ვახტანგ შამუგია
06.06.2015

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაში ორივე მხრიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. მათ შორის ქართველებიც არიან. ისინი, როგორც ეს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა, ბარიკადების ორივე მხარეს იმყოფებიან და ერთმანეთს ებრძვიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ჯარებში მებრძოლი ჩვენი თანამემამულეების რიცხვი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველების რაოდენობას რამდენიმეჯერ აღემატება.

ია აბულაშვილი
06.06.2015

 ამერიკელი პოლიტოლოგი, კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელი ედუარდ უოკერი მოუწოდებს დასავლელ პოლიტიკოსებს, ეძებონ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზები. აანალიზებს რა არსებულ სიტუაციას, უოკერი კრიზისიდან გამოსვლის მისეულ სამ შესაძლო სცენარს სთავაზობს პოლიტიკურ წრეებს.

თიკო ოსმანოვა
06.06.2015

 არასაპარლამენტო ოპოზიციისა და კოალიაცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ზოგიერთი პარტიის დიდი სურვილის მიუხედავად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარდება. თუმცა, ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის არსებული დისბალანსი შემცირდება და 50%-იანი ბარიერი დაწესდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისი წინამორბედი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ელზა პაპოშვილი
06.06.2015

 "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ 2016 წლის არჩევნების ჩატარების შემდეგ მაჟორიტარული წესით არჩევითი სისტემა საერთოდ გაუქმდეს, მისთვის მიუღებელია.

ეკატერინე ბასილაია
06.06.2015

 15-20 დღეში ე.წ. კაბელების საქმის გამო დაკავებული თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი შეიძლება ბრალის არარსებობის გამო გათავისუფლდნენ. გუშინ სასამართლომ პროკურორის მთავარი ბრალდება დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო და გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ "ტრაქტორების საქმის" პრეცენდეტი ისევ განმეორდეს.

თეა ბეჟიტაშვილი
06.06.2015

 "ბატონი საგანელიძე, ძიძიგური, დავითაშვილი, სანიკიძე 16 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ იმისთვის, რასაც ახლა ჩვენ ვითხოვთ და ხელისუფლებიდან თითქოს მხარს არ უჭერენ, ან უჭერენ და ძალიან მდარედ. მართალია, არ შიმშილობდა, მაგრამ ამ მოთხოვნას ძალიან აქტიურად მხარს უჭერდა ქალბატონი ბესელია. როდესაც ხელისუფლებაში შევიდნენ, აწყობთ, რომ მანდატები დაბალი რეიტინგით აიღონ, ამიტომ ეს სტრატეგიული პოზიცია შეიცვალეს", - ამბობს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.

ლიკა ამირაშვილი
06.06.2015

დარიალის ხეობაში ძლიერი წვიმის შეთხვევაში სტიქიური მოვლენების გააქტიურების საფრთხე არსებობს. სპეციალისტები ხეობაში 24 საათიან რეჟიმში მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

თაკო მათეშვილი
05.06.2015

 გასული დღეების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომხდარ სტიქიურ მოვლენებს სპეციალისტები ორი მიზეზით ხსნიან - გლობალური პროცესებით (კლიმატის გლობალური ცვლილება) და ქვეყნის შიგნით ბუნებრივი რესურსების არასწორი გამოყენებით, რაც, "სტიქიას სასათბურე პირობებს უქმნის."

ია აბულაშვილი
05.06.2015

 ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა, ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის მის ახალ მფლობელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ტილო რამდენიმე დღის წინ "კრისტის" აუქციონზე მილიონახევარ დოლარად შეიძინა. იმას, რომ წლების წინ დაკარგული ფიროსმანის შესანიშნავი ტილო ქართველ ხალხს დაუბრუნდა, ყველა სიხარულით შეხვდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ თუ ფიროსმანი უცხოელი მეპატრონის ხელში მოხვდებოდა, მისი ცნობადობა უფრო გაიზრდებოდა.

იაგო ნაცვლიშვილი
05.06.2015

 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დევნილების შესახებ გაეროში მიღებულ რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ჰგონია სპეციალისტთა ერთ ნაწილს. თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ გარკვეული წარმატება ნამდვილად არის, თუმცა დიპლომატიურ გარღვევაზე საუბრის საფუძველი მაშინ გვექნება, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაღიარებელთა რიცხვი კიდევ შემცირდება.

იაგო ნაცვლიშვილი
05.06.2015

ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის გოგონა გააუპატიურეს. გაუპატიურებაში ბრალდებულია გოგონას მეზობელი, 43 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევა კვირას, საღამოს საათებში მოხდა.

ელზა პაპოშვილი
05.06.2015

 "გარშემო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. ბიჭი ყვიროდა, არ მომკლათ, გეხვეწებითო. ყველა სეირს უყურებდა. ბრგე კაცები იქვე იდგნენ და არც გატოკებულან. უყურებდნენ დანით სასტიკად როგორ ჩეხავდნენ და წარბიც კი არავინ შეიხარა," - აცხადებს ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×