თაია არდოტელი
29.06.2015

პატიმართა შიშველი ჩხრეკა და ბუქნების მეთოდი - მსჯავრდებულ ქალთა ჩხრეკის შეურაცხმყოფელი მეთოდები სახალხო დამცველის აპარატის მიერ "სასჯელაღსრულების #5 ქალთა დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშში აისახა.

რუსა მაჩაიძე
29.06.2015

 პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების წლისთავს დაამთხვია. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროკავშირის პროექტების ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება "ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მხრივ პრობლემას შექმნის".

რუსა მაჩაიძე
29.06.2015

პარლამენტარები "ოჯახური მდგომარეობის" მიზეზით სხდომებს ვეღარ გააცდენენ. გაცდენის შემთხვევაში კი ხელფასის 10% ჩამოეჭრებათ, რაც მინიმუმ 300 ლარია. რაც მთავარია, ეს ეხება ერთ გაცდენას და ათი გაცდენის შემდეგ რიგით დეპუტატებს უკვე ხელფასიც აღარ ეყოფათ. "მთელი კვირის" ინფორმაციით, ეს ინიციატივა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელს უკვე მომზადებული აქვს და პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება.

იაგო ნაცვლიშვილი
29.06.2015

დედაქალაქის მთავრობას უფლებამოსილება ეზრდება. შესაბამისი ცვლილება "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შედის, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. ამ ცვლილებების განხორციელებას აკრიტიკებს თბილისის საკრებულოს ოპოზიცია. ამბობენ, რომ კანონის მორგება დავით ნარმანიაზე ხდება, რათა მერიას საკრებულოს მერიის კონტროლის მექანიზმები შეუმცირდეს.

ლიკა ამირაშვილი
29.06.2015

სად, როგორ და როდიდან შეძლებს ქართველი გულშემატკივარი ევროპის სუპერთასზე დასასწრები ბილეთების შეძენას - დღეს გახდება ცნობილი. ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში სპეციალური სტრატეგია რამდენიმე დღის წინ გადააგზავნა, რომლის მიხედვითაც ბილეთების რეალიზაციას კვლავ იშდუეუიშ.პუ მოახდენს, მაგრამ მხოლოდ ქართველ მომხმარებლებზე განკუთვნილ ბილეთებს გაყიდის.

თიკო ოსმანოვა
29.06.2015

 "აიკრძალოს თბილისში "სიტი პარკის" - "უგულავას ხარკის" ოპერირება" - ამ ლოზუნგით მიმდინარე კვირის ბოლოს კომპანიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება, სადაც აქციის მონაწილეები "სიტი პარკის" ავტოსადგომის ბლოკირებას მოახდენენ. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" საბჭოს წევრის ბესო დანელიას განცხადებით, მერიასა და "სიტი პარკს" შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, კომპანია არასწორად გაჩერებული მანქანების საჯარიმოზე გადაყვანას აგრძელებს. მისი თქმით, ბოლო ერთ კვირაში მან ათეულობით ასეთი ფაქტი დააფიქსირა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე კი "მთელ კვირას" ავტომრბოლელი ოთარ თავართქილაძეც ესაუბრება.

თიკო ოსმანოვა
27.06.2015

 საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მინიტორინგთან დაკავშირებით რუსეთის საბოლოო პასუხი შესაძლოა ორიოდე კვირაში გახდეს ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან.

ეკატერინე ბასილაია
27.06.2015

ვერეს ხეობის ტრაგედიიდან 2 კვირის თავზე გარკვეულ ბიზნეს წრეებში ახალი იდეა გაჩნდა - ხეობაში "ქართული მანჰეტენი" უნდა გაშენდეს თავისი მრავალსართულიანი კორუსებით, ბიზნესცენტრებით, სასტუმროებითა და პარკით.

თაკო მათეშვილი
27.06.2015

 "ეს მისი ერთადერთი უფლებაა," - ამბობას ანალიტიკოსი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსალოდნელ ვეტოზე საუბრისას, რომელიც რიგით მესამე იქნება.

თეა ბეჟიტაშვილი
27.06.2015

პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარტიულ სიაში გენდერულ თანასწორობას დაიცავს და პოლიტიკოსი ქალების რაოდენობას გაზრდის, შეიძლება ფინანსურად წახალისდეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და "მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ელზა პაპოშვილი
27.06.2015

გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 17 წლის მოზარდმა თორნიკე მ.-მა თავი მოიკლა. როგორც მისი მეგობრები "რეზონანსთან" საუბარში ყვებიან, ახალგაზრდა საკამოდ გაწონასწორებული, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ის გორის ბაზარში მამასთან ერთად მაღაზიაში მუშაობდა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქტებს ყიდდნენ.

ია აბულაშვილი
27.06.2015

გუშინ მოსკოვში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი. წლების მანძილზე იგი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1998-99 წლებში - რუსეთის პრემიერ-მინისტრი. ევგენი პრიმაკოვი დაიბადა კიევში, ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები კი თბილისში გაატარა. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×