თიკო ოსმანოვა
02.07.2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ უწყებად ჩამოყალიბება დასკვნით ფაზაში შედის. გომელაურის უწყებას უსაფრთხოების სამსახური უახლოეს კვირაში გამოეყოფა, რომლის ხელმძღვანელსაც პარლამენტი 6 წლის ვადით აგვისტომდე აირჩევს.

ელზა პაპოშვილი
02.07.2015

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნეში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 20 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი ზურაბ ლ. დააკავა.

თაკო მათეშვილი
01.07.2015

 ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოს მოსახლეობისაგან არ დაცლის - ამ მოსაზრებას აფიქსირებს პოლიტოლოგთა ნაწილი და ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების სტიმულადაც კი იქცეს. თუმცა, მეორე ნაწილი საფრთხეს აბსოლუტურად რეალურად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ უვიზო რეჟიმი ისედაც მძიმე დღეში მყოფ დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

იაგო ნაცვლიშვილი
01.07.2015

 "კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ბოლომდე დაცული იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა მარტოა ამ პრობლემების წინაშე. "ისლამური სახელმწიფო" ჩრდილოეთ კავკასიაში ქმნის თავის წარმომადგენლობას, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო მიმართულებით, რომ საქართველო ამ ბრძოლაში მარტო არ იყოს.

იაგო ნაცვლიშვილი
30.06.2015

 "ისლამურმა ხალიფატმა ჩამოაყალიბა თავისი ადმინისტრაციული ერთეული კავკასიაში და მისი საშუალებით ახორციელებს კონტროლს ამ ტერიტორიაზე. კონკრეტულად პანკისზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კავკასია ნიშნავს მთელ კავკასიას და არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას. იატაკქვეშეთში თუ არსებობს ჯგუფი, რომელიც ემორჩილება ისლამურ ხალიფატს, გარკვეული კონტროლის განსახორციელებლად ესეც საკმარისია.

თეა ბეჟიტაშვილი
30.06.2015

 "გამორიცხული არ არის, რომ ვერეს ხეობასა და წყნეთი-ბეთანიის გზაზე კიდევ არის აკუმულირებული მასალა, რაც საფრთხის შემცველია - იქ მეწყერი მთლიანად არ არის ჩამოსული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელი რევაზ გეთიაშვილი.

თიკო ოსმანოვა
30.06.2015

ვერეს ხეობაში დატრიალებული სტიქიური უბედურებიდან ორი კვირის თავზე მზიურსა და ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს - წინასწარი ინფორმაციით, ზარალი 100 მილიონ ლარს აღწევს. გარდაცვლილია 20 ადამიანი, დაკარგულია 3 და იძებნება ერთი ვეფხვი, რომელთან დაკავშირებითაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოსახლეობისგან დღე-ღამეში ათობით ზარი და ინფორმაცია შედის.

თაკო მათეშვილი
30.06.2015

ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმის მიღების შანსი - სწორედ ესაა სპეციალისტთა აზრით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან გასული ერთი წლის შედეგი.

ია აბულაშვილი
29.06.2015

 "ეს დოკუმენტი ნამდვილად არსებობს და შემიძლია მისი ასლები გაჩვენოთ", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ.

ეკატერინე ბასილაია
29.06.2015

 უკვე ერთი კვირაა, აფხაზი "დეპუტატები" აფხაზეთის სუვერენიტეტის შელახვასა და რუსეთის პრემიერის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის მხრიდან შანტაჟზე ძალიან აღშფოთებულ განცხადებებს აკეთებენ. მართალია, ყველა ე.წ. პარლამენტარის გამოსვლაში კრემლის პოლიტიკის კრიტიკა არცთუ თამამია, მაგრამ სურკოვის ღია ლანძღვაში ანტირუსული ქვეტექსტი მრავლადაა, ხოლო აფხაზური მედია რუსული პოლიტიკის ღია და მწვავედ კრიტიკას უკვე არ ერიდება.

თაკო მათეშვილი
29.06.2015

 სვანაძის ქუჩა სტიქიიდან ორი კვირის შემდეგაც ტალახიანი, დანგრეული და ხალხმრავალია. დილიდან საღამომდე მისი და ვერეს ხეობის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კი სახლებიდან გადარჩენილი ნივთები გააქვთ. ამბობენ, რომ მათი ზარალის აღსაწერად ხელისუფლებიდან ჯერ არავინ მისულა. ოჯახების დაკარგული ქონება არავის აღურიცხავს. რაც შეეხება დაზარალებულ ადამიანთა სიას, რომელიც მერიაში აქვთ, იგი 2-3-ჯერაა გაბერილი. შესაბამისად, შიშობენ, რომ დაზარალებულთა სიაში ზედმეტი ხალხის შეყვანა მავანთ ხელის მოთბობის საშუალებას მისცემს.ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ დედაქალაქის მერიასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და ამბობენ, რომ როგორც ადამიანების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა უკვე რამდენიმე დღის წინ თავად ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტელეკამერების თანდასწრებით ჩატარდა. ახლა კი ეს ინფორმაცია მუშავდება, რის შემდეგაც თითოეული ოჯახის კომპენსაციისათვის საჭირო თანხა გახდება ცნობილი.

რუსა მაჩაიძე
29.06.2015

 პრეზიდენტი მესამე ვეტოსთვის ემზადება. მას ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უჭერენ მხარს და ზურგს საერთაშორისო ხელშეკრულება უმაგრებს. საუბარია ევროკავშირთან ზუსტად ერთი წლის წინ გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელსაც პირველი მოსმენით მიღებული ცვლილება რამდენიმე ასპექტში ეწინააღმდეგება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×