გვანცა ღვედაშვილი
04.07.2016

 ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 დღე მიმდინარეობდა და სულ 4 სესია მოიცვა. როგორც აბიტურიენტები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, კომპიუტერების გვერდით მაგიდაზე დადებამ მათ გარკვეული უხერხულობა შეუქმნა. ასევე, აბიტურიენტების ნაწილისთვის გამოცდაზე დამაბრკოლებელი ფაქტორი საგამოცდო ცენტრის მიერ დამზადებული სპეციალური კალმები იყო. მათ უმრავლესობას გამოცდის განმავლობაში რამდენიმე კალმის გამოცვლა უწევდა, რადგან ზოგი არ წერდა, ზოგს კი ზედმეტად ბევრი მელანი გამოსდიოდა.

ია აბულაშვილი
04.07.2016

 1605 წელს, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე || და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე.

მამუკა ნაცვალაძე
04.07.2016

 დარიოს |-ის მმართველობით ქრისტეს შობამდე 522 წელს ახალი ერა იწყება აქემენიდთა ისტორიაში. იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი სახმელეთო იმპერიის მმართველმა ფაქტობრივად ხელახლა უნდა შექმნას ძლიერი იმპერია, რომელიც კამბისის ინტრიგებმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ დაშალა და დააქუცმაცა. ამასთან, უნდა შექმნას ის საფუძვლები, რომელიც სახელმწიფოს ერთიანობას და სიმტკიცეს შეუწყობს ხელს.

მამუკა ნაცვალაძე
02.07.2016

 თამარ მეფის პირველი მეუღლე გიორგი რუსი ერთ-ერთი სკანდალური პერსონაა ქართულ ისტორიოგრაფიაში. რუსი უფლისწულის ქმედებები და დამოკიდებულება ხელს უწყობდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული პოლიტიკური ძალების სიცოცხლისუნარიანობას. რუსი ჯერ მუსლიმანური საამიროებისა და ზოგიერთი ქართველი ფეოდალის მარიონეტი გახდა, მერე აბუბექრის, ადარბადაგანის მმართველის.

ელზა წიკლაური
02.07.2016

ერთი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა და დღეს სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას ყოველი მე-8 ადამიანი იღებს. ყოველი მე-3 კი თვლის, რომ ღარიბია და დახმარება აუცილებლად სჭირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფოსგან დახმარებას 1,3 მლნ ადამიანზე მეტი ითხოვს.

ნათია ლომიძე
02.07.2016

 მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები, ხოლო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. ამის ფონზე საქართველოში კაზინოებისა და ტოტალიზატორების მიერ ფინანსურად დაზარალებულთა რიცხვი ერთიორად იზრდება. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა იმდენად მაღალი და მზარდია, რომ მის შესაჩერებლად სახელმწიფოს მიერ მკაცრი ზომების გატარების გარეშე არაფერი მოხერხდება.

ლიკა ამირაშვილი
02.07.2016

 გაეროს პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, ენპარდის პროგრამით მხარდაჭერილი კოოპერატივები დაეთვალიერებინათ და მუშაობის პრინციპებს გასცნობოდნენ.

მარიამ აფციაური
01.07.2016

 ლარის გაუფასურებისა და გაძვირებული ცხოვრების შემდეგ პენსიის 20 ლარით მომატებას სპეციალისტები სერიოზულ ნაბიჯად არ აღიქვამენ. მათი გაანგარიშებით, ცვლილება მხოლოდ მომატებული ხარჯის კომპენსირებაა. მთავრობის მხრიდან გაღებული დანამატი დღეში ერთი ლარიც არ გამოდის და რეალურ საარსებო მინიმუმს მკვეთრად ჩამორჩება.

ია აბულაშვილი
01.07.2016

 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაზე ბევრი დაწერილა ქართულ პრესაში და იმედია, დღევანდელ სტატიაში შეთავაზებული მასალაც, რომელიც ამ პერიოდს ეხება, დააინტერესებს ჩვენს მკითხველს. ეს არის ცნობილი ქართველი დიპლომატის, ზურაბ ავალიშვილის წერილი "პოსტ-სკრიპტუმ", რომელიც 1924 წელს პარიზში დაიწერა.

ია აბულაშვილი
30.06.2016

 არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების მოწამებრივი სიკვდილის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება.

მამუკა ნაცვალაძე
30.06.2016

 ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა კარდინალურად შეცვალა დასავლეთი ევროპა. აღმოსავლეთის ცივილიზაციასთან კონტაქტი გახლდათ ერთადერთი გზა, რამაც ბებერი კონტინენტი სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა.

მარი ჩიტაია
29.06.2016

 2017 წლიდან ავტომობილების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება. პირველ ეტაპზე მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი აიკრძალება. 2017 წელს იგეგმება ტექდათვალიერების დაწყებაც, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა "საუკეთესო ევროპული პრაქტიკით" აპირებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×