ელზა პაპოშვილი 24.06.2015
"ჩემი აზრით, ალასანიამ ფაქტობრივად საიდუმლო ინფორმაცია გააჟღერა," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გარშემო "თავისუფალი დემოკრატების" აქტიურობის კომენტირებისას.
|
სალომე სარიშვილი 24.06.2015
კახის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც აზერბაიჯანში ერთადერთი მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ტაძარია, მოძღვრის გარეშეა დარჩენილი. ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და განუცხადეს, რომ მღვდელმსახურების გაგრძელების შემთხვევაში აუცილებელია მან აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღოს, როგორც ამას ადგილობრივი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამის შესახებ არქიმანდრიტმა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბოლოოდ კახიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან საქართველოს ვერც ერთმა უწყებამ მისი უსაფრთხოების დაცვა ვერ მოახერხა.
|
ია აბულაშვილი 24.06.2015
"ათეული წლების მანძილზე ჩვენმა ხელისუფლებებმა მიმაჩვიეს, ჯანსაღი ეჭვით შევხედო მათ აღფრთოვანებულ განცხადებებს და დაველოდო უფრო სარწმუნო ინფორმაციას" - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ საგარეო კუთხით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 24.06.2015
გუშინ საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსსა და სასულიერო პირებს შორის ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 24.06.2015
გუშინ საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსსა და სასულიერო პირებს შორის ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
|
ელზა წიკლაური 23.06.2015
 საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო მცირე დრო რჩება. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ და კრედიტორებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, საბერძნეთი თვის ბოლოს ფულის გარეშე დარჩება, რასაც დეფოლტი და, შესაძლოა, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლაც მოჰყვეს. არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბერძენი ახალგაზრდები ქვეყანიდან გარბიან, მათ გზას მიჰყვება ქართველი ემიგრანტების ნაწილიც.
|
თიკო ოსმანოვა 23.06.2015
საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ახლა უკვე კატეგორიულად ითხოვს. თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მომავალი წლის ვარშავის სამიტზე მაპი უნდა მივიღოთ. მისივე თქმით, ეს ტონი არ შერბილდება. ხიდაშელის კატეგორიულობა ქართველი პოლიტოლოგებისთვის მისაღებია, თუმცა რამდენად გაჭრის ეს ტონი ბრიუსელში, არ იციან.
|
იაგო ნაცვლიშვილი 23.06.2015
"შესაძლოა, მე ბევრი შეცდომა დავინახე ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მთავარი და პრინციპული, რაც დავინახე, იყო ის, რომ ხელისუფლება მოქმედებდა ადამიანური ფაქტორებით. თუ ოპოზიციამ დაინახა შეცდომები, მაშინ მოსულიყვნენ და სადაც სუსტი რგოლები იყო, იქ დამდგარიყვნენ და ხელი გაენძრიათ საქვეყნო საქმისთვის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
|
რუსა მაჩაიძე 22.06.2015
 მკვლელი შენობები - ასეთია სპეციალისტების მიერ ბოლო პერიოდის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დახასიათება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ადამიანებისთვის საფრთხის შემცველები აღმოჩნდნენ. ეს მიზეზები კი არც ისე ბევრია - ისინი ან არასწორად არის აშენებული, ან არასათანადო ადგილას ან ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული. ასეთი ნაგებობები კი საქართველოში ძალიან ბევრი აღმოჩნდა.
|
ლიკა ამირაშვილი 22.06.2015
ქალის მიმართ უკანონო თვალთვალი, სატელეფონო ან ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაცია, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, ორ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ახალი კანონი ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალის მიმართ თვალთვალის ცალკე კანონად გამოყოფა არაგენდერულია.
|
თიკო ოსმანოვა 22.06.2015
რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით კვლავ აქტიურად დაინტერესდა, თუმცა, რომელ ფორმატში მოხდება ამ თემის განხილვა გაურკვეველია. ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ.
|
ია აბულაშვილი 22.06.2015
13-14 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებზე, დაშვებულ შეცდომებზე და მათი გამოსწორების გზებზე "მთელი კვირა" ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|