თეა ბეჟიტაშვილი
19.09.2015

 რა საერთო აქვთ მეხანძრეებს, პოლიციელებს, ექიმებს, ექთნებს, მაშველებს, ქარხნის მუშებს, დაცვაში მომუშავე პირებს? ისინი ყველა იმ რისკის ქვეშ იმყოფება, რასაც ძილის დარღვევა ჰქვია. ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად ღამე უწევთ მუშაობა, რაც სხვადასხვა პათოლოგიის საფრთხეს ქმნის, რომელიც შემდგომ შეიძლება დაავადებაში გადაიზარდოს.

მარიამ აფციაური
18.09.2015

 თბილისელები ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების განახლებას ითხოვენ. მათი თქმით, უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და მგზავრობისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ისინი ქალაქ თბილისის მერიისგან, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისგან" მეტ ყურადღებას მოითხოვენ. როგორც "რეზონანსს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მალე თბილისელები თანამედროვე ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებენ.

მარი ჩიტაია
17.09.2015

ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. უახლოეს დღეებში სურსათზე 10%-ის ფარგლებში ფასი ყველა სავაჭრო ობიექტში მოიმატებს. ზოგიერთ სუპერმარკეტში არ მალავენ, რომ ფასის შეცვლა თითქმის ყოველდღე უწევთ.

მაკა ხარაზიშვილი
16.09.2015

დასაქმების მაჩვენებლი უმნიშვნელოდ იზრდება, სამაგიეროდ თვალდათვალ გაიზარდა საშუალო ხელფასი. სპეციალისტების აზრით, მთავარი ის კი არ არის, რამდენია საშუალო ხელფასი, მთავარია, რამდენ ადამიანს აქვს ანაზღაურება. ეს მაჩვენებელი კი წლებია არ უმჯობესდება. უფრო მეტიც, ლარის დევალვაციის გამო ბიზნესმენების ნაწილი იძულებული გახდა, საწარმოო ბრუნვა შეემცირებინა და თანამშრომლები სამსახურებიდან დაეთხოვა. ამიტომ წელს დასაქმების მაჩვენებლის გაუარესებაა მოსალოდნელი.

მარი ჩიტაია
16.09.2015

წლის ბოლოსთვის საარსებო მინიმუმმა, შესაძლოა, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიოს, მეთოდოლოგიის შეცვლის შემთხვევაში კი - 300 ლარს გადააჭარბოს. არსებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა აგვისტოში 157,9 ლარი შეადგინა. ქვეყანაში არაერთი ნეგატიური ფაქტორია, რაც ამ მაჩვენებელს სამომავლოდაც გაზრდის და წლის ბოლოს შეიძლება 170 ლარს თავისუფლად გადააჭარბოს.

მარი ჩიტაია
15.09.2015

ქართველი ემიგრანტებისთვის ცხოვრება თითქმის ყველგან ჭირს. ფინანსური კრიზისის გამო, ყველაზე მეტად ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და თურქეთში უჭირთ. ამ ქვეყნებში დასასაქმებლად პრობლემას ადგილობრივთა მხრიდან უნდობლობაც ქმნის.

მარიამ აფციაური
15.09.2015

წლევანდელ დასაქმების კვირეულში მონაწილეობას 60 კომპანია მიიღებს. ვაკანსიების რაოდენობა 500-ს აღწევს. ფორუმი წლების წინ დაიწყო, თუმცა სპეციალისტების აზრით, ამ დრომდე შრომის ბაზარზე მას რამე დადებითი გავლენა არ მოუხდენია. ისინი დასაქმების ერთადერთ საშუალებად ინვესტიციების ზრდას და სხვა კონკრეტულ ნაბიჯებს მიიჩნევენ.

მარი ჩიტაია
15.09.2015

 ბოლო წლებში ქართულ მინაქარზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. მწარმოებლები ამ დარგში არსებულ პრობლემას სავალუტო კრიზისს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებამ მინანქრის რეალიზაციაზე მტკივნეულად აისახა. დღესღეობით ამ ტიპის ნაკეთობა ფუფუნების საგნად ითვლება და სიძვირის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მასზე ხელი ნაკლებად მიუწვდება.

თეა ბეჟიტაშვილი
14.09.2015

 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზა ნაწილობრივ სამშაბათს გაიხსნება. როგორც "მთელ კვირას" თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ გზის ყველა მონაკვეთი მზად 15 ოქტომბრისთვის იქნება.

ლიკა ამირაშვილი
14.09.2015

  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მშრალი ხიდი თავისი ძველმანების ბაზრობითაა ცნობილი. ბაზრობებზე გამოფენილ ძველმანებს შორის გასეირნება მუზეუმის დათვალირებას ჰგავს. ეს ბაზრობა 90-იანი წლების დასაწყისიდან არსებობს, როდესაც მოსახლეობას გაუჭირდა და სახლიდან ნივთების გამოტანა და გაყიდვა დაიწყეს.

ლიკა ამირაშვილი
14.09.2015

 საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ჯანდაცვის საერთო ხარჯებიდან მედიკამენტების ხარჯვითი წილით ერთ-ერთი პირველია, ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობით კი 57 ქვეყნიდან ბოლო ათეულშია. სხვა სიტყვებით ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები, სხვა ევროპელებისაგან განსხვავებით, გაცილებით იშვიათად მიმართავენ ექიმს, წამლებში კი საშუალო ევროპელზე უფრო მეტს ხარჯავენ.

თაკო მათეშვილი
14.09.2015

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში აგრესიის დონემ, ფსიქოლოგების აზრით, საგრძნობლად მოიმატა. ამის დადგენა, მათი თქმით, ძნელი სულაც არაა და კვლევებსაც არ საჭიროებს. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ საზოგადოებაში აგრესია და ძალადობა დასაშვებ ზღვარს სცდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×