ია აბულაშვილი 31.10.2015
"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი "რეზონანსთან" 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ იმას, რაც დღეს "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ხდება, საერთო არაფერი აქვს მოვლენებთან, რომელიც "იმედში" მოხდა.
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2015
ვინ გააკეთა იმ სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან სასამართლოს სავარაუდო განაჩენის აღსრულებისათვის ხელის შეშლის მეთოდებს განიხილავს? შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საუბრების ჩანაწერები ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან ხუთშაბათს უკრაინულმა ვებ-გვერდმა "უარევიუმ" გაავრცელა.
|
ეკატერინე ბასილაია 31.10.2015
გეგმავდა თუ არა ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციას და რა არის მისთვის "რუსთავი 2"-ის დაცვა - ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, თუ პარტიული ტელევიზიის შესანარჩუნებლად? - ეს შეკითხვა ორი დღის წინ უკრაინულ ინტერნეტ გვერდზე სააკაშვილი-გვარმიას და სააკაშვილი-ბოკერიას საუბრების გასაჯაროვების შემდეგ ბევრმა დასვა. პოზიცია-ოპოზიციაში შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია და ორივე მხარე ბრალდებებს ერთმანეთს უყენებს.
|
ლიკა ამირაშვილი 31.10.2015
ე.წ. კორტების საქმეზე გუშინ საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომლითაც ყველა უკმაყოფილო დარჩა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენის შემდეგ ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვეს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას მსჯავრდებულების ახლობლებიც გამოთქვამდნენ.
|
თიკო ოსმანოვა 31.10.2015
დღეს საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ერთგვარი ტესტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა, რომელიც ნაწილობრივ საზოგადოების განწყობას ასახავს.
|
თიკო ოსმანოვა 30.10.2015
"რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობით სასამართლო პროცესი ერთი დღით გადაიდო. დღევანდელ პროცესზე კი მოპასუხე მხარე დასკვნითი სიტყვით გამოვა, რის შემდეგადაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და არ არის გამორიცხული განაჩენიც დღესვე გამოაცხადოს. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ მოსამართლე ქიბარ ხალვაშს გაამართლებს, ამიტომ იგი სამართლებრივი ბრძოლის და ქუჩის აქციებისთვის ემზადება.
|
ელზა წიკლაური 30.10.2015
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინულ გამოცემა "უარევიუ.ინ.უა"-ს მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს.
|
სალომე სარიშვილი 30.10.2015
"ვფიქრობ, "რუსთავი 2"-მა უნდა შეწყვიტოს საუბარი იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს იმ სოლიდარობას, რაც ახლა საზოგადოების ნაწილისგან გააჩნია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი და დასძენს, რომ ტელევიზიის ირგვლივ მიმდინარე პროცესი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
|
თაკო მათეშვილი 30.10.2015
ნატო ბალტიისპირა ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტის განთავსებას აპირებს - სპეციალისტები ამას რუსული აგრესიისაგან თავის დაცვის საშუალებების ჯაჭვის ერთ რგოლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ნატომ "გამოიღვიძა".
|
ლიკა ამირაშვილი 30.10.2015
პროფესორთა ნაწილი თსუ-ისთვის მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მსგავსად განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითხოვს - განსაკუთრებული სტატუსი კანონის დონეზე ფართო ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.
|
აკაკი გვიმრაძე 30.10.2015
"ალიანსის წევრობის საკითხში არ არსებობს მესამე ქვეყნების მიერ ვეტოს დადების უფლება, ამგვარ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები - ოღონდ ეს გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნეს მიღებული", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
|
ია აბულაშვილი 30.10.2015
ადრეულ საქართველოში წელიწადის ერთ-ერთ თვეს "ღვინობისთვეს" უწოდებდნენ. ახლაც "ღვინობისთვეა" და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თვალი გადაგვევლო წარსულისათვის და გაგვეცოცხლებინა ოჯახური მოსავლის აღების ზეიმი - რთველი, რომელიც მიეკუთვნება იმ განსაკუთრებულ, უნიკალურ წესჩვეულებებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობს.
|