ეკატერინე ბასილაია
27.08.2015

მოსკოვის მიერ სოხუმისათვის შეპირებული მილიარდები ტყუილი აღმოჩნდა. უკვე თავად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ წელს რუსეთმა აფხაზეთს ფულის მიცემა პრაქტიკულად შეუწყვიტა - სოხუმის ბიუჯეტში "რესპუბლიკის" სოციალ-ეკონიომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რუსეთისაგან შეპირებული 3,7-მილიარდიანი დახმარებიდან აგვისტოს ჩათვლით ჯერ მხოლოდ 127 მილიონი რუბლია გადარიცხული.

თიკო ოსმანოვა
27.08.2015

 დატბორილი სახლები, ქუჩები და ევაკუირებული მოსახლეობა - ასეთია 6-საათიანი წვიმის შედეგი ბათუმში. ახლა ზღვისპირა ქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი პირობას დებს, რომ ყველა განცხადებას დეტალურად შეისწავლის. სპეციასლიტები კი გახშირებულ სტიქიას კლიმატურ ცვლილებებს და გაუმართავ სანიაღვრე სისტემებს უკავშირებენ. ასეთი სახის სტიქიის განმეორებას "მწვანეთა მოძრაობის - დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე თბილისშიც პროგნოზირებს.

ვახტანგ შამუგია
27.08.2015

 ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე არსებული 33-კილომეტრიანი სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას თბილისში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს ნაბიჯი რუსული აგრესიის წინაპირობად აღიქვა, ნაწილმა ტრანკავკასიურ მიმოსვლაზე თბილისსა და მოსკოვს შორის ფარულად დადებულ გარიგებად, ნაწილმა კი უბრალოდ მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტად.

მარი ჩიტაია
27.08.2015

აფხაზები ქართველების სახლებს მასობრივად არემონტებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს სახლები აფხაზებს ტურისტულ სეზონზე გასაქირავებლად სჭირდებათ. ზოგიერთი აფხაზი "ფლობს" მინიმუმ 4-5 სახლს, რომელიც ომის დროს ქართველებმა დატოვეს. სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც სოხუმსა და გაგრაში, ასევე ნაკლებად დასახლებულ ქალაქებშიც - ტყვარჩელსა და გუდაუთაში.

ია აბულაშვილი
27.08.2015

 "ვფიქრობ, ჩვენი თაობის წმინდა მოვალეობაა შევაგროვოთ და დავიცვათ რაგინდ მცირე მასალა იყოს ჩვენი დიდი მწერლების, კერძოდ ილია ჭავჭავაძის შესახებ. ამ აზრით, ვაქვეყნებ ზოგ "ნახორხმალ", "ნასუფრალ" ნამცეცებს ილიას ცხოვრების დიდი სუფრიდან. მასალებს ვაგროვებდი ილიას შემსწრეთა და მონათესავეთა შორის 1922-50 წლებში, როცა ვაწყობდით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმს (1931 წ); ილია ჭავჭავაძის რესპუბლიკურ გამოფენას (1937 წ) და საგურამოს მუზეუმს (1950 წ).

ეკატერინე ბასილაია
26.08.2015

 "სულ რაღაც ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ლარის კურსს საშიშროება არ ემუქრებაო. არადა ვხედავთ, რომ დღეს კურსი კიდევ უფრო დაეცა. ასე რომ, უნდობლობის ფაქტორი არსებობს," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე და დასძენს, რომ "პანიკის საფუძველი არის და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ხელისუფლება უახლოეს პერიოდში რაიმე ქმედითის განხორციელებას ვერ მოახერხებს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ღია წყაროებიდან გამაჩნია და იმ კომუნიკაციიდან, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, უახლოეს პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურება მოსალოდნელი არ არის."

თიკო ოსმანოვა
26.08.2015

ქობულეთში "ქრონიკა +"-ის ჟურნალისტი დავით დევიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ჟურნალისტს ზღვაში ცურვის დროს გული გაუჩერდა, რის გამოც მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლიკა ამირაშვილი
26.08.2015

"სითი პარკის" სამ თანამშრომელს, რომლებიც პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით დააკავა, პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა. თუმცა როგორც "რეზონანსს" "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა უთხრა, ისინი სამსახურში აღდგენილები ამ დრომდე არ არიან.

მანონი ბოკუჩავა
26.08.2015

21 აგვისტოს რუსთავის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 71 374 ლარის ღირებულების 2014 წელს გამოშვებული ავტომობილი, "ტოიოტა ლენდ კრუზერ 70/20" შეიძინა. შესყიდვისას დადებულ ხელშეკრულებაში ჩანს, რომ აღნიშნული ავტომობილისთვის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 374 ლარის გადახდა მოუწია და დარჩენილი თანხის სანაცვლოდ შემსყიდველს - 1 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა.

ეკატერინე ბასილაია
26.08.2015

 საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ, შესაძლოა, კომუნისტური რეჟიმის გასამართლება მოხდეს. რვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა მხარს უჭერს იდეას, შეიქმანს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს.

მაკა ხარაზიშვილი
26.08.2015

 ლარის გაუფასურება 16 წლის წინანდელ რეკორდს უახლოვდება. მთავრობაში კი ამბობენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ხელისუფლება საზოგადოებას ასევე არწმუნებს, რომ აჟიოტაჟს არ აჰყვეს, ვინაიდან კურსი დასტაბილურდება. თუმცა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოისმინა ვალუტის მკვეთრი გაუფასურების რეალური მიზეზები. ასევე არავის უნახავს ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გაწერილი ანტიკრიზისული გეგმა, ან ლარის გაუფასურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, რაც საზოგადოებას დამშვიდების საფუძველს მისცემდა.

ია აბულაშვილი
26.08.2015

"ფირსმანაშვილის ბიოგრაფიული ფაქტების ჩაწერა დავიწყე 1922 წელს. ჩაწერას ვაწარმოებდი დღიურის სახით. მასალების შესაკრებად მე ვინახულე ღვინის ვაჭრები, ქუჩის მხატვრები, მღებავები, საზანდრები. მეთევზეები. დალაქები, ყასბები, მედროგეები, მეჩექმეები, რკინიგზის კონდუქტორები, მხატვრის მეგობრები, მცნობები და პატივისმცემელები. მე იქვე ვწერდი მათს საუბარს "საწყალ ნიკალას" უბრალო ცხოვრებაზედ. ამ ნედლ მასალას, რაც სტენოგრაფიული სისწორითაა თითქმის ჩაწერილი და უმეტესად დაუმუშავებელიცაა- ახლა ვაქვეყნებ..."


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×