ია აბულაშვილი
22.08.2015

 "დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირება შეიძლება უფრო გამწვავდეს და უკრაინის კონფლიქტის შემდეგ დაძაბულობის ცენტრი ახლა უკვე სამხრეთ კავკასია გახდეს", - ასეთ პროგნოზს აკეთებენ აშშ-ის ანალიტიკური სააგენტოს - "სტრატფორის" ექსპერტები.

ლიკა ამირაშვილი
22.08.2015

 ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. 11 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ბოიკოტს გუშინ "ნაციონალური მოძრაობაც" შეურთდა. საპარლამენტო უმცირესობა არჩევნების მაჟორიტარული სისტემის შეცვლას ითხოვს. მათი განცხადებით, ქვეყანაში კრიზისია შექმნილი და ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს.

ელზა პაპოშვილი
22.08.2015

 აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ე.წ ჯანდაცვის მინისტრი ანზორ გოოვი აცხადებს, რომ აფხაზებს სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა აწუხებს. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო "აპსნიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში იასუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
22.08.2015

13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას მერია უახლოეს დღეებში გეგმავს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა პირველადი გაწმენდა უკვე ჩაატარა. ახლა იგეგმება ტერიტორიის გასუფთავება, რომ შესაბამის ტექნიკას საშუალება ჰქონდეს მიუახლოვდეს ადგილს და დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები.

ია აბულაშვილი
22.08.2015

 მართალია, საბჭოეთში სტუმრად კაპიტალისტური ქვეყნების პირველი პირები დიდი ინტენსიურობით არ ჩამოდიოდნენ და არც საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები დადიოდნენ ხშირად სამსახურებრივი მივლინებით უცხოეთში, მაგრამ საბჭოთა კავშირს მაინც არც ისე მყარად ჰქონდა კარი ჩაკეტილი.

ელზა პაპოშვილი
21.08.2015

 გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სპეკულაციები ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიზნად ისახავს სპეკულაციებსა და "საზოგადოების გაბანგვას". არადა, სიმართლე "ისეთი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანია, რომ თვალის ერთი შევლებითაც ჩანს."

თიკო ოსმანოვა
21.08.2015

 შემოდგომაზე მთავრობაში შესაძლოა მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და რამდენიმე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწიოს. კულუარული ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გასულ შაბათ-კვირას ურეკში ბიძინა ივანიშვილთან "საიდუმლო სერობაც" გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პოსტების დატოვება მოუწევთ.

თიკო ოსმანოვა
21.08.2015

 "საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე "ქართულ ოცნებას", შესაძლოა, ჰქონდეს რეიტინგის ვარდნა, თუმცა ისინი ამას აუცილებლად დაძლევენ. ბოლომდე ალბათ, ვერ აქაჩავენ, როგორც 2012 წელს, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა აუცილებლად ექნებათ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა, რომელსაც საზოგადოების განწყობებზე და პარტიების რეიტინგებზე ვესაუბრეთ.

ია აბულაშვილი
21.08.2015

 "ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, რომ ახალი სახეები მიიწვიოს "ოცნებაში", რომელიც ფლობს ადმინისტრაციულ რესურსს და ისიც მნიშვნელოვანია, რომ სხვა პოპულარული პოლიტიკური ძალა ჯერ არ ჩანს"- აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ესაუბრა.

ლიკა ამირაშვილი
21.08.2015

 უმაღლესში ჩაბარებისას სკოლის ნიშნებს მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტების არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

სალომე სარიშვილი
21.08.2015

 ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ენგურჰესი იქნება პირველი ინდუსტრიული ძეგლი, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.

მაკა ხარაზიშვილი
21.08.2015

 გადასახადებისთვის თავის არიდება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება - ამ მოტივით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კაზინო "აჭარაში" შევიდა. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კაზინო "აჭარის" მიმართ სკანდალები არ წყდება. ერთ-ერთ ყველაზე სარფიან ბიზნესში წილების განაწილებაზე ღია თუ ფარული ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×