თაკო მათეშვილი 12.09.2015
თურქეთი, ეგვიპტე, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ავსტრია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ქართველ ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ჩამონათვალში ერთადერთი არაევროპული ქვეყნის არსებობა მისი სიიაფითაა განპირობებული. რაც შეეხება უფრო შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყნებს, ტუროპერატორების ინფორმაციით, სიძვირის გამო ქართველები მას ნაკლებად სწყალობენ.
|
ნათია ლომიძე 12.09.2015
ლარის გაუფასურების გამო ხალხის ბიუჯეტი ძლიერ დარტყმას იღებს. დევალვაცია განსაკუთრებით უარყოფითად შეეხო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. რამდენადაც ასეთი ადამიანი ქვეყნის მასშტაბით უამრავია, ზოგადად მოსახლეობის სოციალური ფონი მეტად დამძიმდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 12.09.2015
ადამიანთა უმრავლესობა, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს ან უბრალოდ ფორმაში ყოფნა სურს, სხვადასხვა დიეტას მიმართავს. დღესდღეობით უამრავი დიეტა არსებობს, რომლითაც შესაძლებელია წონაში დაკლება, თუმცა ბევრს მისი შესრულება უჭირს. დღევანდელისგან განსხვავებით, საინტერესოა, როგორ იკლებდნენ წონაში წლების წინ და როდის და სად გაჩნდა პირველი ცნობები დიეტის შესახებ.
|
ქველმოქმედება 12.09.2015
ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის საქველმოქმედო აუქციონის წყალობით ჟურნალისტი ვასიკო სილაგაძე სარეაბილიტაციო კურსს ურეკში გაივლის. ავარიის დროს დაშავებული ჟურნალისტის დასახმარებლად აუქციონი ჩანადირმა ერთი კვირის წინ გამოაცხადა და მასზე საკუთარი ფოტო გამოიტანა. იგი 600 ლარად გაიყიდა და თანხა მთლიანად სილაგაძეს გადაეცა.
|
მარი ჩიტაია 11.09.2015
თურქეთის კურორტებზე მოთხოვნა არაერთგვაროვანია. ქართველი დამსვენებლების უმეტესობას თურქეთში შექმნილი მდგომარეობა არ აშინებს და დაგეგმილი დასვენების გადადებას არ ფიქრობს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც თურქეთმა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიმზიდველობა დაკარგა.
|
მარიამ აფციაური 11.09.2015
საბურთალოზე, წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მომიჯნავე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის დანგრევის, ტყე-პარკის განადგურებისა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის განკარგულება უკვე გაიცა. პეკინის ქუჩა #23-ის მცხოვრებნი ამ ფაქტს უკვე 2 თვეა, აპროტესტებენ და დღემდე აგრძელებენ. მათი თქმით, კომპანია "ელ ზუროს" ბაღის დემონტაჟის ნებართვა ივნისში უკვე ჰქონდა და მის უკან მთავრობის მაღალჩინოსნები არიან.
|
მარიამ აფციაური 10.09.2015
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, საყოველთაო გაძვირებამ და დენის ტარიფის მატებამ ხალხს ხარჯი გაუზარდა. ეს განსაკუთრებით იმ ოჯახებს დააწვა, ვისაც შვილი სტუდენტი ჰყავს. სწავლის საფასური მინიმუმ 2250 ლარს შეადგენს, ამას ემატება გზის, კვების და სახელმძღვანელოების თანხა. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ სწავლისთვის საჭირო ხარჯების გამოძებნა გაუჭირდებათ. ისინი განათლების სამინისტროსგან რაიმე პროგრამის ამოქმედებას მოითხოვენ.
|
ლიკა ამირაშვილი 09.09.2015
პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში, პედაგოგთა თვითშეფასების კითხვარი დამტკიცდა. კითხვარის შევსება მასწავლებლებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მოუწევთ. პედაგოგები თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობას თავად შეაფასებენ.
|
თეა ბეჟიტაშვილი 09.09.2015
ახალი საგნის "მე და საზოგადოება" სკოლებში შეტანის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა როგორც "რეზონანსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, ამ საგნის სწავლა წელს არც იგეგმებოდა.
|
მარიამ აფციაური 09.09.2015
ეკონომიკის მინისტრის მიერ მოყვანილ 2015 წლის მეორე კვარტალის მონაცემებს, სადაც დასაქმებულთა 12%-იანი მატებაა აღნიშნული, რესპონდენტების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. უმეტესობამ გაიხსენა ეკონომიკური კრიზისის შედეგად ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები - საწარმოების, უძრავი ქონების სააგენტოების, ტურისტული კომპანიების, მაღაზიების და წისქვილკომბინატის დახურვის ფაქტები. გამოკითხულთაგან ზოგიერთმა სამუშაო ადგილების ზრდა საჯარო სამსახურის ხარჯზე შტატების ხელოვნურად გაბერვით ახსნა. მათი აზრით, დღეს სახელმწიფო უწყებებში კადრები საჭიროზე მეტია.
|
ელზა წიკლაური 08.09.2015
სემეკმა რეგიონებსა და დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო, "ენერგო პროს" შემთხვევაში 60 დღეში გაზარდა ტარიფი, "თელასის" კი-სულ რაღაც 40 დღეში. ეს მაშინ, როცა წინა პერიოდში მარეგულირებელი კომისია კანონით გათვალისწინებულ 150-დღიან პერიოდს არასდროს "არღვევდა". ენერგეტიკოსები სემეკის სწრაფ გადაწყვეტილებას "შეგნებულად" გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ. მათივე აზრით, ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელზეც უნდა ზრუნავდეს, მათ უფლებებს მუდმივად უგულებელყოფს.
|
ნათია ლომიძე 08.09.2015
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია. იმერეთში, რაჭაში, სამეგრელოსა და აჭარაში ამ მხრივ მდგომარეობა სავალალოა. მიზეზი ხანგრძლივი გვალვაა, რამაც ბაღ-ვენახების გადახმობა და გლეხების უკმაყოფილება გამოიწვია. გლეხებს ზაფხულის უნალექობასთან გამკლავების ერთადერთ საშუალებად სარწყავი სისტემების მოწესრიგება მიაჩნიათ, რომლის ფინანსური სახსრები რეგიონში არ არსებობს. ამიტომ ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|