ლიკა ამირაშვილი
19.06.2015

ვერეს ხეობის ახლებურად დაგეგმარების მიზნით მთავრობა სახელმწიფო კომისიას ქმნის. კომისიის მთავარი მიზანია ვერეს ხეობაში სტიქიის საშიშროების შესწავლა და ხეობის ახლიდან დაგეგმარება.

თაია არდოტელი
19.06.2015

 იმის გამო, რომ საზოგადოებას დაჩაგრულის იმიჯი მოსწონს, სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში მთავრობა უკეთ წარმოჩინდა, ვიდრე ოპოზიცია, რადგან დაჩაგრულად სწორედ დღევანდელი მთავრობა გამოჩნდა, - აცხადებს პიარის სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი.

ელზა პაპოშვილი
19.06.2015

 13 ივნისის ღამეს დატრიალებულ ტრაგედიას, სხვა ადამიანებთან ერთად, სამაშველო სამსახურის თანამშრომლის, ზურაბ მუზაშვილის სიცოცხლეც ემსხვერპლა. როგორც მისი მეგობრები და თვითმხილველი მაშველები ყვებიან, მუზაშვილი იმ ტრაგიკულ დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თავის მეწყვილე ლევან კალაძესთან ერთად.

სალომე სარიშვილი
19.06.2015

 "ცნობილია, რომ მდინარე ვერეს ხეობაში სხვადასხვა მშენებლობიდან ნარჩენები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყრებოდა და ეს პროცესი პრაქტიკულად დღემდე გრძელდება, რაც არა მხოლოდ მდინარეს უქმნის პრობლემას, არამედ ეკოლოგიაზეც მძიმედ აისახება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" წევრი ანი ქავთარაძე და დასძენს, რომ ქვეყანას ამ თვალსაზრისით არავითარი პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული.

თაკო მათეშვილი
19.06.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ მამაკაცის დაგლეჯას ხელისუფლების უმოქმედობას აბრალებს, რომელმაც, მისი თქმით, ვერ გაბედა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე შესვლა და მისი შემოწმება.

თაკო მათეშვილი
19.06.2015

იურისტი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე არ გამორიცხავს, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია. მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ვეფხვი ზოოპარკს სულაც არ ეკუთვნოდა და იგი რომელიმე ქვეყნიდან საზღვარზე მალულად გადმოიყვანეს. შემდეგ კი დაკეტილ საწყობში შეიყვანეს, რათა ხალხში შოკი და ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება გაეზარდათ.

იაგო ნაცვლიშვილი
18.06.2015

  ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის რეკონსტრუქცია გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში მიიღეს. სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ გზის გახსნა აუცილებელია, სხვაგვარად საცობების სერიოზული პრობლემა წარმოქმნება. მისი თქმით, გზა გაიხსნება იმგვარად, რომ გადაადგილებისთვის უსაფრთხო იყოს, ამის შემდეგ კი სპეციალისტები შეისწავლიან და თუ რაიმე სარისკო საკითხი გამოიკვეთება, მაშინ მერია ალტერნატიულ ვარიანტზე დაიწყებს მუშაობას.

თაია არდოტელი
18.06.2015

 ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა შუახნის მამაკაცი დაგლიჯა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, ვეფხვი კი მოკლეს. როგორც შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ვეფხვის დაძინებას აპირებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ცხოველი აგრესიული იყო, მისი ლიკვიდაცია მოხდა.

ეკატერინე ბასილაია
18.06.2015

 პანკისელი ახალგაზრდების 70% რადიკალური ისლამის იდეოლოგიასთან არის კავშირში - "რეზონანსთან" ვაჰაბიტურ-სალაფიტური იდეოლოგიის სახიფათო ზრდაზე საუბრობს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.

ლიკა ამირაშვილი
18.06.2015

 მთელ რეგიონში საქართველო სტიქიური მოვლენების განსაკუთრებული გააქტიურებით გამოირჩევა. ქვეყნის მასშტაბით ყველა მდინარე ღვარცოფულია და დაახლოებით 3000-მდე მეწყრული კერა არსებობს. ოფიციალური მონაცემებით, არც მეტი არც ნაკლები, 400 ათასი ოჯახი ბუნებრივი კატასტროფების რისკის ქვეშ ცხოვრობს.

თიკო ოსმანოვა
18.06.2015

ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიდან მეოთხე დღეს ხელისუფლებამ სამართლებრივი წარმოებისთვისაც მოიცალა და ერთდროულად 3 მუხლით დაიწყო გამოძიება. ერთი ვეფხვის მიერ გუშინ ადამიანის დაგლეჯის ფაქტს ეხება, მეორე - სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას და მესამე - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. ამ უკანასკნელს შსს იძიებს, დანარჩენ ორს კი პროკურატურა.

ელზა პაპოშვილი
18.06.2015

 კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელიც 13 ივნისის ღამეს თბილისში დატრიალდა. 24 წლის ივლიტა ჯიბუტი, რომელიც 5 თვის ორსული იყო, საკუთარ ქმარს წყალმა ხელიდან წაართვა. ივლიტა და მისი მეგობარი გოგონა მარიამ ქუთათელი მოვარდნილმა ვერემ გაიტაცა, ხოლო მისი მეუღლე დავით სიხარულიძე დახრჩობას მაშველებმა გადაარჩინეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×