ვახტანგ შამუგია
10.08.2015

  აგვისტოს ომმა საქართველოს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა. დამარცხება ქვეყანას ტერიტორიების ანექსიად, 150 000-მდე იძულებით გადაადგილებულ პირად, 400-მდე დაღუპულ მოქალაქედ დაუჯდა. რა იყო ამ ომში დამარცხების მიზეზი? რა შეცდომები იქნა დაშვებული ქართული პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტის მიერ? ამ და სხვა თემებზე "მთელ კვირას" სამხედრო მიმომხილველი გიორგი ინაური ესაუბრა.

იაგო ნაცვლიშვილი
10.08.2015

 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შესაძლოა ჰააგის ტრიბუნალმა გამოიძიოს, ან შესაძლოა გამოძიება საქართველოში დაიწყოს, - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შაბათს, 8 აგვისტოს მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.

თეა ბეჟიტაშვილი
10.08.2015

 "სრულიად ცხადია, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ისინი ერთმანეთში არ არჩევენ "რუსთავი 2"-ს და "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ ტელეკომპანიის წართმევით ოპოზიციის დასუსტებას ცდილობენ," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია.

თეა ბეჟიტაშვილი
10.08.2015

 "ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს სასამართლოში იჩივლოს და თავისი უფლებები დაიცვას, ხოლო ვინც ამის განხილვას იწყებს, ის უკვე ადამიანის უფლებას არღვევს. ქიბარ ხალვაშს როცა უნდა მაშინ იჩივლებს და იდავებს, რამდენად სამართლიანი და საფუძვლიანია ეს ჩივილი, უკვე სასამართლოში დადგინდება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე.

ია აბულაშვილი
10.08.2015

 დღევანდელი სტატიის მიზანი კრემლის ღრმად წასული ინტრიგების წარმოჩენა არ გახლავთ, მაგრამ ჩვენს მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ეპიზოდი, თუ რა ხდებოდა მეოცე საუკუნის 50-60-იანი წლების კრემლის კულუარებში, კერძოდ, თუ როგორი იყო ცეკას გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ამაში კი დაგვეხმარება ცეკას ყოფილი პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის ქალიშვილი ნინო მჟვანაძე.

ვახტანგ შამუგია
08.08.2015

 ე.წ. "ხუთდღიანი ომიდან" უკვე შვიდი წელი გავიდა. მას შემდეგ საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად ამისა, დღემდე ბევრი შეკითხვაა, რომელიც პასუხს ელოდება. ვინ დაიწყო ომი? რატომ დამარცხდა საქართველო? შეიძლებოდა თუ არა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება? - ამ და სხვა კითხვაზე პასუხი საზოგადოებას დღემდე არ აქვს და ალბათ კიდევ დიდხანს არ ექნება, რადგანაც, როგორც ნათქვამია, "ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს."

იაგო ნაცვლიშვილი
08.08.2015

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის წილებსა და ქონებას ყადაღა დაედო, რაც გულისხმობს იმას, რომ ტელეკომპანიის მეწილეებს ეკრძალებათ ტელეკომპანიის სახელით რაიმე ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში რაიმე ცვლილების შეტანა...

ია აბულაშვილი
08.08.2015

 "საქართველოს მთავრობა მოქმედებს მთელ მსოფლიოში გავრცელებული ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმის პრინციპით, რაც თავისთავად გულისხმობს ქვეყნის ინტერესების უპირატესობას სხვა დანარჩენ ფაქტორებზე," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" რუსეთის მიერ შესაძლო ემბარგოს დაწყების შესახებ ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
08.08.2015

 ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 წლის ლიზა შენგელიას მკვლელობაში ბრალდებულ მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იაგო ნაცვლიშვილი
08.08.2015

 ევროპული სასამართლოს განჩინებით საქართველოს ხელისუფლებას დაევალა, რომ აწარმოოს ეფექტური გამოძიება ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ფაქტზე. საქმე ეხება 2009 წლის 15 ივნისის აქციას, სადაც "მაესტროს" ჟურნალისტებს აქციის დაშლის გადაღებული კადრები წაუშალეს, "ახალი მემარჯვენეების" წევრს კი ფოტოსურათები. სარჩელი მომჩივნების სახელით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გაგზავნა. სასამართლომ გადაწყვეტილება 23 ივნისს გამოიტანა, განჩინება სასამართლოს ვებ-გვერდზე ივლისის ბოლოს აიტვირთა. განჩინების აღსრულებაზე მონიტორინგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.

თეა ბეჟიტაშვილი
08.08.2015

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძეს შორის ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

თეა ბეჟიტაშვილი
07.08.2015

 "კაიროს ქუჩაზე, სადაც ახლა ძაღლები გვყავს, მოსახლეობასთან სერიოზული პრობლემა გვაქვს. საქმე ისაა, რომ ჩვენსა და მაცხოვრებლებს შორის საერთო კედელია და ძაღლების ყეფით ხალხი წუხდება, ახლა მერიაშიც გვიჩივლეს, ამასთან დაკავშირებით მერიაში დღეში 5-6 საჩივარი შედის. ისეთ ადგილს ვეძებ, სადაც მეზობელი ასე ახლოს არ იქნება," - ამბობს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×