მარი ჩიტაია
10.06.2015

 გარე ვაჭრობა დედაქალაქისა და რეგიონებისთვისაც პრობლემაა. კვირა არ გავა, რომ სადმე გარე მოვაჭრეების საპროტესტო აქცია არ გაიმართოს. ისინი ხელისუფლებისგან უკანონო ვაჭრობის დაკანონებას ითხოვენ და "ქართულ ოცნებას" მუდმივად ახსენებენ წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხებოდა.

თიკო ოსმანოვა
09.06.2015

 მოახლოვებული საპარალმენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით არასაპარლამენტო ოპოზიცია შემოდგომიდან მასობრივ გამოსვლებს დაიწყებს. მანამდე კი იწრმუნებიან, რომ "ქართულ ოცნებას" დისკომოფორტს შეუქმნიან და ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლას აიძულებენ.

თაკო მათეშვილი
09.06.2015

 ანტისაჰაერო თუ ანტისატანკო, საფრანგეთიდან თუ აშშ-დან - სპეციალისტები იმაზე მსჯელობენ, თუ რა ტიპის თავდაცვითი სისტემების შეძენას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში და რომელი ქვეყნისგან შეიძლება გადმოგვეცეს იგი. ზუსტი ინფორმაცია ამ დრომე არ ხმაურდება, თუმცა სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ტიპის შეიარაღება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.

იაგო ნაცვლიშვილი
09.06.2015

 "2020 წელს რა მოხდება, ეს "ოცნების" გადასაწყვეტი არაა. მათ არ აქვთ იმის ძალა, რომ ეს ცვლილება შეიტანონ დღეს. დარწმუნებული ვარ ამის საშუალება მათ მომავალ პარლამენტში სულ არ ექნებათ. ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

თიკო ოსმანოვა
08.06.2015

 უკრაინაში ვითარება კიდევ დაიძაბა. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის თქმით, მიმდინარეობს რუსული სამხედრო ტექნიკისა და რეგულარული არმიის მობილიზება და უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინშია. მამულაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის რეგულარული არმია პირველ რიგში თავდასხმას ქართულ ლეგიონზე განახორციელებს.

თაკო მათეშვილი
08.06.2015

 სადავო, დასახვეწი, მაგრამ საჭირო - ასე აფასებენ იურისტები ნაფიც მსაჯულთა სისტემას და მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ვერდიქტის გამოტანის ან ვერგამოტანის გამო გული მთლიანად სისტემაზე არ უნდა აგვიცრუვდეს. მათი თქმით, ნაფიცი მსაჯულების არსებობა თუნდაც იმიტომაა გამართლებული, რომ ამ დროს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე იძულებულია, უფრო კვალიფიციურად იმუშოს - მეტი მტკიცებულება მოაგროვოს, მეტად დამაჯერებელი იყოს და ა.შ.

რუსა მაჩაიძე
08.06.2015

 მმართველმა გუნდმა პოლიტიკური სპექტრის ნაცვლად საკუთარი გუნდის ლიდერთან მოილაპარკა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას დათანხმდა, ოღონდ მხოლოდ 2020 წლის შემდეგ. 2016 წლის არჩევნები დღეს მოქმედი პრინციპით ჩატარდება, რასაც, ხელისუფლების გარდა, ყველა აკრიტიკებს.

იაგო ნაცვლიშვილი
08.06.2015

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბულს "ქართული ოცნების" ლიდერებისა და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდა. მმართველმა გუნდმა მას მოსთხოვა დაესაბუთებინა, თუ რა კორუფციულ ჯაჭვზე საუბრობდა და ვის გულისხმობდა ამ ჯაჭვში. საბოლოოდ გუბერნატორის მოადგილემ რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს საჯარო ბოდიში მოუხადა.

სალომე სარიშვილი
08.06.2015

 მხატვარი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ მთავრობას ქვეყნის განვითარების არათუ კონკრეტული გეგმა, არამედ შინაარსობრივი იდეაც კი არ გააჩნია. ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს ყოველდღიურად უბრალო მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია აძლევს, რომელთაც, მისი თქმით, პრობლემა პრობლემაზე ემატებათ.

იაგო ნაცვლიშვილი
08.06.2015

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები არაერთხელ დაისეტყვა. უამინდობას და წვიმებს ხშირად თან სეტყვაც ახლავს. სეტყვამ სოფლებში ხილი და ბოსტნეული გაანადგურა. თანაც ასეთი ბუნებრივი მოვლენები ისეთ რეგიონებში ხდება, სადაც წინა წლებში სეტყვას მასობრივი სახე არ ჰქონდა.

ია აბულაშვილი
08.06.2015

 "მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში ახალი მხატვრული იდეალები ჩამოყალიბდა და პარიზი იქცა მხატვრული აღმოჩენებისა და გემოვნების ცენტრად. მაგრამ, იმავე ხანებში პარიზიდან დაშორებით, საქართველოში, სადაც მხატვრული ატმოსფერო ღარიბი იყო, გამოჩნდა უმაღლესი დონის გენია ნიკო ფიროსმანის სახით. იგი აბსოლუტურად მარტო, მეცენატეებისა და დამნახავების გარეშე, უსახლკარო, სიღატაკეში ქმნის ისეთ მხატვრულ დონეს, რომლის მიღწევაც იმ ხანებში მხოლოდ პარიზში შეიძლებოდა", - ასე იხსენებს ნიკო ფიროსმანს მხატვარი თემო ჯაფარიძე.

ეკატერინე ბასილაია
08.06.2015

რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებული 4 600-მდე ქართველი რუსეთის ხელისუფლებისაგან კუთვნილ კომპენსაციას კიდევ რამდენიმე წელი ვერ მიიღებს - წინასწარი ინფორმაციით, გადასახდელი კომპენსაციის რაოდენობის დადგენა და უშუალოდ გადახდა გაურკვეველი ვადით გადაიდო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×