თაკო მათეშვილი 09.09.2015
ევროპული კურსის დაპირისპირება რელიგიურ-პატრიოტულ მოტივებთან - ასე აფასებენ სპეციალისტები შუალედურ არჩევნებს, რომელიც 31 ოქტომბერს საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარდება. განსაკუთრებით საინტერესო როგორც მათთვის, ისე საზოგადოებისთვის საგარეჯოში მიღებული შედეგებია, რადგან აქ კონკურენტები "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ ხიდაშელი არიან.
|
ელზა პაპოშვილი 09.09.2015
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა, სადაც ზურაბ ვაზაგაშვილისა და მასთან ერთად მოკლულ ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელებსა და მათ ხელმძღვანელებს ასამართლებენ.
|
თიკო ოსმანოვა 08.09.2015
რუსეთის აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, შესაძლოა, აშშ-მა საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. ევროპაში ამერიკული არმიის სარდლის, ბენ ჰოტჯესის თქმით, ნატო უნდა მოერგოს არსებულ სიტუაციას და უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ქართულ-ამერიკული წვრთნების ერთ-ერთი ამოცანა იქნება იმის შემოწმება, თუ რამდენად სწრაფად ჩამოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში.
|
თეა ბეჟიტაშვილი 08.09.2015
აფხაზეთში ტურისტული სანატორიუმები და ისტორიული შენობები უმძიმეს მდგომარეობაშია. საქმე ეხება არა მხოლოდ 90-იანი წლების ომისას დაზიანებულ შენობებს, არამედ მათაც, რომლებიც ომს გადაურჩა. ამის მიზეზი კი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ისტორიულ შენობებს პრაქტიკულად აგურ-აგურ შლის და იქიდან წამოღებულ ნაწილებს საყოფაცხოვრებო დანიშნულებით - სამშენებლო მასალად იყენებს.
|
ელზა პაპოშვილი 08.09.2015
"ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ "რეზონანსთან" ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურზე და "რესპუბლიკელებთან" მის დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 1997-დან 2003 წლამდე მეჭიაური ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო და პარლამენტშიც სწორედ ამის წყალობით მოხვდა, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ ის "ნაციონალური მოძრაობაში" გადავიდა.
|
ეკატერინე ბასილაია 07.09.2015
რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია საკრებულოს თავმჯდომარეებზე შეტევით უკვე დაიწყო. პირველი იმპიჩმენტი თანაგუნდელებმა 1-ლ სექტემბერს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწყვეს და ამით თვითმმართველობებში საკადრო "წმენდა" გახსნილად გამოცხადდა.
|
ელზა პაპოშვილი 07.09.2015
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დღეს მოსკოვში მიემგზავრება. იგი აცხადებს, რომ მოწვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისაგან მიიღო, თუმცა "მთელ კვირასთან" საუბრისას არც მოწვევის ავტორების ვინაობას ასახელებს და არც იმ რუსი პოლიტიკოსებისას, ვისაც რუსეთის დედაქალაქში უნდა შეხვდეს.
|
თიკო ოსმანოვა 07.09.2015
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების სამეულში მოხვდა. ევროკავშირის ახალი შეთანხმების მიხედვით, 6 ყოფილ საბჭოთა ქვეყანას სომხეთი და ბელორუსი ცალკე გამოეყოფა და მათ ევროკავშირი თანამშრომლობის ახალ გეგმას შესთავაზებს, რომელიც ევროკავშირთან უფრო ნაკლებად დააკავშირებს, ვიდრე ასოციაციის შესახებ ხელშეკრულება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 07.09.2015
"თავისუფალი დემოკრატები" "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, დოკუმენტი მომზადების პროცესშია და მისი პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება.
|
ლიკა ამირაშვილი 07.09.2015
როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, "რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, ამ ეტაპზე საკრებულოში ყველაზე პრიორიტეტს ბიუჯეტის დაგეგმვა წარმოადგენს. მისივე თქმით, ელექტროავტობუსების შემოყვანის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
|
თეა ბეჟიტაშვილი 07.09.2015
ბოლო პერიოდში ჯარში გახშირებული სუიციდის შემთხვევების გამომწვევ ძირითად მიზეზად თავდაცვის მინისტრმა აზარტული თამაშები და ნარკოტიკები დაასახელა. მისივე გადაწყვეტილებით, თავდაცვის სისტემაში მომუშავე პირებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ.
|
ია აბულაშვილი 07.09.2015
"პოეტი ან მხატვარი უნდა იყო, რომ წარმოსახო ის სურათი, ან უმღერო იმ სანახაობას, როგორსაც თბილისი წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ მე არც ერთი ვარ და არც მეორე, არამედ ვარ უბრალო მოგზაური, მოჯადოებული ამ ქალაქის ორიგინალობით და მსურს, რომ თქვენც გაგაცნოთ, გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებანი, რომლებიც აქ შევიგრძენი", - წერდა ორი საუკუნის წინ ცნობილი ფრანგი მეცნიერი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ბარონ ჟოზეფ დე ბაი, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში, საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ კი დაწერა ნაშრომი სათაურით "საქართველოში", რომელიც გამოცემამდე, 1898 წელს, მოხსენების სახით წაიკითხა პარიზის გეოგრაფიულ საზოგადოებაში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|