გვანცა ღვედაშვილი
18.08.2015

  ჭაუხის მყინვარი, რომელიც ყაზბეგსა და ხევსურეთს შორის არის მოქცეული, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყაზბეგის მხარეს იგი ქვიანი ყინულით ხასიათდება, ხევსურეთის მხრიდან კი მთლიანი ყინულით იყო დაფარული. თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით ჭაუხზე ყინულის მასა თითქმის აღარ არის.

მარი ჩიტაია
18.08.2015

 გალიდან

აფხაზეთში კონფლიქტის ხაზს ყოველდღიურად ასობით ადამიანი სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მიზნით კვეთს. მათ შორის ბევრია იმერელი და გურული, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლუკმა-პურის საშოვნელად "სტუმრის სტატუსით" გადადის. შეიძლება ითქვას, რომ ცნება "იაფი მუშახელი" დასავლეთ საქართველოში უკვე არც არსებობს, რადგან სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება კატასტროფულადაა გაძვირებული.

ლიკა ამირაშვილი
18.08.2015

საქართველო-რუსეთის საზღვარი ფსოუსა და როკის გვირაბის მონაკვეთების საბაჟო კონტროლისათვის სამმხრივი ქართულ-რუსულ-შვეიცარიული შეხვედრა სექტემბრისთვის გადაიდო. პუსეთთან ურთიერთობაში პრემიერის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა შეთანხმდეს საზღვრის უკონტროლო მონაკვეთზე შვეიცარიელი მებაჟეების განთავსების პირობები, დრო და დეტალები.

ლიკა ამირაშვილი
18.08.2015

 სექტემბრის ბოლოს ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბელაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოდის. პარალელურად, პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ჯერ კიდევ ივლისში იუწყებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის მიწვევას იღებს და ნიუ იორკში ასევე სექტემბრის ბოლოს ჩადის. როგორ დაკომპლექტდება ორი დელეგაცია, დეტალები ამ დრომდე არ კონკრეტდება.

ელზა პაპოშვილი
18.08.2015

ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა "რეზონანსთან" ინტერვიუში, ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება გააპროტესტა. როგორც მეტრეველი აცხადებს, ის ხშირად ესწრებოდა აღნიშნულ სასამართლო პროცესებს და მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარებოდა.

სალომე სარიშვილი
17.08.2015

 ტაბაწყურის ტბის გარშემო შექმნილი დაპირისპირება ისევ არ წყდება. ადგილობრივთა ნაწილი კვლავ თევზჭერის აკრძალვას აპროტესტებს და კერძო მესაკუთრის - სომხეთის პარლამენტის დეპუტატ ვარდან აივაზიანის "კომპანიისათვის" ლიცენზიის ბათილად ცნობას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ მესაკუთრე მათ ტბაში თავისუფლად თევზაობის უფლებას არ აძლევს, რის გამოც იძულებულნი ხდებიან, თევზი მალულად დაიჭირონ. ამბობენ, რომ ამის გამო ხშირად პრობლემები სამართალდამცველებთან და ტბის დირექციასთან ექმნებათ.

იაგო ნაცვლიშვილი
17.08.2015

 ახლო მომავალში, შესაძლოა, ნავთობზე ფასი შემცირდეს. გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ბლუმბერგის" ცნობით, ახლო მომავალში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 49 აშშ დოლარიდან 10-20 დოლარამდე შემცირდება. სააგენტო ამ ცნობას ცნობილ ამერიკელ ეკონომისტ გერი შილინგზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელზა პაპოშვილი
17.08.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და ასევე თეა წულუკიანის ხიდაშელთან დაპირისპირების თემაზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ის სრულიად იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებაზე და თვლის, რომ მოსამართლე ყველანაირი პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალია.

ლიკა ამირაშვილი
17.08.2015

 რამდენიმე დღის წინ აქვს პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით სასჯელი ხარშილაძეს 1 წელი და 9 თვით, ხოლო ძაძამიას კი 11 თვითა და 41 დღით განესაზღვრა.

ვახტანგ შამუგია
17.08.2015

  თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მისი განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ახალი სიტყვა ქართული ავიამშენებლობის ისტორიაში. რაც მთავარია, მისი თანამონაწილეები არიან ის ფრანგული და ებრაული კომპანიები, რომლებსაც ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. ეს კი ამ წამოწყების წარმატების შანსებს ერთი-ორად ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური, კერძოდ კი რუსული პრესა, "თბილავიამშენის" ხელმძღვანელ ნოდარ ბერიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ია აბულაშვილი
17.08.2015

 დღევანედელ სტატიაში მკითხველს შევახსენებთ რამდენიმე ნაცნობ თუ უცნობ ამბავს, რომელიც ხდებოდა საბჭოთა საქართველოს პირობებში. კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გადაურჩა ცნობილი რეჟისორების ფილმები პარტიული ელიტის კაპრიზებს, როგორი შეფარვით იბეჭდებოდა დისიდენტური განწყობის პუბლიკაციები საბჭოთა პრესაში და ა.შ.

ვახტანგ შამუგია
15.08.2015

 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამთავრობო ჯარების სამხედრო კოლონები შევიდნენ. დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ამ ომმა, სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან 8 ათასამდე ქართველისა და 2 500-დან 3 000-მდე აფხაზის სიცოცხლე შეიწირა. თბილისმა აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა, 300 000 ქართველი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×