სალომე სარიშვილი
28.09.2015

 "ყველა ადამიანს, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდები, უნდობლობის, ტკივილისა და წყენის განცდა აქვს, რომელიც შესაძლოა ხვალ გაუცხოებაში გადაიზარდოს," - ამბობს პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.

ეკატერინე ბასილაია
28.09.2015

 სულ მალე ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი, შესაძლოა, გაიზარდოს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია "გაზპრომთან" თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებას მართავს.

იაგო ნაცვლიშვილი
28.09.2015

 "ძალიან სწორია პოზიცია, რომ დასავლეთს ვუთხრათ - ჩვენ ვართ თქვენთან, ვატარებთ დემოკრატიულ რეფორმებს, მცდელობას არ ვაკლებთ, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი, მაგრამ თქვენც უფრო აქტიურები უნდა იყოთ ჩვენთან მიმართებაში", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.

ელზა პაპოშვილი
28.09.2015

 25 სექტემბერს მუხიანში, მე-4 ბ მიკრორაიონში საღამოს ორი მკვლელობა მოხდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი და გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ. მათი თქმით, მოქალაქე შოთა მ.-მ თავისი ორი მეზობელი შელაპარეკებისას კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით პირდაპირ ქუჩაში დახოცა.

გვანცა ღვედაშვილი
28.09.2015

 ბოლო წლებში თბილისისათვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცა სამშენებლო ნაჩენების გადაყრა უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელებზე. ასეთი ადგილები ქალაქში მრავლადაა - ლისის ტბის ზედა ტერიტორიაზე, 112-ის ოფისის მოპირდაპირე მხარეს, დიღომში, აგრეთვე რუსთავის გზატკეტილიდან ინერტული ნარჩენები პირდაპირ მტკვარში იყრება. ამის შესახებ "მთელ კვირასთან" საუბარში შპს "თბილსერვისის ჯგუფის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩანქსელიანმა განაცხადა.

თაკო მათეშვილი
26.09.2015

 "2016 წელს საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით 90 დღით შენგენის ქვეყნებში ყოველგვარი ვიზის გარეშე შევლენ," - ამგვარი ოპტიმიზმით ელიან უმრავლესობაში ევროკავშირის შემფასებელთა მისიას, რომელიც თბილისს 28 სექტემბერს ეწვევა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას შეაფასებს.

ეკატერინე ბასილაია
26.09.2015

 სულ მალე გორში 2010 წელს ჩუმად აღებული სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი შეიძლება ისევ აღიმართოს, ოღონდ ეს უკვე ხმაურით მოხდება - მომავალ პარასკევს, 2 ოქტომბერს გორის მერის მიმართვით ქალაქის საკრებულოში სტალინის ძეგლის დადგმაზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. პროექტი უკვე მზადაა. ადგილიც შერჩეულია. ძეგლი სტალინის სახლმუზეუმთან ახლოს მდებარე სკვერში 1,35-მეტრიან კვარცხლბეკზე უნდა დაიდგას.

თაკო მათეშვილი
26.09.2015

 "მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა რუსეთი საქართველოში შემოღწევას გიგანტური ნაბიჯებით ცდილობს," - ამბობს პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების ექპერტი ხათუნა ლაგაზიძე და დასძენს, რომ რუსული პროპაგანდისთვის ქართული საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად ღიაა, რასაც დაუშვებლად და ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს.

იაგო ნაცვლიშვილი
26.09.2015

 საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რომლის მიხედვით პრემიების გაცემა იმ საჯარო მოხელეებზე იზღუდება, რომელთა ხელფასიც 2000 ლარს აღემატება.

თეა ბეჟიტაშვილი
26.09.2015

 "პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები აშკარად დატყმის ქვეშ არიან და პრორუსული პარტიები ხელისუფლების ჩუმი თუ ხმამაღალი სიმპათიით სარგებლობენ. ამან შეიძლება რაღაცა ტიპის ნაბიჯები გადაგვადგმევინოს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია.

გვანცა ღვედაშვილი
26.09.2015

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "ეროვნული პლატფორმის შესაძლებლობების გაძლიერების რეგიონული ღონისძიება" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროდელეგაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წარმომადგენლები.

ლიკა ამირაშვილი
26.09.2015

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის დაბინძურების გასაზომად 9 ქალაქში 60-მდე სპეციალური ინდიკატორები განათავსა. თბილისში 26 წერტილი შეირჩა. ორი კვირის შემდეგ ინდიკატორები შეგროვდება, კონტეინერში განთავსდება და შესაბამისი პირობების დაცვით დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად გაიგზავნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×