იაგო ნაცვლიშვილი 15.08.2015
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილების მიმართ გამოთქმული შეფასება ორი მინისტრის დაპირისპირებაში გადაიზარდა. წულუკიანმა ხიდაშელს მედიის საშუალებით საკუთარი სამინისტროს პრაქტიკის შესახებ უამბო, ხიდაშელმა კი თქვა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობის მიხედვით მუშაობს და არაფორმალურად რა არის დადგენილი იუსტიციის სამინისტროში, მან ეს არ იცის. მის ამ განცხადებას წულუკიანმა კიდევ ერთხელ უპასუხა და აღნიშნა, რომ "მისი ფიქრები ძალიან შორს წასულა".
|
ელზა პაპოშვილი 15.08.2015
საქართველოს რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული კონტრსანქციები არ შეეხება, რადგანაც, როგორც მოსკოვში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში უმნიშვნელოა.
|
სალომე სარიშვილი 15.08.2015
"სასამართლოს განჩინება არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს," - ეს განცხადება სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაავრცელა და აღნიშნა, რომ სასამართლომ საკუთრების უფლება იმაზე მეტად შეზღუდა, ვიდრე ამას მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი მოითხოვს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 15.08.2015
შემოდგომიდან პარლამენტი "მომხარებელთა უფებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, რომელიც რამდენიმე სიახლეს შეიცავს.
|
ლიკა ამირაშვილი 15.08.2015
რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები "თეთრი ბაირაღები" გააკრიტიკა. ამას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 14.08.2015
ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "კაბელების საქმეზე" რამდენიმე თვის წინათ გათავისუფლებული პირების უწყებაში აღდგენას დადებითად აფასებს. ამბობს, რომ თავის დროზე მმართველმა გუნდმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ახლა კი სამინისტროში მათი აღდგენა შეცდომის გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
|
თეა ბეჟიტაშვილი 14.08.2015
გუშინ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ ქვეყნების სიის გაფართოებაზე, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. ეს ქვეყნებია ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი. მოსალოდნელი იყო, რომ სიაში საქართველოც იქნებოდა, თუმცა მედვედევს საქართველო არ უხსენებია.
|
ლიკა ამირაშვილი 14.08.2015
დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების თავდაცვის სამინისტროში აღდგენასთან დაკავშირებით ბატონ ღარიბაშვილს უსიამოვნოდ გაუკვირდებოდა, აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი.
|
ვახტანგ შამუგია 14.08.2015
2015 წლის უეფას სუპერთასის თბილისში გამართულმა ფინალურმა მატჩმა დიდი ვნებთაღელვა გამოიწვია. მას 52 000-მდე მაყურებელი დაესწრო, რითაც ერთგვარი რეკორდიც კი დამყარდა, რადგანაც აქამდე გამართულ არცერთ ფინალურ თამაშს ამდენი მაყურებელი არ ჰყოლია. თუმცა ამ თამაშს დიდი გამოხმაურება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანსა და არაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც მოჰყვა.
|
ელზა პაპოშვილი 14.08.2015
თბილისის პირველ სამშობიაროში 12 აგვისტოს, გვიან მშობიარობისას ახალშობილი გარდაიცვალა, რომლის დაღუპვაშიც მშობლები სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ექიმები უპასუხისმგებლოდ და უყურადღებოდ მოიქცნენ, რასაც ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა სამშობიაროს დირექტორი ზაზა ავალიანი აცხადებს, რომ მშობიარობას თავად ესწრებოდა და მედიკოსებს შეცდომა არ დაუშვიათ.
|
სალომე სარიშვილი 14.08.2015
ა/ო "სიდას" დირექტორი ზვიად დევდარიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "რუსთავის 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობოებს შეკითხვები მომჩივან მხარეთან - ქიბარ ხალვაშთან აქვთ და მასთან შესახვედრად სამოქალაქო სექტორი მზაობას გამოთქვამს.
|
ია აბულაშვილი 14.08.2015
50 წელზე მეტი გავიდა ფიდელ კასტროს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, თუმცა ჩვენს თანამოქალაქეებს დღესაც ახსოვთ რევოლუციური კუბის ლიდერის სტუმრობა. სწორედ ამ პერიოდის რამდენიმე ცნობილ თუ უცნობ ამბავს შევახსენებთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.
|