ელზა პაპოშვილი 01.10.2015
უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ევროსაბჭოში და არამარტო იქ თავის ნაცნობობას საქართველოს მთავრობის იმიჯის გაფუჭებისთვის იყენებს და ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე რეალობისგან განსხვავებული წარმოდგენა შექმნას.
|
მარი ჩიტაია 01.10.2015
"ქართული ოცნების" მმართველობის სამი წელი ქვეყანისა და მოსახლეობის უმეტესობისთვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ხელისუფლების დაპირების დიდი ნაწილი ვერ შესრულდა. ლარის დევალვაციამ მთავრობის გეგმას ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, რასაც მან თავი ვერ აარიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი მიმართულებით (სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება) ქვეყანას საკმაო წინსვლა აქვს.
|
აკაკი გვიმრაძე 01.10.2015
პეკინი-თბილისი
პეკინში გამართული მედიათანამშრომლობის ფორუმის "ერთი სარტყელი - ერთი გზა" მთავარი თემა იყო ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივები და მედიის როლი ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში.
|
თაკო მათეშვილი 30.09.2015
ქართული ასეული ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთო. ორი წლის წინ დაანონსებული სიახლე ძალაში შევიდა და შედეგად, საქართველო ალიანსის მეოთხე არაწევრი ქვეყანაა, რომელსაც ერთი ქვედანაყოფი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ეყოლება. იგი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა იმ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ნატოს სარდლობა დაგეგმავს.
|
ელზა პაპოშვილი 30.09.2015
სამხედროანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცით სომხეთში სამხედრო შეიარაღება ფარულად გადააქვს.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.09.2015
გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი ნაწილობრივ დაუჭირა დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო პროექტს, რომელიც პარლამენტში 28 მაისს დარეგისტრირდა და მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ეხება.
|
სალომე სარიშვილი 30.09.2015
გუშინ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიხსნა კავკასიის ქვეყნების მედიაკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები - ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ექსპერტები და ოფიციალური პირები იღებენ.
|
ელზა წიკლაური 29.09.2015
საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველოს პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიცია უკავია. ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
|
ლიკა ამირაშვილი 29.09.2015
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მმართველ კოალიციას დაშლის.
|
იაგო ნაცვლიშვილი 29.09.2015
"გასაგებია, რომ გაეროში თემატურად სხვა საკითხები განიხილებოდა, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ამაზე საუბარი აუცილებლობას წარმოადგენდა.
|
თიკო ოსმანოვა 29.09.2015
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის შემცვლელად "ქართული ოცნება" რამდენიმე კანდიდატზე მსჯელობს, თუმცა აქედან ყველაზე რეალური ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურაა, რომელსაც კოლეგები მხარს პრემიერის ჩამოსვლის შემდეგ დაუჭერენ.
|
თაკო მათეშვილი 29.09.2015
ევროკავშირის შემფასებელი მისია, რომელმაც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება უნდა შეამოწმოს, უკვე საქართველოში იმყოფება. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ მათ მიერ შემუშავებული რიგით მეოთხე ანგარიში, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, დადებითი და საბოლოო იქნება. ამის შემდგომ კი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყება.
|