თიკო ოსმანოვა
18.06.2015

თავდაცვითი სისტემების გადმოცემის თაობაზე საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება უამრავ კითხვას ბადებს. დოკუმენტს, რომელსაც სამი დღის წინ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა, უწყებაში მიღწევად აფასებენ, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფო საიდუმლოების მიზეზით მის შესახებ არაფერია ცნობილი, შესაბამისად შეუძლებელია ითქვას, იგი მიღწევაა თუ იმედგაცრუება.

ეკატერინე ბასილაია
17.06.2015

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 6 თვეა მოსკოვის მხრიდან შეპირებულ 5 მილიარდ რუბლს (დაახლ. 90 მილიონი დოლარი) ელოდებოდა, თუმცა უკვე გაირკვა, რომ შეპირებული ფული წელს არ იქნება, რის გამოც დე ფაქტო პარლამენტში უკვე უკმაყოფილო საუბრებიც გაისმა.

სალომე სარიშვილი
17.06.2015

 "ჩემი აზრით, სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი. რაც მთავარია, ამ ყველაფერს პოლიტიკური კომპონენტი უნდა მოვაცილოთ. მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს - დაანებონ თავი საკითხის პოლიტიზებას, ვაცადოთ ექსპერტებს დასკვნის დადება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე და დასძენს, რომ ურბანული მენეჯმენტის თვალსაზრისით კონკრეტული შეფასება მხოლოდ ექსპერტთა დასკვნის შემდეგაა შესაძლებელი.

თიკო ოსმანოვა
17.06.2015

 ვერეს ხეობა სტიქიის ზონიდან სოლიდარობის ცენტრად იქცა. ასობით მოხალისე, მეტწილად ახალგაზრდობა ბარებითა და ვედროებით, ტალახით ამოსვრილები, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიას შლამისგან მთელი დღის განმავლობაში დაუზარებლად ასუფთავებდა. ნაწილი კი მათ დაპურებაზე ზრუნავდა და სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოწირულ საკვებს უნაწილებდა. ერთი სიმპათიური გოგონა კი დადიოდა და მოხალისეებს მობილურების დატენვას სთავაზობდა.

ლიკა ამირაშვილი
17.06.2015

წყნეთის ფერდობები, გლდანის სასაფლაო, ვერეს ხეობა, მუხათგვერდისკენ ასავლელი გზა - ამ ადგილებს სპეციალისტები მეწყერსაშიშ ზონებად ასახელებენ. მათი თქმით, ასეთ ადგილებზე მუდმივი დაკვირვებაა საჭიროა, რათა სტიქია მოულოდნელად არ დაგვატყდეს თავს.

თაკო მათეშვილი
17.06.2015

 თავდაცვის ახალი მინისტრის მიერ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, სპეციალისტების თქმით, საქართველოს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს მოუტანს. ხელშეკრულების დეტალები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მალე "კროტალის" ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემით გამდიდრდება.

თეა ბეჟიტაშვილი
17.06.2015

"სამწუხაროდ, დარღვევებზე მთავრობის მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის, პირიქით, უარეს კატასტროფებს ამატებენ. ახლა თუ "პანორამა-თბილისის" მშენებლობა გაგრძელდა, ცოტა ხანში იგივე ელის სოლოლაკს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ მეც, გეოლოგებიც, ქალაქის დამგეგმარებლებიც და ა.შ.," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ელზა პაპოშვილი
17.06.2015

 13 ივნისს სტიქიის შედეგად დატრიალებულ უბედურებას, გუშინ საღამოს მონაცემებით, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სალომე სარიშვილი
17.06.2015

 არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის ანგარიში წარადგინეს, სადაც საუბარია 6 ძირითად საკითხზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილიდან მათ ყველაზე მწვავედ მიიჩნიეს.

თაკო მათეშვილი
16.06.2015

  ანომალიური, მაგრამ ბუნებრივი - ასე აფასებენ ჰიდრომეტეოროლოგები 14 ივნისის ღამეს მოსულ წვიმას და ამბობენ, რომ იგი განსაკუთრებულად ძლიერი იყო, თუმცა საქართველოს და მათ შორის თბილისს, ბევრად ძლიერი წვიმებიც ახსოვს.

ლიკა ამირაშვილი
16.06.2015

 მაშველები, პოლიციელები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები განურჩევლად სქესისა და ასაკისა თბილისის ქუჩების გასუფთავებასა და აღდგენას ცდილობენ, ისევე როგორც დაკარგული ადამიანების მოძიებას.

თეა ბეჟიტაშვილი
16.06.2015

 ადამიანების სირიაში გადაყვანისა და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოში ამ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×