ვახტანგ შამუგია
05.10.2015

2 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდაცვლილი ბესლან მალანძია იყო, რომელიც გალის ე.წ. საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. "პოლკოვნიკს" გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ელზა პაპოშვილი
03.10.2015

 "რესპუბლიკური" პარტიისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასა და საკუთარ მოქალაქეებს ვერ არწმუნებს იმაში, რომ ის "რუსთავი 2"-თან მიმდინარე პროცესებში არ ერევა. "რეზონანსთან" ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციური ტელეარხის გაუთავებელი კრიტიკის გამო საზოგადოების თვალში ნაკლებად დასაჯერებელი ხდება, რომ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად მოქმედებს.

ლიკა ამირაშვილი
03.10.2015

 ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი გუშინდელი აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში შესვლისას სხვადასხვა შეძახილებით აცილებდნენ. პარალელურად შეხლა-შემოხლა იყო პარლამენტის შენობაშიც - საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები სხდომათა დარბაზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

თაკო მათეშვილი
03.10.2015

 პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ მან სწორი აქცენტები დასვა და მსოფლიოს სწორი გზავნილები მიაწოდა, მეორე ნაწილის აზრით კი, პრემიერმა ტრიბუნიდან იცრუა.

თიკო ოსმანოვა
03.10.2015

 "რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ირაკლი ღარიბაშვილისგან და ბიძინა ივანიშვილისგან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არანაირი დირექტივა არ მიდიოდა. სხვა საკითხია რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში ეს მეც მაინტერსებს და აქამდე ვერ ვიღებ პასუხს.

თიკო ოსმანოვა
02.10.2015

 "გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა", - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას "რუსთავის 2"-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით. გვარამიას ახლა, საზოგადოების დახმარების იმედი აქვს და ამბობს, რომ "სანამ არხი დაიხურება, მანამდე ხელისუფლებას დახურავენ".

იაგო ნაცვლიშვილი
02.10.2015

 "ხელისუფლებამ მთავარი დანაპირები სამართლიანობის აღდგენის კუთხით ვერ შეასრულა, ასევე ვერ მოახერხა ის, რომ ეკონომიკურ სექტორში გატარებულიყო იმ სახის რეფორმები, რომლებიც მეტ თავისუფალ სივრცეს შექმნიდა, რასაც თავის მხრივ, მეტი სამუშაო ადგილი და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოეხდინა.

ლიკა ამირაშვილი
02.10.2015

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავისი რეზოლუციით საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებული დარღვევები გააკრიტიკა, რომლის თანახმად, დარღვევად პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება სახელდება.

სალომე სარიშვილი
02.10.2015

 13 ოქტომბრიდან თბილისში მეორე გლობალური დიასპორული კვირეული გაიხსნება, რომელიც 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით იქნება წარმოდგენილი.

თიკო ოსმანოვა
01.10.2015

 რუსეთის სამხედრო კამპანია სირიასა და სამხრეთ კავკასიაში აქტიურ ფაზაში შედის - ავიადარტყმები სირიაში, მასშტაბური სამხედრო წვრთნები აფხაზეთში და დიდი ომის საფრთხე მთიან ყარაბაღში.

იაგო ნაცვლიშვილი
01.10.2015

 "საქართველოს შეერთება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან პირდაპირი განაცხადია იმის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე მზად არის ნატოს წევრობისთვის. ანუ მომავალში როდესაც დადგება პოლიტიკური საკითხი, მაშინ საქართველო უკვე მზად იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

თაკო მათეშვილი
01.10.2015

 მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და საქართველოს საგარეო უწყებების პასიურობა - სწორედ ესაა "დამნაშავე" პოლიტოლოგების აზრით, იმაში, რომ საქართველოს საკითხმა საერთაშორისო დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაინაცვლა. ისინი ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აშშ-ს პოლიტიკური რადარებიდან გაქრა და ამბობენ, რომ ამის მიზეზი მრავალმხრივია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×