თიკო ოსმანოვა 03.06.2015
"საბაჟო ადმინისტრირების შესახებ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების ამოქმედება და რუსეთის ციხეებიდან ქართველების გათავისუფლება", - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხილვაც ივნისის ბოლოს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორ კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დროს მოხდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 03.06.2015
"მოქალაქეობა მოვალეობათა ერთობაა და არა შეღავათთა ერთობლიობა. როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეობას უყურებს როგორც პრივილეგიას, ეს ნიშნავს რომ ის აცდენილია ჭეშმარიტი მოქალაქეობის გაგებას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.
|
თეა ბეჟიტაშვილი 03.06.2015
"2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, უკრაინიდან 287-მა თავშესაფრის მაძიებელმა მოგვმართა, ერაყიდან - 146-მა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ლომიძე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ.
|
მაკა ხარაზიშვილი 03.06.2015
სეტყვამ კახეთში ყარაღაჯისა და ხორნაბუჯის ტერიტორიაზე მოსავალი 100%-ით გაანადგურა. სტიქიას გადაურჩა სიღნაღის რაიონის სხვა სოფლები, სადაც სეტყვის საწინააღმდეგო აპარატის გამართვა მოხერხდა. სამაგიეროდ, დაზარალდა გორის რაიონი. ზოგიერთ სოფელში ხეხილის ბაღების დაახლოებით 30% გაფუჭდა. სოფლის მეურნეობისთვის სეტყვა ისევ მთავარ პრობლემად რჩება.
|
ია აბულაშვილი 03.06.2015
ალექსანდრე მაკედონელის შესახებ უამრავი ისტორიული მასალა თუ ლეგენდა არსებობს - იგი 13 წლის განმავლობაში მეფობდა. ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო სტრატეგი, რომელმაც მაშინდელი მსოფლიოს ცივილიზაციის ნაწილი დაიპყრო და შექმნა დიდი იმპერია, რომელშიც შედიოდა მაკედონია, ეგვიპტე, სირია, სპარსეთი, მცირე აზია და პირველმა შედგა ფეხი ინდოეთის ტერიტორიაზე.
|
თეა ბეჟიტაშვილი 02.06.2015
ლონდონის კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად გაყიდული ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საქართველოში ბრუნდება. ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრებაში არსებული ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
|
მაკა ხარაზიშვილი 02.06.2015
რაჭა-ლეჩხუმში ყოველი მეორე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მძიმე მდგომარეობაა საქართველოს სხვა რეგიონებში. ამის მიზეზი ინვესტიციების სიმცირე, წარმოების დაბალი დონე, მოშლილი ინფრასტრუქტურა და არასწორი სახელმწიფო პოლიტიკაა.
|
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი) 02.06.2015
ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვარშავის 2016 წლის 8-9 ივლისის სამიტამდე მისი საქმიანობის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა.
|
თაკო მათეშვილი 02.06.2015
ჩანაცვლდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა რეგიონული პროპორციული სისტემით, ჯერ უცნობია, თუმცა საამისოდ ნიადაგი მომზადებულია - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივ შემაჯამებელ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და იგი პარლამენტსაც გადაუგზავნეს. ახლა კი ჯერი პარლამენტისა და ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 02.06.2015
"ნატოს გენმდივნის განცხადება მონტენეგროს შესახებ, რომ ალიანსმა მასზე გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, ჩვენთვისაც უდავოდ პროგრესია. სხვათა შორის, ნატოს ამის მიზეზი რუსეთმა მისცა. მისი აგრესიულ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დასავლეთი თავისი დამოკიდებულების რევიზიას ახდენს არაერთი საკითხის მიმართ, მათ შორის ალიანსის "ღია კარების" პოლიტიკის გააქტიურების თვალსაზრისითაც", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
|
რუსა მაჩაიძე 01.06.2015
პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ახალი დაპირისპირებაა. საზღვარგარეთ ვიზიტების და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერის, რაც მთავარია, საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხის შემდეგ მათ შორის დავა საარჩევნო კოდექსის გამო დაიწყო. ამ დავაში კი დავით უსუფაშვილი, შესაძლოა, მარგველაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდეს.
|
სალომე სარიშვილი 01.06.2015
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას პოლიტიკური მიდგომა აქვს, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა კვლავ პრობლემად რჩება.
|