ელზა პაპოშვილი
19.09.2015

 უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი "რეზონანსთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს და ამაში პოლიტიკურ ელფერს ხედავს, მიაჩნია, რომ მას ყველამ პატივი უნდა სცეს.

ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი)
19.09.2015

 გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთ ოსეთიდან) ნახევარ მილიონამდე ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა მშობლიური მიწა. სწორედ ეთნიკური წმენდის ამსახველი დოკუმენტური სურათებია გამოფენილი ევროკავშირში საქართველოს მისიის მიერ მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც ბელგიაში, ბრიუსელის პრესკლუბში გაიხსნა.

თაკო მათეშვილი
19.09.2015

 სოლოლაკში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე 145 წლის სახლი, რომელიც ისტორიული ძეგლის სტატუსს თავისი უნიკალური არქიტექტურის წყალობით ატარებდა, ერთ მშვენიერ დღეს ცემენტით გადაილესა. ავარიული შენობის ნაწილის შეკეთება საკუთარ თავზე მთაწმინდის გამგეობამ აიღო და შედეგად, სახლის ნახევარი კვლავ ძველებურ სახეს ინარჩუნებს და, შესაბამისად - ისტორიული ძეგლის სტატუსსაც. ნახევარი კი - უბრალოდ ცემენტითაა გალესილი.

თეა ბეჟიტაშვილი
19.09.2015

 "საცობების ერთ-ერთი მიზეზი ავტომობილების რაოდენობის მატებაა, მაგრამ ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მას ფეხი უნდა აუწყოს და ღონისძიებები არ გაატაროს, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
19.09.2015

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ დაასახელა.

ეკატერინე ბასილაია
18.09.2015

 წინასაარჩევნო აქტიურობის პირველი ნაბიჯები "ქართული ოცნების" მარცხით და "ნაციონალების" ზეიმით დაიწყო. "ნაციონალებმა" ამ ხელისუფლების დამთავრებას უკვე წამმომი ჩაურთეს, "ოცნების" მხარდამჭერებში კი დაბნეულობა და შეშფოთება მატულობს.

სალომე სარიშვილი
18.09.2015

 "კანონის თანახმად, მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შესაჩერებლად სხვადასხვა საფუძვლები არსებობს, იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლე მერაბ ტურავას კონკრეტული დარღვევები დაუმტკიცდა, სასამართლოს პლენუმს უფლება აქვს მას უფლებამოსილება შეუჩეროს, რის შემდგომაც მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია," - ამგვარია იურისტთა ნაწილის მოსაზრება მოსამართლე მერაბ ტურავას საქმესთან დაკავშირებით.

თიკო ოსმანოვა
18.09.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" გავლენისგან სასამართლო ბოლომდე თავისუფალი არ არის და მართლმსაჯულების დეფიციტს განიცდის", - ასე აფასებს პოლიტოლოგთა ნაწილი გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ 4 - დღიან ეპოპეას, რომელიც თბილისის ყოფილი მერის სასარგებლოდ დასრულდა. ამის თქმის საფუძველს კი მათ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა აძლევს, რომელშიც 9 მოსამართლიდან 8 "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაა არჩეული.

ლიკა ამირაშვილი
18.09.2015

 საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც პატიმრობის 9 თვიან ვადას ეხებოდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გამოაცხადა, ამ პროცესს 9-დან 8 მოსამართლე ესწრებოდა. მოსამართლე მერაბ ტურავამ საბოლოო დოკუმენტის გასაცნობად რამდენიმე დღე ითხოვა, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღო.

ვახტანგ შამუგია
18.09.2015

17 სექტემბერს ცხინვალში მოქმედი პოლიტიკური პარტია "ნიხასის" ლიდერის, ალან ალბოროვას ორგანიზებით მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრაზე მყოფმა ექსპერტებმა, საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეერთებასა და "რესპუბლიკის" განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

გვანცა ღვედაშვილი
18.09.2015

 ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი გადავა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიაშვილმა განაცხადა. ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძით თქმით, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ცენტრს 2015 წლის 3 სექტემბერს გადაეცა. უახლოეს პერიოდში კი მას ინჟინრები და არქიტექტორები შეისწავლიან და წარადგენენ პროექტს, რომლის მიხედვითაც მოხდება შენობის რეკონსტრუქცია.

ელზა პაპოშვილი
18.09.2015

 მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რა ყველა ბარლდებულს, რომელთაც 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, საშუალება ეძლევათ, მიმართონ საერთო სასამართლოს და პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×