მარი ჩიტაია 08.09.2015
ბოლო დღეებში სასკოლო ტანსაცმელსა და საკანცელარიო ნივთებზე მოთხოვნამ და ფასმაც მოიმატა, თუმცა ეს მხოლოდ მხოლოდ წინასასკოლო პერიოდში იგრძნობა. საერთოდ კი, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვამ თითქმის ყველგან იკლო. მოვაჭრეების ინფორმაციით, დაახლოებით 20%-ით გაძვირდა თითქმის ყველა ნივთი, რის შეძენაც იმპორტიორებს დოლარში უწევთ.
|
ლიკა ამირაშვილი 07.09.2015
შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება. გმირთა მოედანი, ვაკე და სააკაძის მოედანი - ეს ადგილებია, სადაც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის საცობების მომატებაა მოსალოდნელი. თბილისის ქუჩებში საცობებმა ბოლო რამდენიმე წელია იმატა. სპეციალისტების თქმით, პრობლემას არა მარტო ავტომობილების რაოდენობის ზრდა ქმნის, არამედ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დაუსრულებელი მშენებლობები წარმოადგენს.
|
ლიკა ამირაშვილი 07.09.2015
შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება. გმირთა მოედანი, ვაკე და სააკაძის მოედანი - ეს ადგილებია, სადაც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის საცობების მომატებაა მოსალოდნელი. თბილისის ქუჩებში საცობებმა ბოლო რამდენიმე წელია იმატა. სპეციალისტების თქმით, პრობლემას არა მარტო ავტომობილების რაოდენობის ზრდა ქმნის, არამედ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დაუსრულებელი მშენებლობები წარმოადგენს.
|
ნინო ქეთელაური 07.09.2015
"ადამიანის ბუნებაა ასეთი - ყველაფერს ვაკრიტიკებთ, არ მოგვწონს. ზოოპარკის შემთხვევაშიც ასე იყო სტიქიამდე. ახლა ძველ ფოტოებს ვუყურებთ და ვხვდებით, რომ თურმე არც ისე ცუდი ზოოპარკი გვქონია", - გვითხრა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.
|
თეა ბეჟიტაშვილი 05.09.2015
ზაფხული მიილია და ჩვენი ორგანიზმიც თანდათან ზამთრის რეჟიმზე გადასასვლელად ემზადება. ზაფხულში, როცა ბევრი ხილი და ბოსტნეულია, ორგანიზმიც შედარებით ჯანსაღად და მსუბუქად იკვებება, თუმცა ზამთრის დადგომამდე წინ შემოდგომაა, რომელიც ერთგვარი მომზადების პროცესია ორგანიზმისთვის, რომ ზამთარში მძიმე საკვებით ძალიან არ დავამძიმოთ.
|
ია აბულაშვილი 04.09.2015
ის, რომ საქართველო უცხოელ მოგზაურთა ყურადღებას იქცევდა, ამის შესახებ ცნობები თავს იჩენს ჯერ კიდევ ადრეული ხანის წერილობით წყაროებში. მე-17 საუკუნიდან კი განსაკუთრებით იზრდება ინტერესი კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს შესწავლისადმი.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.09.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას აბიტურიენტები უკვე მესამე დღეა მართავენ. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ მეორადი ჩარიცხვები არ მოხდებოდა.
|
ლიკა ამირაშვილი 03.09.2015
ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დასრულდა, თუმცა ბაღში, ისევე როგორც შარშან, ყველა მსურველი ვერ მოხვდა. იმ ბავშვების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც ბაღით ვერ დაკმაყოფილდნენ, სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. ისანი, სამგორი და გლდანი-ნაძალადევი - ეს დედაქალაქის ის რაიონებია, სადაც ბაღების სიმცირე ყველაზე მეტად შეიმჩნევა.
|
მარიამ აფციაური 02.09.2015
ლარის გაუფასურება, საკვებ პროდუქტზე ფასის ზრდა და დენის ტარიფის მოსალოდნელი მატება ხალხში პროტესტს იწვევს. რესპონდენტების უმეტესობა ჩივის, რომ გაძვირებულ ცხოვრებას ვერ უმკლავდება. გამოკითხულთა აზრით, ხელისუფლებას ლარზე გავლენის მოხდენის, სხვა რიგით ფინანსურ საკითხებში ჩარევისა და მოგვარების ბერკეტი აქვს, რაც დროულად უნდა გამოიყენოს.
|
მარი ჩიტაია 02.09.2015
ერთ თვეში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 7 პროცენტით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თანხის გაცემისას ბანკები სიფრთხილეს იჩენენ და სესხის დამტკიცებამდე ყველა რისკს მაქსიმალურად ითვალისწინებენ, მომხმარებელი ყოველთვიური თანხის დაფარვას მაინც ვერ ახერხებს.
|
მარი ჩიტაია 02.09.2015
ოქტომბირიდან რეგიონებში იურიდიულ პირებს გაზის გადასახადი 4 თეთრით გაუძვირდებათ. დიდი ალბათობით, სატარიფო ცვლილება დედაქალაქზეც გავრცელდება. "ყაზტრანგაზ-თბილისში" გაზის მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ. ორგანიზაციებისთვის ახალი ტარიფის შემოღება ავტომატურად გამოიწვევს მომხმარებლისთვის ყველა იმ სერვისის გაძვირებას, რაშიც გაზი გამოიყენება.
|
ელზა წიკლაური 01.09.2015
მაუწყებლობის შესახებ ახალმა კანონმა ტელეკომპანიების შემოსავალზე გარკვეული ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. მართალია, ზოგიერთ მაუწყებელს რეკლამიდან მიღებული თანხა გაეზარდა, თუმცა სასპონსორო შემოსავალი შეუმცირდა და თანაც მნიშვნელოვნად. თუ შემოსავლის შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდა, ტელეკომპანიებში მსხვილი პროექტები და გადაცემები, სავარაუდოდ, კვლავაც დაიხურება.
|
|