იაგო ნაცვლიშვილი 13.08.2015
საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა გრძელდება. გუშინ და გუშინწინ სასამართლომ ბრალდებულის სტატუსით მისი დაცვის ყოფილი წევრები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დაკითხა. ხარშილაძემ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ ჟვანიასგან შეთავაზება მასაც ჰქონდა. აქამდე კი იმიტომ არ საუბრობდა, რომ გარდაცვლილი პრემიერის რეპუტაციას უფრთხილდებოდა.
|
სალომე სარიშვილი 13.08.2015
თბილისის საკრებულომ მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების, საკრებულოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი პროექტის ერთი თვით გადადებას მოითხოვდნენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით კომპეტენტური განხილვა არ გამართულა, ნაკლები იყო საზოგადოების ჩართულობაც, რაც თბილისის ისტორიულ უბანს კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 13.08.2015
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებს, ამის შესახებ მან სამშაბათს "დინამო არენაზე" "ბარსელონა" "სევილიას" შორის გამართული სუპერთასის ფინალის შემდეგ განაცხადა. სიჭინავამ აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც თავად მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი განცხადებით, ის ფეხბურთიდან ბიზნესში მიდის.
|
ია აბულაშვილი 13.08.2015
"დღეს არც 2003 წელია და არც 2011 წელი. საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხზე უკვე შექმნილია, საზოგადოებამ, ყოველ შემთხვევაში მისმა გონიერმა ნაწილმა, მშვენივრად იცის "რუსთავი 2"-ის ანატომია და მისი პოლიტიკური სახე" - აცხადებს მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 13.08.2015
ტელეკომპანიამ ქონებაზე დადებული ყადაღა გუშინ გაასაჩივრა. ამ საჩივრით "რუსთავი 2" 5 აგვისტოს მიღებული განჩინების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის მთლიან ქონებას ყადაღა დაედო.
|
თეა ბეჟიტაშვილი 12.08.2015
ე.წ. საზღვრის გადმოწევა, რუსული ემბარგო, ცეცხლის გახსნა ცენტრალურ მაგისტრალზე - ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რაც სპეციალისტების თქმით, რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში უახლოეს პერიოდში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განახორციელოს.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.08.2015
ბოლო დროს აქტიურად დაიწყო ლაპარაკი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის შესახებ - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეფორმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
|
იაგო ნაცვლიშვილი 12.08.2015
"რუსი ოკუპანტები ზღვარს დიდი ხანია გადასცდნენ. ძალიან თავხედურად მოქმედებენ. ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ოკუპანტები ზღვარს არ გადასულან. საინტერესოა სად გადის ზღვარი? მაინცდამაინც აუცილებელია, რომ ცენტრალურ მაგისტრალამდე მოვიდნენ და აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს შორის კავშირი გაწყვიტონ?! ეს იქნება ზღვარს გადასვლა?! ხელისუფლების ამ პოზიციას ვერაფრით ვერ გავიზიარებ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
|
ია აბულაშვილი 12.08.2015
"გაიუს იულიუს კეისარი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მხადართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწეა, რომელმაც გააფართოვა რომის იმპერიის საზღვრები, დაიპყრო კელტებით დასახლებული დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.
|
იაგო ნაცვლიშვილი 11.08.2015
ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღმნიშვნელი კიდევ ორი ბანერი გამოჩნდა - ამჯერად ოკუპანტებმა ბანერები ქარელის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ თამარაშენის განაპირას დაამონტაჟეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ძველი ბანერებიდან ახალ ნიშნულამდე მანძილი დაახლოებით 800 მეტრია.
|
იაგო ნაცვლიშვილი 11.08.2015
"რუსთავი 2" დასავლეთს რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ეს იქნება ქვეყნის პრობლემა, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანს. ყველა შემთხვევაში ეს პროცესი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.
|
იაგო ნაცვლიშვილი 10.08.2015
არ ცხრება ვნებათაღელვა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარასკევს ტელეკომპანიის წილებსა და ქონებას ყადაღა დაედო, მეწილეებს ეკრძალებათ ტელეკომპანიის სახელით რაიმე ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში რაიმე ცვლილების შეტანა... სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|