თიკო ოსმანოვა 03.09.2015
საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა, წლის ბოლოს დანიშნულ რიგის სამიტზეც ვეღარ მიიღოს. ყოველ შემთხვევაში ევროკავშირში საქართველოს ელჩი არ გამორიცხავს, რომ მიგრაციის კრიზისმა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე გარკვეული გავლენა მოახდინოს.
|
თიკო ოსმანოვა 03.09.2015
"გიორგი კვირიკაშვილი ამ მთავრობაში არის ერთადერთი ადეკვატური მინისტრი. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის ადრე რას საქმიანობდა. მისი საქმიანობა ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" მთავრობაში იყო ძალიან დამაჯერებელი. აქედან გამომდინარე მასთან მიმართებაში კითხვები არ მაქვს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელსაც მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ვესაუბრეთ.
|
რუსა მაჩაიძე 03.09.2015
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება - ეს არის ერთადერთი რამ, რაც საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან თითქმის ორი წლის შემდეგ არის ცნობილი და ისიც ჯერ ისევ სურვილის დონეზეა და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ისევე, როგორც ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ კომისიას უნდა გადაეწყვიტა.
|
ელზა პაპოშვილი 03.09.2015
გამოძიებისთვის ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, საქმე კი ოფიციალურად წლის ბოლომდე გაიხსნება - ამის შესახებ განცხადება მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ გააკეთა. ადვოკატის ინფორმაციით, მოცემულ მომენტში ეჭვმიტანილის დაკავების სამუშაოები მიმდინარეობს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 03.09.2015
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტი "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის" დროებით ჩაკეტა, ამის მოტივად კი ტექნიკური მიზეზი დაასახელა.
|
თიკო ოსმანოვა 02.09.2015
ახალ სატელევიზო სეზონს ტელევიზიები პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დაიწყებს. "რეაქციასა" და "იმედის კვირის" გარდა სექტემბრიდან ეთერში აღარ გავა ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის გადაცემა "კვირის 2030" არჩილ გამზარდიასთან ერთად.
|
თიკო ოსმანოვა 02.09.2015
ჟურნალისტი ეკა ხოფერია "იმედზე" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას ინგა გრიგოლიას ფაქტორს უკავშირებს. მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებისგან თავს შეიკავებს, თუმცა მისი კოლეგის ნათქვამში ეჭვი არ ეპარება, რომ გადაცემები პოლიტიკური დაკვეთის გამო დაიხურა.
|
ელზა პაპოშვილი 02.09.2015
ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას ჯამრთელობის მდგომარეობისა და გამოძიების შესახებ "რეზონანსი" მის ადვოკატს, დარეჯან გილიაშვილს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მედიკოსებს მისი გამოჯანმრთელების იმედი აქვთ.
|
ეკატერინე ბასილაია 02.09.2015
სამთავრობო კაბინეტში ორი მინისტრი შეიცვალა და ორივე სავარძელი ბანკი "ქართუს" კადრს ერგო. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველ დიპლომატად დაინიშნა, ხოლო მერიაში ექსპრემიერ ივანიშვილის მხრიდან მაკონტროლებლად მიჩნეული ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრი გახდა.
|
ია აბულაშვილი 02.09.2015
"თბილისს დღესაც ამშვენებს მაშინდელი თვითმმართველობის შენობა, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. მას თავდაპირველად ერქვა "საქალაქო სახლი" და იგი 1824-1825 წლებში აშენდა, ცნობილი არქიტექტორის, ალექსანდრე ოზეროვის მიერ შედგენილი პროექტით გადაკეთდა და დღევანდელი სახე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არქიტექტორ პაულ შტერნმა შესძინა" - განაცხადა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა იგორ კვესელავამ, რომელსაც "რეზონანსი" თბილისის თვითმმართველობის ისტორიის შესახებ ესაუბრა.
|
ლიკა ამირაშვილი 02.09.2015
აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში ბარიერი გადალახეს და უმაღლეს სასწავლებელში მაინც ვერ მოხვდნენ, მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას ითხოვენ. განათლების სამინისტრო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი გამონაკლისის დაშვებას არ აპირებენ. ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია "რეზონანსთან" საუბრისას ამ პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა სტუდენტები სხვა მოთხოვნით კიდევ გამოვიდნენ.
|
თიკო ოსმანოვა 01.09.2015
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ტელეკომპანია "იმედის" მეპატრონეს გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების გაკეთებას სთხოვს.
|