ლიკა ამირაშვილი 29.08.2015
აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეს ბარიერი და უმაღლეს სასწავლებლებში მაინც ვერ მოხვდნენ, განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით მიმართავენ.
|
თიკო ოსმანოვა 29.08.2015
"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა არ იცის "ქართულ ოცნებას" რაში სჭირდება ექსპერტების დაქირავება. მისი თქმით, ეს შიდა პარტიული გადაწყვეტილებაა და მათ საქმეში ჩარევას არ აპირებს.
|
ია აბულაშვილი 29.08.2015
"ბოლო ოცი წელია, ქვეყანას ერთი და იგივე პოლიტიკური ელიტა მართავს სხვადასხვა სახელწოდებების მეშვეობით და ეს აისახება შედეგებზე", - აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ლიკა ამირაშვილი 29.08.2015
სექტემბრიდან პარლამენტში საშემოდგომო სესიები იწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც პარლამენტი იმსჯელებს, პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოა. ამის გარდა ახალი კანონპროექტების განხილვა დაიწყება, რომელიც ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტშია წარდგენილი.
|
თიკო ოსმანოვა 29.08.2015
"ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატო-სკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას", - ასე გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას.
|
ელზა პაპოშვილი 29.08.2015
წელს შავ ზღვაზე უბედური შემთხვევების რიცხვმა იმატა. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ზღვაზე დამსვენებლების ზღვაში დახრჩობის რამდენიმე ათეული ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მაშველები "რეზონანსთან" საუბრისას ყვებიან, ყველაზე მძიმე ამ მხრივ აგვისტოს ბოლო კვირა იყო. მათივე ცნობით, აგვისტოში შავ ზღვაზე 30-მდე ადამიანი დაიღუპა.
|
ეკატერინე ბასილაია 28.08.2015
 საქართველო ნატოს მაპი-ს გარეშე, მაგრამ მაინც ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოლიტიკურ ინტეგრაციაზე საუბრის შემდეგ ნაბიჯი ახლა უკვე სამხედრო-ტექნიკურ კონტექსტშიც გადაიდგა - გუშინ კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა, რაც პოლიტიკოსებისა და სპეციალისტების თქმით, ქართული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და უსაფრთხოების განცდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტია.
|
ელზა პაპოშვილი 28.08.2015
ერისთავის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძრის გაჩენის მიზეზად დაზარალებულები კრიმინალს არ გამორიცხავენ - ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა ცეცხლი განზრახ ვინმეს გარედან გაეჩინა.
|
თიკო ოსმანოვა 28.08.2015
"რისკი ყველგან არის და ჩვენ თუ ამაზე ვიფიქრეთ, არ უნდა გავინძრეთ, არაფერი არ უნდა ვაკეთოთ - მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების გაზრდისკენ იქნება მიმართული.
|
ია აბულაშვილი 28.08.2015
როგორ შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი - ნატო ამის შესახებ ბევრი დაწერილა, მაგრამ ამ სტატიაში გვინდა მკითხველს შევახსენოთ რამდენიმე ეპიზოდი საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიიდან.
|
თიკო ოსმანოვა 27.08.2015
ბათუმის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათის, მოქანდაკე თამარ კვესიტაძის "ალი და ნინოს" ნახვა დამსვენებლებს ხელახლა 5 სექტემბრიდან ძველი ადგილიდან 50-60 მეტრის მოშორებით შეეძლებათ. მისი გადატანის გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელობამ სკულპტურის საძირკველის დაზიანების გამო მიიღო. როგორც ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, ქანდაკება თავის დროზე კანონდარღვევით, ტექნიკური დეტალების გათვალისწინების გარეშე დაიდგა.
|
ლიკა ამირაშვილი 27.08.2015
საბერძნეთი, თურქეთი, იტალია, საფრანგეთი, აშშ - ეს ის ქვეყნებია, სადაც ქართველი ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა მუდმივად ცხოვრობს. ქართველები სხვა ქვეყნებში ძირითადად სოციალური პრობლემების გამო მიდიან და წლების განმავლობაში იქ რჩებიან.
|