ნინო ქეთელაური 24.09.2015
ინტერნეტში გიგი უგულავასთან დაკავშირებით პეტიცია შედგა და ხელმოწერები გროვდება. მისი ავტორები პრეზიდენტს თბილისის ყოფილი მერის შეწყალებას სთხოვენ. ჯერჯერობით ამ მოთხოვნას 2 484 ხელმომწერი ჰყავს.
|
ელზა პაპოშვილი 24.09.2015
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა "რეზონანსთან" ინტერვიუში ბოლო დროს კახეთში ატეხილ სკანდალზე ისაუბრა, სადაც კარდენახელმა გლეხმა გელა გრიშენკომ ყურძნის დაბალი ფასის გამო ვენახი გაჩეხა.
|
ლიკა ამირაშვილი 24.09.2015
დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ერეკლე მეორის საზოგადოების" მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ აქციის მთავარი მოთხოვნა სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 24.09.2015
გუშინ არაორდინალური ვითარება იყო გორში. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, გორის "დილას" სტადიონთან 25-მეტრიან ანძაზე მამაკაცი იყო ასული და გადმოხტომით იმუქრებოდა. მან პატრულის თანამშრომლებს მოთხოვნა წაუყენა, რომ ლუდი და არაყი მიეტანათ წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
|
თაკო მათეშვილი 23.09.2015
უახლოეს 15 წელიწადში თბილისის ისტორიულ უბნებში აიკრძალება მაღალსართულიანი მშენებლობები, კრიტიკულ სიტუაციაში იმოქმედებს წინასწარი გაფრთხილების, განგაშის სისტემა, რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადავა და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა - სწორედ ამ ყველაფრის ჩადებას გეგმავენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კონკურსში გამარჯვებული კომპანიები, რომლებმაც მისი შემუშავება 18 თვეში უნდა მოასწრონ.
|
თაკო მათეშვილი 23.09.2015
"თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის საშიშროება, რომ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ", - შიში ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბიბისი-სთან ინტერვიუში გამოთქვა და იქვე იმ იმედგაცრუებაზეც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, ქართველ ხალხში ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ არსებობს.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.09.2015
თბილისში კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და თაღლითობის ფაქტზე 43 პირი დააკავეს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 23.09.2015
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება და ხელისუფლებას მსგავსი ფაქტების ღიად დაგმობისკენ მოუწოდებს.
|
ლიკა ამირაშვილი 23.09.2015
ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადავიდეს. აღნიშნულ ცვლილებაზე მსჯელობა გამოცდების ცენტრში უკვე დაწყებულია და სექტემბრის ბოლოს გადაწყდება - ეს მოხდება თუ არა, და როდის. ამ ეტაპისთვის ცვლილება მხოლოდ ტესტებს შეეხება, პასუხების ფურცელი კი იგივე იქნება. ანუ, საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ შეკითხვები იქნება ელექტრონულ ფორმატში, პასუხებს კი აბიტურიენტები ძველებურად, ფურცლებში ჩაწერენ.
|
ეკატერინე ბასილაია 23.09.2015
ბოლო დღეებში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების სახლებთან მიმდინარე პიკეტირება თუ სხვადასხვა ნივთის სროლა აზრის გამოხატვის თავისუფლებაა თუ წნეხი მოსამართლეებზე - ეს კითხვა ბოლო ორი დღეა, მმართველ ძალასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის განხილვის საგანი გახდა. ორი დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აქცია შეაფასა, როგორც აზრისა და პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის პასუხი მოჰყვა და მან ხელისუფლების ეს დამოკიდებულება და ამგვარი განცხადება "ძალადობის წახალისებად" შეაფასა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 23.09.2015
ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან. არხის ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") სკანდალურ განცხადებას აკეთებს და კომპანიის სხვა მეწილეებსა და დირექტორს კომპანიის შეგნებულ გაკოტრებაში ადანაშაულებს, რათა შემდეგ არხი უცხოელ ინვესტორებს მიჰყიდონ.
|
ელზა პაპოშვილი 22.09.2015
არასამთავრობოებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა მომძლავრდა. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით მედია, სივრცეში, საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში შეიმჩნევა.
|