ია აბულაშვილი
13.06.2015

 გუშინ თბილისში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი პოლიტოლოგი, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. იგი წლების მანძილზე მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1991-1996 წლებში იყო საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე; 1997-2001 წლებში საქართველოს საგარეო სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი; მიწვეული პროფესორი აშშ-ს ცნობილ უნივერსიტეტებში, კერძოდ, ემორის უნივერსიტეტში, მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში და ვუდრო უილსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში.

მარი ჩიტაია
13.06.2015

ტურისტულ სეზონს კვების ობიექტების დიდი ნაწილი მოუმზადებლად შეხვდა. გარდა იმისა, რომ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემა ამ ეტაპზეც მოუგვარებელია, სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მხრივ კვების ობიექტებში ვითარება საკმაოდ რთულია.

ეკატერინე ბასილაია
12.06.2015

 სოხუმის გარეუბანში არსებული 100 ბინა, რომელიც ერთ დროს ქართველებს ეკუთვნოდათ, სულ მალე აფხაზ ოჯახებს გადაეცემათ. სოხუმში სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ახალგაზრდა ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანებისათვის ქართველების ბინების გადანაწილება დაიწყო. საქმე ეხება სოხუმის ახალ რაიონში არსებულ იმ კორპუსებს, რომლებშიც 1992-1993 წლების ომისა და ქართველების იძულებით გამოსახლების შემდეგ არავინ ცხოვრობდა და გაპარტახებული იყო.

იაგო ნაცვლიშვილი
12.06.2015

 მთავრობის 8 ივნისის დადგენილებით, 94 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შესაძლებლობა ერთი წლის ვადით შეეძლებათ. ამით მინისტრთა კაბინეტმა გააუქმა გასული წლის სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბევრი ქვეყნის მოქალაქებს საქართველოში დარჩენის უფლება 180-დღიან ინტერვალში მხოლოდ 90 დღის განმავლობაში ჰქონდა.

იაგო ნაცვლიშვილი
12.06.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად და პარტიის თავმჯდომარედ ისევ მიხეილ სააკაშვილი რჩება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტ სიტყვას სწორედ სააკაშვილი იღებს, - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

თიკო ოსმანოვა
12.06.2015

დიასპორის საკითხების სამინისტროს არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან 1,7 მილიონამდე ადამიანი ემიგრაციაში იმყოფება. ქართველები 43 ქვეყანაში ცხოვრობენ. რაც შეეხება ბოლო წლებში საქართველოდან წამსვლელთა და უკან დაბრუნებულთა მონაცემებს, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2000 წლიდან დღემდე სალდო უმეტეს შემთხვევებში უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.

ელზა პაპოშვილი
12.06.2015

 ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების ადვოკატი დავით ხაჟალია არ გამორიცხავს, რომ რიგითი სპეცრაზმელების მიმართ, საპროცესო შეთანხმება ან განრიდება მოხდეს. მისი თქმით, დაცვის მხარე ამ საკითხს არკვევს და კონკრეტულად ბრალდების მხარის გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

თაია არდოტელი
12.06.2015

 "სავიზო რეჟიმის შემოღება არა მთლიანი საქართველოს პოლიტიკის გააზრების შედეგი, არამედ რაღაც რეაგირების აქტი იყო. სააკაშვილის დროს ზედმეტად კარგაღებული პოლიტიკის კორექტივისთვის გადაიდგა ნაბიჯი, ოღონდ როგორც ჩანს ზედმეტად ჩაკეტეს. ერთ მხარეს უკიდურესობამ, როგორც ჩანს მეორე მხარის უკიდურესობა გამოიწვია," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მთავრობის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების კომენტირებისას.

სალომე სარიშვილი
12.06.2015

თბილისში ვიზიტად მყოფი სომეხი ჟურნალისტი რუზან გიშიანი რამდენიმე საჯარო უწყებასთან კომუნიკაციის ნაკლებობას უჩივის. ამბობს, რომ სამი დღეა სამინისტროებიდან "ძალიან მარტივი" კომენტარების მიღებას ცდილობს, მაგრამ ეს მხოლოდ 4-დან ერთ სამინისტროში მოახერხა. ყველაზე მეტად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მუშაობითაა უკმაყოფილო.

ლიკა ამირაშვილი
12.06.2015

 მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რანჟირების მიხედვით, საქართველოდან პირველი ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავია და ის მსოფლიოში 2006-ეა.

სალომე სარიშვილი
12.06.2015

 "არ შეიძლება ამ თემაზე ასე ხელაღებით საუბარი. არავინ ითხოვს განცალკევებას, ჩვენ მხოლოდ ჩვენივე კუთვნილი უფლებებისთვის ვიბრძვით, სულ ესაა, ამას კი სეპარატიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს," - ამბობს ა/ო "ატრიდას" თავმჯდომარე მიხაილ კოლიკიდი, ახალქალაქის მკვიდრი, ეთნიკური ბერძენი, რომელსაც "რეზონანსი" ადგილობრივ პრობლემებზე ესაუბრა.

სალომე სარიშვილი
12.06.2015

 არასამთავრობო ორგანიზაცია "გოუ-გრუფის" ინიციატივით ახალქალაქის მუნიციპალიტეტს სამი დღის განმავლობაში ჟურნალისტები სტუმრობდნენ. მედია-ტურის მიზანი მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტებისთვის გაცნობა იყო. მათ საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ადგილობრივებისგან მოესმინათ ჯავახეთის რეგიონში არსებული პრობლემები. შეხვედრას, ჟურნალისტების გარდა, ქართველი და სომეხი ექსპერტებიც ესწრებოდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×