2015
თელავში ყოფილი პოლიციელი ბექა აბულაძე მოკლეს. 36 წლის მამაკაცს ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 16 ტყვია მოხვდა რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპა. ხოლო მკვლელმა მიმალვა მოასწრო.
|
ეკატერინე ბასილაია 25.09.2015
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, სეპარატისტული აფხაზური კანონით უცხოელებზე უძრავი ქონების დაკანონება აკრძალულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სანატორიუმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში გადადის. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუსლან ცალიკოვი აცხადებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 25.09.2015
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერულ კვოტირებას, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს. ამ სისტემის დამკვიდრების შემთხვევაში ქალებისთვის პარლამენტში, სულ მცირე, 38 ადგილი იქნება განკუთვნილი.
|
თეა ბეჟიტაშვილი 25.09.2015
"დევნილებისთვის ბინების გადაცემა თბილისში წელს პირველად ხდება, თუ არ ჩავთვლით 1993 წელს ომის დამთავრების მერე იმ დევნილების ტალღას, რომლებიც შესახლდნენ სკოლებში, სასტუმროებში, საავადმყოფოებში. იქიდან დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა გამოყარა. დევნილებისთვის თბილისში ბინის არც შესყიდვა მომხდარა და არც აშენება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2015
ავღანეთში კიდევ ერთი, 31-ე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა - შეიარაღებული ძალების |ქ მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანას ცდილობდა.
|
ლიკა ამირაშვილი 25.09.2015
ბაგა-ბაღებში, შესაძლოა, ბავშვების მენიუ გადაიხედოს. როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აუთვისებელი საკვები პროდუქტი რჩება, რომელსაც ყრიან.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.09.2015
თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში მამას ბავშვის თავმდგომობის უფლება არ მისცეს. როგორც რესპირატორული ვირუსული ინფექციების განყოფილების გამგემ მამაკაცს განუცხადა, ბავშვთან დარჩენა მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს შეეძლო, რადგან არსებობდა იმის საფრთზე, რომ კაცი ნასვამ მდგომარეობაში მისულიყო, რის შემდეგადაც მამაკაცი საავადმყოფოს დაცვამ შენობიდან გაიყვანა. ამის შემდეგაც მოქალაქემ, მის მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაციაზე საჩივრით სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.
|
მარი ჩიტაია 25.09.2015
პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ახალი დაპირისპირება წარმოიშვა. ამჯერად პრინციპული უთანხმოება სემეკის კანდიდატების შერჩევაზეა. პოზიციას არც ერთი არ თმობს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გიორგი მარგველაშვილი ერთხელ უკვე დაწუნებული კანდიდატების წარდგენას მთავრობისთვის ხელმეორედ შეეცდება.
|
სალომე სარიშვილი 24.09.2015
"ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც ტაო-კლარჯეთში ივნისში გვქონდა, ძალიან საინტერესო სიახლეს მივაგენით. ეს გახლავთ უძველესი ციხე-ქალაქი ისტორიული არტაანის ტერიტორიაზე, სოფელ დუდუნასთან ახლოს. ძეგლი ქრისტესშობამდე ||-| ათასწლეულით თარიღდება და საკმაოდ საინტერესოა,"- ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ისტორიკოსი ბუბა კუდავა და დასძენს, რომ ძეგლის მასშტაბურობიდან, გამომდინარე მისი სრულად შესწავლა ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.
|
თაკო მათეშვილი 24.09.2015
2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან მესამე წლისთავზე პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხელისუფლების მუშაობას აფასებენ და იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებზე საუბრობენ, რაც, მათი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" განვლილი წლების განმავლობაში განიცადა.
|
ეკატერინე ბასილაია 24.09.2015
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რომელსაც თანაგუნდელები ზოგჯერ არაკოლეგიალობასა და გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებაში ადანაშაულებდნენ, პარლამენტს ტოვებს. "პოლიტიკური ინტრიგებით გადაღლილი" დავით საგანელიძე სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე, თუმცა, მანამდე კულუარებში უმრავლესობის ახალ ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა სახელდება. ასევე საუბარია გია ვოლსკის კანდიდატურაზეც.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|