მარი ჩიტაია
01.09.2015

 ბოლო ორ თვეში ლომბარდებში მოთხოვნა გაორმაგდა, თუმცა მომხმარებლის გადახდისუნარიანობა 35-40%-ით შემცირდა. ლომბარდების მფლობელებისა და მენეჯერების განცხადებით, კლიენტთა უმეტეს ნაწილს პროცენტის გადახდაც უჭირს, რის გამოც ჩაბარებული ნივთების გაყიდვა უწევთ და ზარალზე მიდიან.

მარი ჩიტაია
01.09.2015

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მშობლიურ ქვეყანაში დასვენებას ვერ ახერხებს. სამთო და საზღვაო კურორტებზე აცხადებენ, რომ ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა წელს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ლარის გაუფასურებამ შიდა ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც უამრავ ადამიანს დასვენების შესაძლებლობა მოესპო.

გვანცა ღვედაშვილი
31.08.2015

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი 761 ათასით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი. აშშ-ს აღწერების ბიუროს მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიოს ყველაზე დაბერებულ ქვეყნებს შორის საქართველო მე-14 ადგილზე იმყოფებოდა.

მარიამ აფციაური
29.08.2015

 ნაყინის რამდენიმე სახეობაში ლისტერია მონოციტოგენეზი გამოვლინდა. რესპონდენტების უმეტესობა ფაქტს მშვიდად შეხვდა, რადგან მათთვის ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა. მათი განმარტებით დარღვევები 2014-2013 წლებშიც ახსოვთ. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ პროდუქტს, რომელსაც ბავშვები მიირთმევენ მეტად უნდა აკონტროლებდნენ.

ელზა წიკლაური
29.08.2015

 საბერძნეთიდან საქართველოში თანხის გადმორიცხვა აღდგა, თუმცა ფულის გადმოგზავნა ლიმიტირებულადაა შესაძლებელი. თვეში ერთ ადამიანს მხოლოდ 500 ევროს გადმოგზავნა შეუძლია, მაგრამ როგორც ქართველები ამბობენ, დღეს ამ 500 ევროს შოვნაც კი ძალიან ჭირს. ემიგრანტების თქმით, საბერძნეთის ეკონომიკურ-პოლიტიკურმა კრიზისმა მათ სოციალურ მდგომარეობაზეც იმოქმედა და იმათ, ვინც დღემდე სამსახური შეინარჩუნა, ბერძნებმა ხელფასი შეუმცირეს.

ვახტანგ შამუგია
29.08.2015

საქართველო ევროპელი და არა მხოლოდ ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. რეიტინგულმა საერთაშორისო მედია საშუალება "თაიმ აუტმა" ინტერნეტმომხმარებლების მეშვეობით შეადგინა ევროპაში არსებული პოპულარული ტურისტული ადგილების ათეული. თბილისმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ლიკა ამირაშვილი
28.08.2015

 წელს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას 28 053 აბიტურიენტი გააგრძელებს. ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკური მიმართულებები - ეს ის პროფესიებია, რომლებიც ბოლო წლებია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

გვანცა ღვედაშვილი
28.08.2015

 სახალხო დამცველმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გადაუგზავნა.

მარი ჩიტაია
28.08.2015

 უამინდობამ რეგიონებში სიმინდის მოსავალი გაანადგურა. განსაკუთრებით დიდი ზარალია სამეგრელოსა და გურიის მთიან ნაწილში, სადაც გვალვისგან ყანები მასიურად დაზიანდა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ სიმინდის მოსავალი რეგიონებში 35-40%-ით შემცირდება.

გვანცა ღვედაშვილი
27.08.2015

 დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების პოლიგონი, ლილოსა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.

ლიკა ამირაშვილი
27.08.2015

სამგორის მეტროსთან მდებარე ნავთლუღის ბაზარი მყიდველებისა და მოვაჭრეების სიმცირეს განიცდის. ფასების ზრდა სიიაფით განთქმულ ბაზარშიც შეიმჩნევა. მოვაჭრეები მყიდველის შემცირების მიზეზად ლარის გაუფასურებასა და გარემოვაჭრეებს ასახელებენ.

მარიამ აფციაური
27.08.2015

 ბათუმში, გრიგოლეთში, ურეკში დამსვენებლები სანაპირო ზოლის სიბინძურეზე ჩივიან. ზოგიერთს აწუხებს წყლის პრობლემაც. მათი თქმით, შავ ზღვაში წელსაც ადვილი შესამჩნევია პოლიეთილენის ბოთლი, ცელოფანი, სიმინდის ტარო და ათასი ყოველდღიური მოხმარების ნივთი, თუ საკვები პროდუქტის ნარჩენები - არჩევანი დიდია. დამსვენებლების ნაწილს (განსაკუთრებით ეს ვლინდება ბავშვების შემთხვევაში) დიდი ძალისხმევის მიუხედავად სიბინძურისგან თავის არიდება უჭირს და იწამლებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×