ვახტანგ შამუგია 20.08.2015
11 აგვისტოს თბილისში გამართულ უეფას თასის ფინალურ შეხვედრაზე აფხაზი ახალგაზრდების ჯგუფის დასწრებამ სოხუმში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იქაურმა საზოგადოებამ ისინი, თითქმის ერთხმად, სამშობლოს მოღალატეებად და "აფხაზი ერის სამარცხვინო შვილებად" შერაცხა.
|
ლიკა ამირაშვილი 20.08.2015
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და აბიტურიენტები ჩარიცხვის პასუხის მოლოდინში არიან. განათლების ექსპერტები ტესტებში ხარვეზების არსებობაზე საუბრობენ, რომელიც, მათი თქმით, ყოველ წელს მეორდება. როგორც განათლების ექსპერტმა ზურაბ ვახანიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, ტესტებში ხარვეზებით ზოგადი უნარები და სავალდებულო ქართული ენა გამოირჩევა. მისი თქმით, შეცდომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც აბიტურიენტების შეფასებაზეც უარყოფითად მოქმედებს.
|
ია აბულაშვილი 20.08.2015
"ქართულ ოცნებას" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს. თუმცა მიზნის მისაღწევად დიდი მუშაობა მოუწევს. მთავარი მაინც ის არის, გამარჯვების რა ხარისხი იქნება. "ქართული ოცნების" სრული გამარჯვება იქნება ის, რომ არ დასჭირდება კოალიციის შექმნა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება" არ არის ამისთვის მზად," - აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" საბჭოს სამომავლო გეგმებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 20.08.2015
საბერძნეთის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს მკვლელობასა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილ ქართველ ცოლ-ქმარს, რომელთაც კუნძულ იდრაზე კაფე-ტავერნას მეპატრონის წამება და გაძარცვა ედებათ ბრალად.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.08.2015
წელიწადზე მეტი გავიდა და თბილისის მერის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება - "სითი პარკის" პრობლემა ისევ გადაუჭრელია. საარჩევნო კამპანიისას მერობის კანდიდატი ამბობდა, რომ თბილისელებს "სითი პარკს" მოაშორებდა, მერად გახდომისთანავე მოსახლეობამ მორიგი დაპირება მიიღო, რომ ახალ წლამდე ყველაფერი გაირკვეოდა, შემდეგ - პრობლემა გაზაფხულზე მოგვარდებოდა. ახლა შემოდგომა მოდის და თბილისის მერიიდან ისევ ეს ფრაზები გვესმის. ამასობაში, "სითი პარკი" მშვიდად აგრძელებს წინა ხელისუფლების დროს დაწყებულ საქმიანობას, "იპარავს" ავტომობილებს და შემოსავლების დიდ ნაწილს ისევ საკუთარ ბიუჯეტში აგროვებს.
|
მარიკა გოგოხია 19.08.2015
(სპეციალურად "რეზონანსისთვის" გალიდან)
რუსების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონი არის ტერიტორია, სადაც ოკუპანტებს საკუთარი ცხოვრება უნდა მოჰპარო. ვინ - მეტად, ვინ - ნაკლებად შესძლო წელში გამართვა და "თვითნებურად დაბრუნებულის" სტატუსის გამართლება. თუმცა, ეს მხოლოდ მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის...
|
ია აბულაშვილი 19.08.2015
"აშშ უფრო მკაფიო უნდა იყოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აშშ-მ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - მაპი არ არის აუცილებელი ალიანსში გასაწევრიანებლად. 2008 წელს ალიანსი საქართველოს დაჰპირდა გაწევრიანებას. ეს ნატოს ყველა სამიტზე დადასტურდა," - აცხადებს ლუკ კოფი.
|
ვახტანგ შამუგია 19.08.2015
17 აგვისტოს, მოულოდნელად, სომხეთის, რუსეთის ფედერაციის სამხრეთი სამხედრო ოლქის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.08.2015
ამერიკული კონსერვატიული კვლევითი ცენტრის, "მემკვიდრეობის ფონდის" ანალიტიკოსმა, ლუკ კოფმა ამავე ორგანიზაციის ვებსაიტზე ცცც.რუკშეფპუ.წკპ-ზე გამოაქვეყნა სტატია "შესანიშნავი შესაძლებლობა შშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების განვითარებისთვის", სადაც ამბობს, რომ ევროპაში, საქართველო ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა და ნატო-საქართველოს კავშირები ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მისი აზრით, დროა, აშშ-მ საჯაროდ განაცხადოს, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად მაპი არ სჭირდება.
|
ლიკა ამირაშვილი 19.08.2015
ისევე როგორც გასულ წელს, საკითხმა, ვინ უნდა წარმოადგინოს საქართველო გაეროს გენასამბლეაზე, თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ღვარძლიანი კომენტარები.
|
ვახტანგ შამუგია 19.08.2015
17 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს "საგანგებო შეთანხმებას", რომლის თანახმადაც, ამ ორი "ქვეყნის" მოქალაქეები ერთმანეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესძლებენ გადაადგილებას.
|
ელზა პაპოშვილი 19.08.2015
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი გაამართლა. ის მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანებისა, ანუ ბერიანის სახლში ხანძრის გაჩენისა და ტარნსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემის ფაქტზე სცნო დამნაშავედ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|