ელზა პაპოშვილი 05.06.2015
არასამთავრობო ორგანიზაციები ტრანსპორტით ბავშვების გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით მიმართავენ.
|
ვახტანგ შამუგია 05.06.2015
რაც დრო გადის, ინტერნეტსივრცეში სულ უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი ჩნდება იმისა, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში რუსული მხარე აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ რუსეთის არმიის ოფიცრები. სოციალურ ქსელებში ისინი ახლა აქვეყნებენ საკუთარ მოგონებებსა და ფოტომასალას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ცხელ წერტილებში მათ "მივლინებას" ასახავს. "რეზონანსმა" მოახერხა და ერთ-ერთ მათგანს, ყოფილ მფრინავს, თადარიგის ოფიცერს, მიხაილ კოტკინს გაესაუბრა. ის 1993 წელს აფხაზეთში, ბომბორას სამხედრო აეროდრომზე მსახურობდა.
|
ლიკა ამირაშვილი 05.06.2015
დატბორილი ქუჩები, უსახლკაროდ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი, წაქცეული ხეები და დაზიანებული ელექტრომომარაგება - ეს ის პრობლებია, რომელიც დედაქალაქში ძლიერი წვიმის გამო შეიქმნა.
|
მარი ჩიტაია 05.06.2015
სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები გაუმართავად მუშაობენ. ოპერატორთან მისასვლელად მოქალაქეებს რიგში საათობით უწევთ დგომა. ხალხი აშკარად უკმაყოფილოა და სისტემის გამართული მუშაობის მიზნით ახალი კადრების დამატებას ითხოვს, რის აუცილებლობასაც ოფიციალურ უწყებაში ვერ ხედავენ.
|
სალომე სარიშვილი 05.06.2015
"სამწუხაროა, რომ საქართველოში არათუ მოქალაქეების, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს დღევანდელი სახელმწიფო სიმბოლიკის შინაარსსა და მის წარმომავლობაზე. არადა, წარმოუდგენელია მოქალაქეს საკუთარი დროშისა და გერბის შესახებ ჩამოყალიბებული, მკაფიო აზრი არ ჰქონდეს," - ამბობს სამართლის დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კახნიაშვილი, რომელსაც "რეზონანსი" სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობასა და შინაარსობრივ ნაწილზე ესაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 04.06.2015
"დემოკრატიული მოძრაობის" კახეთის კოორდინატორი, ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი მისი საქმის გამოსაძიებლად ხელისუფლებას ვადას პარასკევამდე აძლევს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პროცესს არ დააჩქარებს, 5 ივნისს ყვარელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის კუთვნილ სახლში მის ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად შეიჭრება, "სისხლის ღვრის ფასადაც" რომ დაუჯდეს. მანამდე კი ყვარელში რჩება და "ოცნების" ხელისუფლებისგან რეაგირებას ელოდება.
|
ეკატერინე ბასილაია 04.06.2015
პროკურატურაში წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით შესული 50 ათაზე მეტი საჩივრიდან სამ თვეში 5 საქმე დასრულდა. როგორც პროკურატურამ გუშინ განაცხადა, 5 ფაქტი გახსნილია და დაზარალებულ პირებს ქონება დაუბრუნდებათ.
|
ია აბულაშვილი 04.06.2015
ქართულ პოლიტიკაში დამთავრდა ხანა, რომლის ხასიათსაც დიდწილად მიხეილ სააკაშვილის პიროვნება, მისი მოკავშირეობა ან მასთან დაპირისპირება განსაზღვრავდა - ასე აფასებს ექსპრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.
|
თაკო მათეშვილი 04.06.2015
თბილისში მალე შესაძლოა კიდევ ერთი სკვერი გადაიქცეს სასტუმროდ - ქეთევან წამებულის გამზირზე არსებულ სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას, 6-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. პროექტი უკვე შეთანხმებულია, საბოლოო ნებართვისათვის კი მერიაში დამკვეთის მიერ საჭირო დოკუმენტების წარმოდგენას ელოდებიან. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ფარნავაზის ძეგლს და გაიჩეხება თუ არა სკვერში ხეები.
|
თაია არდოტელი 04.06.2015
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის ინიციატივით, 2-3 თვეში ახალი კანონპროეტი მომზადდება, რომელიც უპატრონო სასაფლაოების დალაგება-მოვლის საკითხის რეგულირებას შეეხება.
|
სალომე სარიშვილი 04.06.2015
ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" აბანოთუბანში მდებარე მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტს აპროტესტებს. მათი განცხადებით, აღნიშნული პროექტი ისტორიულ ზონაში განაშენიანებასა და ურბანულ იერსახეს დაარღვევს, რაც ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია. როგორც "რეზონანსს" ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორი 14 - სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს, რაც ძეგლთა დაცვის პრინციპებთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის.
|
თაკო მათეშვილი 03.06.2015
გვიანი ხილი - ასე უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტოლიგები ასოცირების ხელშეკრულებასა და მისგან მიღებულ პროგრესს და ბუნებრივად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კონკრეტული სარგებელი თუ ცვლილებები ქვეყანაში ჯერ არ იგრძნობა.
|