გვანცა ღვედაშვილი
16.09.2015

საქართველოს სამთავრობო ვებ-გვერდებზე ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხორციელდება კიბერთავდასხმა. წელს უკვე მეორედ გატეხეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ვებ-გვერდი.

თიკო ოსმანოვა
15.09.2015

 კახეთში მევენახეების რამდენიმედღიანი აქცია უშედეგოდ დასრულდა. ყურძნის ჩაბარებისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი არ შეიცვლება. გააგრძელებენ თუ არა და რა ფორმას მისცემენ გამოსვლებს, უცნობია.

ლიკა ამირაშვილი
15.09.2015

 პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ კანონში "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ", რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შევიდა ძალაში, ახალი ცვლილება შედის.

თიკო ოსმანოვა
14.09.2015

  კახეთში რთველი აქციების ფონზე გრძელდება. გურჯაანში მევენახეების აქცია დღეს 12 საათზე გაანახლდება და დაელოდებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გადაწყვეტილებას ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით. ეს იქნება საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია, რომელსაც მევენახეები სხვა რაიონებიდანაც შეუერთდებიან. მევენახეები იმუქრებიან, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ყურძენს აღარ დაკრეფენ.

გვანცა ღვედაშვილი
14.09.2015

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბაზარზე ყურძნის ჩაბარების დაბალი ფასი შემცირებულმა მოთხოვნამ და ჭარბმა მოსავალმა გამოიწვია.

თიკო ოსმანოვა
14.09.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის 9-წლიან პერიოდზე მრავალსერიანი მხატვრული ფილმის გადაღებას რეჟისორი გოგა ხაინდრავა ოქტომბრიდან დაიწყებს. მისი თქმით, მსახიობების ნაწილი შერჩეულია, ნაწილის შერჩევა კი ახლა მიმდინარეობს. ის ჯერჯერობით არ საუბრობს, ვინ იქნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლის შემსრულებელი და, საერთოდ, სერიალის ტელეეკრანზე გამოსვლამდე დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

ლიკა ამირაშვილი
14.09.2015

 როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, "რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, ამ ეტაპზე საკრებულოში პრიორიტეტს ბიუჯეტის დაგეგმვა წარმოადგენს. მისივე თქმით, ელექტროავტობუსების შემოყვანის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა გადაწვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

თიკო ოსმანოვა
12.09.2015

 "სიტყვის თავისუფლებასთან რომ უკვე პრობლემებია, ეს ცხადია, და ამას მხოლოდ გრიგოლიას გადაცემების დახურვა არ ცხადყოფს. ასევე დაიხურა ეკა მიშველაძის თოქ-შოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს თითქოს ერთგვარი მიზანმიმართული კამპანიაა. ქვეყნის წამყვან ჟურნალისტებს აშორებენ ტელეეკრანს, უხურავენ რეიტინგულ გადაცემებს და ეს არ არის არც შემთხვევითი და არც კარგი ტენდენცია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გადაცემა "რეაქციისა" და "იმედის კვირის" პროდიუსერი ვახო ხუზმიაშვილი, რომელმაც ტელეკომპანია "იმედი" პროტესტის ნიშნად დატოვა.

გვანცა ღვედაშვილი
12.09.2015

 13 სექტემბერს, სტიქიიდან 3 თვის შემდეგ, თბილისის ზოოპარკი კვლავ გაიხსნება. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი, დამთვალიერებელს სწორედ ამ ტერიტორიაზე შეეძლება გადარჩენილი ცხოველების მონახულება. რაც შეეხება სტიქიის შედეგად განადგურებულ ქვედა ნაწილს, მისი აღდგენა და ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.

მაკა ხარაზიშვილი
12.09.2015

 მევენახეები რატომღაც ისევ ვენახის გაჩეხვით იმუქრებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს სუბსიდია არასაკმარისი აღმოჩნდა. წინა წლებში მთავრობის დახმარებით განებივრებული კახელები ცდილობენ, რომ ამ სეზონზეც სახელმწიფოსგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ.

ელზა პაპოშვილი
12.09.2015

 კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ "რეზონანსთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე ისაუბრა, სადაც მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიას თხოვნით მიმართა, პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზარება გამოხატოს.

ლიკა ამირაშვილი
12.09.2015

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ჯაბა სამუშია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კომუნალურ ვაუჩერს ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. მისივე თქმით, ვაუჩერს სხვა ოჯახებიც მიიღებენ, თუმცა ამის კრიტერიუმები დადგენილი ჯერ არ არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×