თაკო მათეშვილი
11.09.2015

 ლარის გაუფასურება, პროდუქტის ფასებისა და კომუნალური ხარჯების გაზრდა, სამუშაო ადგილების ვერშექმნა - ეს ყველაფერი, ეკონომიკის ექსპერტის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის აზრით, "ქართულ ოქნებას" გადაუჭრელ პრობლემად შეიძლება გადაექცეს, რაც მას ხელისუფლების დაკარგვამდე მიიყვანს.

ელზა პაპოშვილი
11.09.2015

 სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან" ინტერვიუში სირიის ომზე და მასში რუსეთის მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ომში ღიად ჩართვა გადაწყვიტა, რაც დასავლეთისა და თურქეთის დაბნეულობას გამოიწვევს.

თიკო ოსმანოვა
11.09.2015

 მიგრანტთა კრიზისის შედეგად დასავლეთი, შესაძლოა, ახალი პრობლემის წინაშე დადგეს. არაოფიციალური ინფორმაციით, სირიიდან დაძრულ იმ მიგრანტებს შორის, რომელთა მიღებასაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები დათანხმდნენ, "ისლამური სახელმწიფოს" 4 ათასამდე მებრძოლია.

ეკატერინე ბასილაია
11.09.2015

 "ჩვენი პარტიის (ქართული ოცნება) მიმართ იყო კრიტიკული გადაძახილები "რესპუბლიკელების" მხრიდან, ასევე მათ მიმართაც არის კრიტიკა და ეს ყველამ იცით. "მრეწველების" მიმართაც ყოფილა პრეტენზიები", - შიდა კულუარულ უთანხმოებაზე, არჩევნებისთვის მზადებაზე და ამ პროცესში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს პარტია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე.

თიკო ოსმანოვა
10.09.2015

 "გააგრძელებს თუ არა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მუშაობას, ეს მთავრობაზეა დამოკიდებული. რასაც გადაწყვეტენ, ისე იქნება. ვფიქრობ, მისი არსებობა აუცილებელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

ეკატერინე ბასილაია
10.09.2015

  ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საკუთარი წინასაარჩევნო მუქარის შესრულებისათვის ემზადება - ოქტომბრისათვის მოსკოვიდან 300 ათას პირადობის დოკუმენტს - 250 ათას ე.წ. "აფხაზურ პასპორტსა" და 55 ათას "ბინადრობის ნებართვას" ელოდება და ბრძანებაც გაცემულია, რომ პირველ რიგში ე.წ. პასპორტიზაცია ძალიან დიდი დაკვირვებით აფხაზეთის აღმოსავლეთის სამ რაიონში - მათ შორის განსაკუთრებით გალში უნდა განხორციელდეს.

ელზა პაპოშვილი
10.09.2015

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა "რეზონანსთან" ინტერვიუში რუსეთში ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ჩასვლასა და კრემლში რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე საუბრობს. აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი მისთვის მისაღებია, თუმცა თვლის, რომ ეს შეხვედრები და იქ გამართული საუბრების შინაარსი საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს.

ლიკა ამირაშვილი
10.09.2015

 რამდენიმე დღის წინ "13 ივნისს დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილმა მერიის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. მან სოციალურ ქსელში მერია უყურადღებობაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებული სვანიძის ქუჩა მოუვლელია, ზოგიერთი სახლი კი არასწორადაა შეფასებული.

ელზა პაპოშვილი
10.09.2015

 ბოლო დროს არასრულწლოვნების იძულებით გათხოვების გახშირებული ფაქტებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკანონმდებლო წინადადებით შევიდა, რომ 16-18 წლის მოზარდების სამოქალაქო ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იყოს დასაშვები. ომბუდსმენის ინიციატივის მიხედვით, არასრულწლოვნის მშობლებს ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება ჩამოერთმევათ.

ლიკა ამირაშვილი
10.09.2015

 რამდენიმე დღის წინ ხულოს საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებს შეიცავდა. აღნიშნულ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლები ხულოს ხელისუფლებისაგან ოფიციალურ განმარტებას ითხოვენ.

თაკო მათეშვილი
10.09.2015

 შესაძლოა, მალე მასშტაბური ქუჩის აქციები ვიხილოთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება არ გაიზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და "გაერთიანებული დემოკრატების" მოთხოვნას საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე და რეფორმას კვლავ 2020 წლისათვის გადადებს.

გვანცა ღვედაშვილი
09.09.2015

 მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე 8 სექტემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვა დაწესდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ გასვიანი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნვს, დარიალის ხეობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქვის ცვენის პრევენციული სამუშაო და შეზღუდვა სწორედ ამ მიზნით წესდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×