მარი ჩიტაია
26.08.2015

 ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. მთავრობის მოწოდების მიუხედავად, რომ პანიკას არ აყვნენ, მოსახლეობაში უკმაყოფილება აშკარაა. როგორც "რეზონანსს" ვალუტის გადამცვლელებმა განუცხადეს, ხალხი მაქსიმალურად ცდილობს დოლარის შესყიდვას, ვისაც ამისთვის მცირე შესაძლებლობაც გააჩნია.

ელზა წიკლაური
26.08.2015

საქართველოში დასვენების დღეების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. თუ პარლამენტი პრეზიდენტის ინიციატივას გაითვალისწინებს, უქმეებს კონსტიტუციის დღე - 24 აგვისტოც დაემატება. ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობის წევრთა ერთ ნაწილს ჯერ არ უფიქრია, თუმცა მიაჩნიათ, რომ "ქართველებს ისედაც წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქს". საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი თვლის, რომ 24 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებამ საზოგადოების ცნობიერებაში, შესაძლოა, კონსტიტუციისადმი პატივისცემა აამაღლოს.

თიკო ოსმანოვა
26.08.2015

ბოლო წელიწად-ნახევარში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა და ამ სფეროში მომუშავე 119 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება - ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ 2014-2015 წლების მონაცემები. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები სტატისტიკას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მინისტრს ამ მიმართულებით მეტი მუშაობისკენ მოუწოდებენ, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია.

ელზა წიკლაური
25.08.2015

 ახალ წელს დედაქალაქის მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფით შეხვდება. სემეკმა "თელასს" დენის შესყიდვის სავარაუდო ფასად 11,173 თეთრი უკვე განუსაზღვრა, რაც თითქმის 6 თეთრით მეტია არსებულ ღირებულებასთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ თბილისში დენის ტარიფი აუცილებლად გაიზრდება, სპეციალისტების გათვლებით, სავარაუდოდ, 3-4 თეთრით. ახალი სამომხმარებლო ტარიფის დადგენა კი 18 დეკემბრამდე მოხდება.

ელზა წიკლაური
25.08.2015

 საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია, რამდენიმე მილიარდიანი ტრანში მიიღო და დეფოლტიც აიცილა, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რთულ ეკონომიკურ სიტუაციას პოლიტიკური არასტაბილურობა და ვადამდელი არჩევნები ემატება. ყველაფერი ეს კი საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართველ ემიგრანტებზე. ნაწილმა სამსახური უკვე დაკარგა, ნაწილს ხელფასი შეუმცირეს, ყველა ერთად კი ბერძნების ანალოგიურად, ვადამდელი არჩევნების მოლოდინში არიან, ამბობენ, რომ ყველაფერი სწორედ 20 სექტემბერს დანიშნული არჩევნების შემდეგ გადაწყდება.

მარი ჩიტაია
25.08.2015

 რეგიონში ერთადერთ ხილის გადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც არასტანდარტულ ვაშლს იბარებს. ადგილობრივები მთლიანად გადამყიდველების იმედად არიან. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ რეალიზაცია უჭირთ, ხილის წლევანდელი მოსავალი უხარისხოა და რაოდენობრივადაც ცოტაა.

ლიკა ამირაშვილი
24.08.2015

 სახელმწიფო სერვისების სააგენტოს შერეული ქორწინების სტატისტიკის მიხედვით, ქართველები უცხოელთაგან ყველაზე ხშირად რუსებზე ქორწინდებიან. შერეულ ქორწინებაზე მსჯელობისას დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები სიტუაციას სრულად არ ასახავს, რადგან ამ მხრივ სრული სტატისტიკა ვერ კეთდება. მათი თქმით, ბოლო წლებში სხვა ეროვნებების წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შერეული ქორწინებები შემცირდა.

გვანცა ღვედაშვილი
24.08.2015

 ნორო ვირუსით ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს 85-მა, ხოლო ქობულეთის საავადმყოფოს - 20-მდე პაციენტმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ 2-3 კვირის წინ ამავე ვირუსით დაინფიცირების ნიშნებით ყვარელის რაიონულ საავადმყოფოს 140-ამდე ადამიანმა მიმართა. მოსახლეობა დაავადების გამომწვევად სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ სწორედ ნორო ვირუსი იყო გავრცელებული აღნიშნულ რაიონში.

ნატა გიორგაძე
22.08.2015

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა კერძო დაზღვევაზე უარი თქვა და საკუთარი ჯანმრთელობა სახელმწიფოს მიანდო. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან ორი წლის თავზე პროგრამით უკვე 1 397 163 შემთხვევა დაფინანსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს დღეში, საშუალოდ, 2000-ზე მეტი ბენეფიციარის მომსახურება უხდებათ. კერძო კომპანიების დაზღვევით კი, როგორც "ეისითის" კვლევა აჩვენებს, გამოკითხულთა მხოლოდ 22% სარგებლობს.

გვანცა ღვედაშვილი
22.08.2015

ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს რუჯის მიღების მსურველთა რიცხვიც, როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, წინა წლებთან შედარებით 25-30 %-ით გაიზარდა პაციენტთა რაოდენობა.

მარი ჩიტაია
22.08.2015

 კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის და რა რაოდენობის ზიანი განიცადა რეგიონმა. წინასწარი მონაცემებით, 20 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთში 2000 ჰექტარზე მეტი ვენახი დააზიანა. ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ყურძენი 100%-ით განადგურდა. ზარალი საკმაოდ დიდია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოფლის-მეურნეობის კუთხითა.

გვანცა ღვედაშვილი
21.08.2015

 საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძის აზრით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გახშირებას მრავალი ფაქტორი იწვევს - იქნება ეს გაცვეთილი საბურავები, გაუმართავი ავტომობილები თუ მძღოლთა დაუდევრობა. როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა განათლებაა, რასაც გადამეტებულ სიჩქარეზე კონტროლის შესუსტება ემატება. მძღოლებს საგზაო კულტურა არ გააჩნიათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×