ლიკა ამირაშვილი 05.09.2015
ავტოსაგზაო შემთხვევები, დაშავებულთა და დაღუპულთა მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2015 წლის 6 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილინობამ 37 პროცენტით მოიმატა. სპეცილისტები ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სიჩქარის გადაჭარბებას ასახელებენ. მათი თქმით, მოძრაობის წესებს, როგორც ქვეითები, ასევე მძღოლები არღვევენ.
|
ეკატერინე ბასილაია 05.09.2015
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში სულ მალე უცხოელებისათვის უძრავი ქონების ბაზრის გახსნის საკითხზე კანონპროექტის შესვლას ელოდებიან და საკმაოდ დიდი განხილვა-კამათია გამართული. მიწების გაყიდვის მოწინააღმდეგემბის არგუმენტებს ბოლო დღეებში ქართული თემაც შეემატა - უძრავი ქონების ბაზრის გახსნის შემდეგ რუსეთის მოქალაქე ქართველები იყიდიან აფხაზურ მიწებს და ეს აფხაზებისათვის სახიფათოა.
|
თიკო ოსმანოვა 05.09.2015
ტელეკომპანია "იმედს" პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თოქ-შოუების აღსადგენად მარეგულირებელი კომისია 2 თვიან ვადს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დარღვევად ჩაეთვლება და ფინანსური სანქციები დაეკისრება. თუმცა, რას აპირებს არხის ხელმძღვანელობა - უცნობია. გადაცემების დახურვის მერე ისინი მედიასთან არ გამოჩენილან და, არც "რეზონანსის" სატელეფონო ზარებს პასუხობენ.
|
ლიკა ამირაშვილი 05.09.2015
"ეროვნული ბანკის" შესახებ კანონის ვეტო პარლამენტმა დაძლია. მიუხედავად იმისა, რომ ახალ კანონს არ ეთანხმება, პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა.
|
ელზა პაპოშვილი 05.09.2015
ფონიჭალაში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში ქორწილის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაპირისპირების დროს 17 წლის მოზარდს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მისავე თანატოლმა მიაყენა. იგი საავადმყოფოში საკუთარმა ძმამ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
|
თიკო ოსმანოვა 05.09.2015
ახალ სატელევიზო სეზონს ტელევიზიები სკანდალით იწყებენ. "რეაქციის", "იმედის კვირისა" და "2030"-ის გარდა, სექტემბრიდან ეთერში, შესაძლოა, აღარ გავიდეს ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა, რომელიც მის ოჯახურ მდგომარეობას "შეეწირა". ჟურნალისტები ამ პროცესში ერთიან ჯაჭვს ხედავენ და პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნევენ.
|
ეკატერინე ბასილაია 04.09.2015
ოკუპირებულ აფხაზეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, პოლიტიკურ სფეროში იქნება ეს თუ ბიზნესში, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უკანონოდ ითვლება, თუმცა საქართველოს გვერდის ავლით აფხაზებთან არა მარტო რუსები აქტიურობენ, არამედ სხვა სახელმწიფოებიც.
|
ელზა პაპოშვილი 04.09.2015
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელი განცხადებით, ბოლო დროს ჯარში გახშირებული სუიციდის შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზები სამხედრო პირების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა და ნარკოტიკების მიღებაა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 04.09.2015
შენგენის შეთანხმება საფრთხის ქვეშაა, ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტის შულცის თქმით, მიგრაციის კრიზისმა, შესაძლოა, ისტორიულ ხელშეკრულებას პრობლემები შეუქმნას, რაც ევროკავშირის ერთიანობას ბზარს გაუჩენს.
|
ელზა წიკლაური 04.09.2015
საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება. გუშინ პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო უკვე დაძლია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარგველაშვილი კონსტიტუციურ ვადაში მიიღებს. უმცირესობა კი საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივლელად ემზადება.
|
აკაკი გვიმრაძე 04.09.2015
"მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, ჩინეთმა საქართველოში განახორციელა 217.9 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიციები. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 420.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩინეთმა განახორციელა 984 ათასი ბოთლი ქართული ღვინის იმპორტი. შესაბამისად, იგი გახდა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის რიგით მეოთხე იმპორტიორი ქვეყანა" - განაცხადა "რეზონანსთან" ინტრვიუში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა.
|
ეკატერინე ბასილაია 03.09.2015
ერთი "ენჯეოელი სოროსელი", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, დღეს ვეტოთი აღიჭურვა და ნერვებს გვიშლის ჩვენც და საზოგადოებასაც, - ამგვარი ეპითეტებით შეამკო მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო.
|