მაკა ხარაზიშვილი
07.07.2016

საქართველოს მოსახლეობას მძიმე შემოდგომა ელის. ამ სიტყვებში მხოლოდ პოლიტიკა და არჩევნები არ იგულისხმება. საქმე ისაა, რომ რეგიონებში სიდუხჭირესა თუ გაზრდილ ფასებზე სულ უფრო მეტი ადამიანი წუწუნებს. ახლა ზაფხულია, სოფელში ხილ-ბოსტნეული ბევრია და ხალხი ასე თუ ისე ახერხებს თავის გატანას. შემოდგომას ეს პროდუქტი თანდათანობით მოილევა, ადამიანები ზამთარს პრობლემებით დამძიმებულნი შეხვდებიან.

მარი ჩიტაია
07.07.2016

საკვებით მოწამვლის შემთხვევები ძალიან გახშირდა. რისკის ქვეშ რესტორნების კლიენტებიც არიან. მარტო ივნისში თბილისსა და რეგიონებში მდებარე მსხვილ სარესტორნო ქსელებში მასობრივი ინტოქსიკაციის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების ინფორმაციით, გაუხმაურებელი ფაქტები შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. მათი ვარაუდით, რესტორნები შესაძლოა, იაფად შეძენილი პროდუქტებით მარაგდებოდეს.

ია აბულაშვილი
07.07.2016

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებს მისი დროის უმნიშვნელოვანეს საზოგადო მოვლენებზე და მოგონებებს ქართველი მწერლებისა და მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ, იმედია, დღევანელ სტატიაში ჩვენ მიერ შეთავაზებული მისი მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე მკითხველს კიდევ ერთხელ დააინტერესებს.

მამუკა ნაცვალაძე
07.07.2016

 ასასინები უჩვეულო მამაცობისა და შეუპოვარი ხასიათის გამო ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ. დღეს ისინი ტერორისტებთან არიან გაიგივებულნი, თუმცა, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრემ თუ უწყის, რომ ეს ის დაჯგუფებაა, რომელმაც პირველი უტოპიური, სოციალისტური სახელმწიფო შექმნა ყ| ს-ში მაჰმადიანურ არეალში.

მარიამ აფციაური
06.07.2016

 დაზიანებული, დაბინძურებული და საფრთხის შემცველი - ასე აფასებენ მგზავრები ყვითელ მიკროავტობუსებს და ამბობენ, რომ ავტობუსებთან ერთად, მათი შეცვლაც არის საჭირო. სამარშრუტო ტაქსების ეტაპობრივად განახლების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც.

მარი ჩიტაია
06.07.2016

 ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა. როგორც კვლევებით დასტურდება, ბოლო დღეებში წამლის ფასი, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. აფთიაქების ინფორმაციით, ივნისში მედიკამენტები 2-3%-ით გაძვირდა. ფარმაცევტული კომპანიების რეაგირება სავალუტო კურსზე ამ შემთხვევაში გაცილებით მომენტალური აღმოჩნდა, ვიდრე ლარის გამყარების პერიოდში.

მაკა ხარაზიშვილი
05.07.2016

 საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილები დადის. ქვეყანა სავსეა მეორადი, გაურკვეველი წარმომავლობის ავტონაწილებით, ჩამოწერილი საბურავებით და აზბესტის შემცველობის ხუნდებით, რომლის გამოყენების შედეგადაც ადამიანები სასუნთქი გზების კიბოს პოტენციური მატარებლები არიან. საქართველოს ავტობაზარი აბსოლუტურად უკონტრლოა, შედეგად იმატებს ავტოსაგზაო შემთხვევები, ბინძურდება გარემო და ადამიანები სულ უფრო ხშირად ავადდებიან.

ნინო ქეთელაური
05.07.2016

 საქართველოში მობილური ხმოვანი მომსახურებისა და მობილური ინტერნეტის ტარიფები, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, იაფია. შესაბამისი კვლევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა.

ელზა წიკლაური
05.07.2016

საქართველოში მოსახლეობის 7,4% შიმშილობს. ბართან შედარებით უფრო რთული მდგომარეობაა ქვეყნის მთიანეთში. იქ მოშიმშილეთა ოდენობა 9-13%-ის ფარგლებშია.

მარი ჩიტაია
05.07.2016

ავტომობილების ტექდათვალიერების პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე გაზზე მომუშავე ავტომობილები შემოწმდება. ტექნიკურ ინსპექტირებას რამდენიმე კომპანია განახორციელებს, რომელთაგან ჯერჯერობით მხოლოდ 2 კომპანიაა აკრედიტირებული: შპს "აირბალონი" და შპს "გაზინჟინერი". მომსახურების საფასური 120-130 ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის 20-მდე პროცედურა, რომელიც გაზზე მომუშავე ავტომობილის ინსპექტირებისას განხორციელდება.

ელზა წიკლაური
05.07.2016

 180-ლარიანი პენსია პენსიონერებს, საშუალოდ, 18-20 დღის განმავლობაში ეყოფა, 4 წლის წინანდელი 110-ლარიანი "დახმარება" კი მხოლოდ 2 კვირა კმაროდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტოა. ოჯახის სხვა წევრებთან ცხოვრების შემთხვევაში, მისი კეთილდღეობა და მოხმარების დონე იზრდება, ხარჯი კი შედარებით მცირდება.

ლიკა გურაბანიძე
04.07.2016

 სუნთქვის ორგანოების დაავადებებით გარდაცვლილთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 30%-ითაა მომატებული, რასაც მტკვრის ხეობაში მოქცეული დედაქალაქის ცუდად განიავებაც უწყობს ხელს. კერძოდ, თბილისის მაღალსართულიანი ბეტონისა და შუშის შენობებით გადატვირთულობის გამო მტკვრის ხეობიდან სუფთა ჰაერის ნაკადების შემოსვლა არ ხდება, რის შედეგადაც ქალაქის განიავების პროცესი პრაქტიკულად ჩაკეტილია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×