ეკატერინე ბასილაია
26.06.2015

 სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" გააქტიურებას ჩრდილოეთ კავკასიაში იწყებს, ყოველ შემთხვევაში - დეკლარაციის დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმის საფრთხე საქართველოს საზღვრებს უახლოვდება.

იაგო ნაცვლიშვილი
26.06.2015

 ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად ბრძოლას განაგრძობს, - ამის შესახებ "რეზონანსთან" "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ამ თემაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერფრაქციული შეხვედრა გუშინაც გაიმართა. ამბობს, რომ ბრძოლის მექანიზმები ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ოპოზიციაში საპროტესტო აქციებზეც საუბრობენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არის.

ია აბულაშვილი
26.06.2015

აშშ-ის სენატმა საქართველოში ახალი ელჩი დაამტკიცა. ამერიკელი დიპლომატი იან კელი საქართველოში მეუღლესთან ერთად სექტემბერში ჩამოვა. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას პეტრე მამრაძემ განაცხადა, იან კელი პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტია, ძალიან დიდი გამოცდილებით.

თაკო მათეშვილი
26.06.2015

 "ზღვაში წვეთი" - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ ინფორმაციას და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რას უპორისპირებს ამას რუსეთი, ძალები არათანაბარია.

ელზა პაპოშვილი
26.06.2015

 11 წლის ბიჭმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნეში და-ძმის თვალწინ, სავარაუდოდ, თავის ჩამოიხრჩო. ჯერჯერობით უცნობია, ბავშვმა ეს გამიზნულად გააკეთა, თუ თამაშის დროს უბედური შემთხვევა მოხდა.

თაკო მათეშვილი
26.06.2015

 იურისტი ლევან ალაფიშვილი მართლსაჯულების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებსა და იმ საკანონმდებლო პაკეტს აფასებს, რომელიც მთავრობამ ახლახან დაამტკიცა და აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი ცდილობს ზოგიერთი საკუთარი ინიციატივა ნინო გვენეტაძისად "გაასაღოს".

სალომე სარიშვილი
26.06.2015

ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი კვლავ ყურადღების მიღმაა დარჩენილი. მე-11 საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი მოუვლელი და მიტოვებულია. ამ დროისთვის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია საქონლის სადგომადაა ქცეული, ხოლო შემორჩენილი ციხის ნაწილი და იქვე მდებარე მეჩეთი ნაგვით და ფუნითაა სავსე. ამ თემაზე "რეზონანსი" 2 კვირის წინ წერდა.

თაია არდოტელი
25.06.2015

 "ამ სტიქიას წყალსადენი სისტემების ნგრევა და დაზიანება არ გამოუწვევია, ამიტომ სასმელი წყალი სრულიად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა", - განუცხადა "რეზონანსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მცენარეული საკვებისა და წყლის ხარისხის სამმართველოს უფროსმა მაია გორდაძემ, დედაქალაქში სასმელი წყლის ხარისხის შეფასებისას.

იაგო ნაცვლიშვილი
25.06.2015

 "რუსეთის პროტესტი გაუგებარია. ის რეალურად გვეუბნება, რომ მე უნდა მქონდეს თავდასხმის საშუალება და შენ თავდაცვის შესაძლებლობა არ უნდა გქონდესო. ომის დროს საჰაერო თავდაცვითი იარაღის გარეშეც ჩამოვაგდეთ რუსეთის თვითმფრინავები. ახლა, როცა ეს იარაღი გვექნება, ასე ადვილად აღარ იფიქრებს ვინმე თავდასხმას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრადიციონალისტების" ლიდერი აკაკი ასათიანი.

თეა ბეჟიტაშვილი
25.06.2015

 "დედაქალაქის შემოგარენში მოსულმა წვიმამ შეიძლება თბილისის მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვიოს... გამოსავალი ნარჩენებით გავსებული ხევების გაწმენდაა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ნინო ჩხობაძე იმ მიზეზების ახსნისას, რის გამოც, შესაძლოა, დედაქალაქში მდინარეები ადიდდეს და ამან სტიქიური უბედურება კვლავ გამოიწვიოს.

ია აბულაშვილი
25.06.2015

 "ორი მტერი ვერ დავაჩოქე, სიკვდილი და ქართველი ერი" - ეს სიტყვები ეკუთვნის შაჰ აბას პირველს, რომელიც სიკვდილის წინ წარმოთქვა. დღევანდელ სტატიაში არ ვაპირებთ "სპარსეთის ლომად" წოდებული შაჰ აბასის პოლიტიკური და სამხედრო კარიერის შეფასებას, მკითხველს მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს შევახსენებთ მისი მმართველობის პერიოდიდან, რომელიც საქართველოს და ქართველებს უკავშირდება

იაგო ნაცვლიშვილი
24.06.2015

 "არ ვიცით, რა იარაღს ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო. ამიტომ დააყენა ჩვენი საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ეს საკითხი, რომ ნდობის ჯგუფის ფორმატში მოხდეს ქალბატონ თინასთან გასაუბრება და შემდეგ ამ ხელშეკრულების ნახვაც, თუ რა მასშტაბის და შესაძლებლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება არის თუ არა ეს ის მემორანდუმი, რომელსაც მე მოვაწერე ხელი. სანამ არ მექნება ზუსტი ინფორმაცია, რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მინისტრმა, იქამდე დასკვნას ვერ გავაკეთებ," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×